6 რჩევა, როგორ შეიყვაროთ პრეზერვატივი

საკნატუნო ამბები

25 აპრილი 23:00, 2018 წელი

სექსი პრეზერვატივით ბევრისთვის უსიამოვნოა, ზოგისთვის - საერთოდაც მიუღებელი, თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ დამცავი საშუალების გარეშე, გარდა არასასურველი ორსულობისა, შესაძლოა, ბევრი ინფექციით „დასაჩუქრდეთ“, მასზე წარმოდგენა ოდნავ მაინც შეგეცვლებათ.

მარტივი მისახვედრია, რომ პრეზერვატივი ამცირებს მგრძნობელობას და სექსი პრეზერვატივით ნამდვილი სექსი არ არის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ინფექციების მკურნალობა ან არასასურველი ორსულობა გაცილებით დიდი სტრესია.

რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ პრეზერვატივს შევეჩვიოთ და ის სექსის ნაწილად ვაქციოთ?


სპეციალისტები პრეზერვატივების „შესაყვარებლად“ გვირჩევენ:


1. გახსოვდეთ, რომ ეს მნიშვნელოვანია
პრეზერვატივი - ერთადერთი ბარიერია ინფექციებისგან დასაცავად: აბები და სხვა საშუალებები ამ უსიამოვნებისგან ვერ დაგიცავთ. ინფექციების მკურნალობა ხანგრძლივი და ძვირია. ასე რომ, თუკი თქვენი ბიჭი უარს ამბობს პრეზერვატივის მორგებაზე, უნდა იცოდეს, რომ სექსი არ იქნება!


2. აქციეთ ის სექსუალური ცხოვრების ნაწილად
პრეზერვატივი არ უნდა იყოს სექსუალური ცხოვრებისთვის ბარიერი. ყველაზე მნიშვნელოვანია - სწორად შეარჩიოთ მოდელი და ზომა, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ სასურველი ვარიანტის შერჩევა სექსის დროს არ უნდა დაიწყოთ. ამის საშუალება მაღაზიაში ან აფთიაქში მოგეცემათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ძალიან დიდი ან ძალიან პატარა პრეზერვატივი მთელ სიამოვნებას გაგიფუჭებთ, ხოლო სწორად შერჩეული - მხოლოდ გააძლიერებს მას.


3. ივარჯიშეთ
ეს უფრო მეტად კაცებს ეხება, თუმცა, თუკი პრეზერვატივი პენისზე თქვენ უნდა მოარგოთ, ამის პრაქტიკაც უნდა გქონდეთ. თუკი პრეზერვატივის გაკეთებაში ივარჯიშებთ, სექსის დროს ძვირფას წუთებს ტყუილად არ დაკარგავთ.


4. აირჩიეთ მომენტი
პრეზერვატივი უნდა გაიკეთოთ სრულიად ერეგირებულ პენისზე, სანამ საშოსთან კონტაქტი მოხდება. ამისთვის პრელუდიის შემდეგ შესანიშნავი დროა. თუკი საკმარისად ხართ აღგზნებული, ეს რამდენიმე წამი თქვენს ვნებას არავითარ შემთხვევაში არ ჩააცხრობს.


5. დაიდეთ პრეზერვატივი ახლოს
კარგი იქნება, თუკი პრეზერვატივს საწოლთან ან იმ ადგილთან ახლოს დადებთ, სადაც სექსუალურ კავშირს აპირებთ. ხანგრძლივი მოგზაურობა აბაზანაში ან ნებისმიერ სხვა ოთახში პრეზერვატივის მოსაძებნად მთელ ამ სექსუალურ განწყობას გაგიფუჭებთ.


6. იქონიეთ კონტაქტი
თუკი ამ წუთებში არაფრით ხართ დაკავებული, გადადეთ ტელეფონი ან მოშორდით კომპიუტერის ეკრანს.  ისაუბრეთ ერთმანეთთან, უთხარით ერთმანეთს ერთი-ორი თბილი სიტყვა - ყველაფერი გამოგადგებათ!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?