Satisfaction: ხუთი ნოტი, რომელმაც შეძრა სამყარო!

საკნატუნო ამბები

16 მაისი 17:00, 2018 წელი

1965 წლის 12 მაისს ჰოლივუდში, სტუდია RCA-ში, „როლინგ სტოუნზმა“ თავისი ეპოქალური Satisfaction (I Can't Get No) ჩაწერა. ვნახოთ, როგორ შეიქმნა სიმღერა, რომლიც უკვე 53 წელია, ადრენალინის უშრეტი წყაროა?  

მიკ ჯაგერი: „სწორედ ამ სიმღერამ აქცია The Rolling Stones რიგითი გუნდიდან მძლავრ და მოთხოვნად ჯგუფად...
მას ძალიან დასამახსოვრებელი სახელწოდება აქვს. მასში, ასევე, ძლიერ დასამახსოვრებელია გიტარის ხაზი. ეს სიმღერა დროის სულს განასახიერებდა. „Saticfаction“ ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა და მსოფლიო აღიარება მოგვიტანა“.


მიკი RCA-ს სტუდიაში:



არსებობს ასეთი ვერსია: 1965 წლის 6 მაისის საღამოს, ფლორიდის კლირუოტერში ფანატების მიერ ჩაშლილი კონცერტის შემდეგ, კიტი რიჩარდსმა Jack Tar Harrison Hotel-ის ნომერში, დაღლილმა და ნახევრად მძინარემ, გონებაში დატრიალებული ბგერები გიტარაზე აკრიფა და კასეტიან  მაგნიტოფონზე ჩაწერა.
მეორე დილას კასეტაზე აღმოაჩინეს სამწუთიანი აკუსტიკური „რიფი“, შემდეგ გიტარის დავარდნის ხმა და 40 წუთი კიტის ჯანმრთელი ხვრინვა.


კიტიმ სოლოში ის ფუზი ჩაამატა, რომელმაც Satisfiction-ი პირველივე ნოტიდან ცნობადი გახადა (სწორედ Satisfaction-ის შემდეგ Gibson Maestro-ს ფუზბოქსი ყველა მუსიკალურ მაღაზიაში მომენტალურად გაიყიდა, შეკვეთა კი იმდენი შევიდა, რომ წლის ბოლომდე გაიწერა!


კიტი რიჩარდსი RCA-ს სტუდიაში:



მთელი გუნდი RCA-ს სტუდიაში პროდიუსერ ენდრიუ ოლდმენთან ერთად შეიკრიბა.



ჰიტის რეგალიები და ტიტულების ჩამოთვლა საჭირო არაა - ყველა რეიტინგი სუბიექტური და ფარდობითია. უნდა ითქვას, რომ თავისი ვერსიები წარმოადგინეს ოტის რედდინგმა, დევომ, არეტა ფრანკლინმა, ბრიტნი სპირსმა, ვანილა აისმა, შერიმ, Green Day-მ და ბილ კროსბიმ (ამ უკანასკნელმა თავისი ორიგინალური ტექსტით). და, რაღა თქმა უნდა, დიდმა ჯიმი ჰენდრიქსმა.


Satisfaction-ის კონგენიალურობა თავის დროზე წარმატებით აისახა კოპოლას „დღევანდელ აპოკალიფსში“ ზემდეგ ტეილორის (მისტერ სუფთა) მონაწილეობით ერთ-ერთ სცენაში:



 


Satisfaction-ი ოფიციალურ რადიო და ტვ არხებზე არ გაუშვიათ, მისი „აშკარად ღია სექსუალური კონტექსტის“ გამო, ამიტომაც ჰიტის გავრცელებაში დიდი როლი პირატულმა რადიოსადგურებმა შეასრულა. შემდგომ კი უკვე ოფიციალურმა არხებმაც ვეღარ შეძლო პოპულარობისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სიმღერა ეთერში დაუშვეს, თუმცა „trying to make some girl“-ს ცენზურა მაინც შეეხო.


 


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?