Fun-ტესტი

რას ამბობს თქვენზე ციფრი ან რიცხვი, რომელსაც ყველაზე ხშირად ირჩევთ

fun time

16:00 ოთხ. 13 ოქტომბერი, 2021 წელი

ნუმეროლოგია თქვენს
ცხოვრებაში

14
დაკოპირებულია

ნუმეროლოგიას ბევრი საინტერესოს თქმა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაზე. აი, მაგალითად, თუ გაქვთ საყვარელი ციფრი ან რიცხვი, დაასახელეთ ის და წაიკითხეთ შედეგი...

თუკი თქვენი საყვარელი რიცხვი ორი ან მეტნიშნაა, მაშინ დაიყვანეთ ის ერთნიშნამდე ანუ ციფრამდე.

ასე მაგალითად: თუკი აირჩიეთ 87, მაშინ 8+7=15 და შემდეგ 1+5=6. გამოვიდა, რომ თქვენს არჩეულ 87-ს 6-ის ენერგეტიკა შეესაბამება.

ახლა კი ნახეთ შედეგები:

ციფრი 1

თუკი თქვენი საყვარელი ციფრია ერთი, თქვენი ცხოვრების გზა ზომიერად რთულია, ხშირად იღებთ საკუთარ თავზე მოსამართლის როლს, რაც ნეგატიურად აისახება გარშემომყოფებთან თქვენს ურთიერთობაზე. შეეცადეთ, მოთმინებით მოეკიდოთ ხარვეზებს და ადამიანების შეცდომებს. ამგვარად, თავადაც გაგიადვილდებათ წინსვლა.

ციფრი 2

ამ ციფრს, ჩვეულებრივ, ის ადამიანები ირჩევენ, რომლებიც რამეზე ან ვინმეზე არიან დამოკიდებულები. ასეთ ადამიანებს მავნე ჩვევების მთელი თაიგული აქვთ, რომლებიც აფუჭებენ ენერგეტიკას და ზოგადად, ცხოვრებას. ყველაფერი თავის ადგილას დადგება, როგორც კი ცხოვრებაში მიზანს დაისახავთ.

ციფრი 3

ეგოისტურად აზროვნებთ. თქვენთვის უცხოა აზარტი და ექსტრემი. ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ და კარგად გაქვთ განვითარებული თვითგადარჩენის უნარი. და კიდევ, ძალიან ხშირად გიმართლებთ. კარგი იქნება, თუკი ზოგჯერ მაინც გადადებთ საკუთარ მოთხოვნებს და გარშემომყოფების მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ.

ციფრი 4

ოთხიანს ყველაზე ხშირად პერფექციონისტები, პედანტები და ის ადამიანები ირჩევენ, რომლებიც გონებით ახლოს არიან მათემატიკასთან. როგორც წესი, ეს ადამიანები ირჩევენ სიმშვიდეს, სიწყნარეს და ცვლილებებს რთულად ეგუებიან.

ციფრი 5

ამ ვარიანტს ყველაზე ხშირად შემოქმედებით გატაცებული ადამიანები ირჩევენ, რომლებიც იძულებულები არიან, დიდი დრო გაატარონ შთაგონებების ძიებაში. ხუთიანს ირჩევენ სპორტით დაკავებული ადამიანებიც. ყურადღებით მოეკიდეთ წვრილმანებს და გამოიჩინეთ სიფრთხილე კუთხეში შესვლის დროს - თუკი ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ყველაფერი კარგად და მშვიდად იქნება.

ციფრი 6

ექვსიანი თვალთმაქცობის სიმბოლოა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი თვითონ ხართ. არა, უბრალოდ, ბუნებით ჩაკეტილი ხართ. ეს ბევრ რამეში გირთულებთ ცხოვრებას. ზოგჯერ გარშემომყოფებს ისეთ შთაბეჭდილებას უტოვებთ, თითქოს გახსნილი ადამიანი ხართ, მაგრამ ეს მცდარი აზრი, სინამდვილეში, გეხმარებათ, დარჩეთ ისეთი, როგორიც ხართ.

ციფრი 7

შვიდიანი კეთილი ადამიანების საყვარელი ციფრია. თქვენმა სიკეთემ ხშირად საზღვარი არ იცის და გარშემომყოფების ნაწილი თქვენი ამ თვისებით ბოროტად სარგებლობს. ეს თქვენს ცხოვრებაში მთავარი საფრთხეა. ხშირად ვერც კი ამჩნევთ, როგორ ხდებით მანიპულაციის მსხვერპლი.

ციფრი 8

ამ ციფრს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად. შესაძლოა, გიწოდონ მკაცრი, ჯიუტი, მაგრამ ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ არ გიყვართ კამათის დროს დამარცხება. ცხოვრებაში დიდი წარმატება გელოდებათ, შესაძლოა, ადრეული ასაკიდანაც.

ციფრი 9

ვინც ცხრიანს ირჩევს, მისი ცხოვრება მუდმივად ქაოსურია, თუმცა, ეს არ არის ნეგატიური ქაოსი. თქვენს სახლში ხშირად არეულობაა, გულმავიწყი ხართ, ოდნავ სევდიანიც, მაგრამ ამასთანავე, შეგიძლიათ ვნებიანი სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა.

p.s. აქვე პატარა განმარტება:

რომელია სწორი - რიცხვი თუ ციფრი?

ციფრი არის ნიშანი რიცხვების (სიტყვების) ჩასაწერად. სიტყვა „ციფრი“ ნიშნავს შემდეგი ათი ნიშნიდან ერთ-ერთს: 0 1 2 3 4 5 6 7 8 9.

გამოთვალეთ და გაიგეთ, რას ამბობს თქვენი ბედის რიცხვი

რა ციფრით მთავრდება თქვენი დაბადების წელი? - ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?

ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელი...

ტიბეტური ტესტი