როგორ გავრეცხოთ ფეხსაცმელი?

საკნატუნო ამბები

6 მაისი 09:00, 2018 წელი

ალბათ, გსმენიათ, რომ ადამიანის იმიჯზე მისი ფეხსაცმელი ბევრს ამბობს, თუმცა ხშირი რეცხვით შეიძლება გავაფუჭოთ. ამიტომ მოვუსმინოთ სპეციალისტებს, რომლებიც გვირჩევენ, როგორ გავრეცხოთ ფეხსაცმელი ისე, რომ ახლის ყიდვა არ მოგვიწიოს...

პირველ რიგში, იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ფეხსაცმლის გარეცხვა სარეცხ მანქანაში?
რა თქმა უნდა, ფეხსაცმლის მწარმოებელი ცალსახად გეტყვით, რომ „არა“. ხოლო თეთრი ბოტასებისა და კედების მოყვარულები გიპასუხებენ: „შეიძლება, ოღონდ ფრთხილად“. აი, რა უნდა იცოდეთ, სანამ ფეხსაცმელს სარეცხ მანქანაში გარეცხავთ?


ნაბიჯი 1: ხელით რეცხვა


1. ყურადღებით დაათვალიერეთ ფეხსაცმელი: თუკი მას ნახვრეტები აქვს ან მისი გახევის საფრთხეს შენიშნავთ, უმჯობესია, სარეცხ მანქანაში მისი გარეცხვისგან თავი შეიკავოთ.



 


2. პირველ რიგში, ხელით და ქაფიანი წყლით გარეცხეთ ფეხსაცმლის ძირები, მოაშორეთ მას ქვები, ნატეხები და მსგავსი ჭუჭყი, რომელიც მის რელიეფშია ჩარჩენილი. შემდეგ კი გაამშრალეთ ტილოთი.


3. ამოაცალეთ ფეხსაცმელს შიდა ლანჩა. მათი გარეცხვაც აუცილებელია, ოღონდ ხელით.



4. შეკარით ფეხსაცმელზე ელვა, თასმა, ფხრიწი და გარეცხეთ ხელით შიდა ლანჩიანად.


ნაბიჯი 2: აუცილებელია რეცხვისთვის განკუთვნილი სპეციალური ტომარა




1. ფეხსაცმელები გარეცხეთ სათითაოდ. ჯერ ერთი ცალი, შემდეგ - მეორე. გარეცხვამდე მოათავსეთ სპეციალურ ტომარაში ან თუნდაც ძველ ბალიშისპირში.


2. კედები, ბოტასები ან ბალეტკები შეგიძლიათ, ჩვეულებრივ ფხვნილში გარეცხოთ, მაგრამ თუკი ტყავის ფეხსაცმელს რეცხავთ, აუცილებლად ისარგებლეთ ტყავის რეცხვისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებით. ზამშის ფეხსაცმელი კი სასურველია, საერთოდ არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში.


3. აირჩიეთ „დელიკატური რეცხვის“ რეჟიმი და აუცილებლად „წურვის" გარეშე.


4. ტემპერატურა - არაუმეტეს 30 გრადუსისა.


ნაბიჯი 3: გაშრობა




1. გაზეთები ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა გასაშრობად. არ ისარგებლოთ ავტომატური გაშრობით - მაღალი ტემპერატურა დააზიანებს წებოს და მოგიწევთ ახალი ფეხსაცმლის შეძენა.


2. ასევე, არ შეიძლება ფეხსაცმლის გამათბობელთან გაშრობა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც იგივეა, რაც პირველ პუნქტში. 


3. რა შეიძლება: აკურატულად მოათავსეთ ფეხსაცმელში დაკუჭული გაზეთები (რათა ფეხსაცმელმა ფორმა არ დაკარგოს) და დააწყვეთ აივანზე ან ოთახში გასაშრობად. ხომ გახსოვთ, გამათბობელს მოაშორეთ. გაზეთი ფეხსაცმლის გასაშრობად ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა. 



რთული არაფერია. თუკი ფეხსაცმლის რეცხვის წესებს გაითვალისწინებთ, ის კიდევ რამდენიმე სეზონი გაგიძლებთ.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?