1. „ბოქსიორები“
თუკი თქვენ ხვდებით ბიჭს, რომელსაც ე.წ. „ბოქსიორები“ (ხალხურად „პარაშუტები“) აცვია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კომფორტი მოსწონს. ამგვარი ბიჭები ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას.
ერთობლივ ცხოვრებაში ისინი საკმაოდ რომანტიკულები არიან, თუმცა სექსი მათთვის მაინც მთავარია. იმ ბიჭებმა, რომლებიც საცვლად „ბოქსიორებს“ ირჩევენ, კარგად იციან, როგორ ასიამოვნონ ქალს.
2. საცურაო ტრუსები
ამგვარი ტრუსები მამაკაცური ღირსების წარმოსაჩენად არის შექმნილი. მათ მოყვარულებს მაღალი თვითშეფასების დონე აქვთ. მათ კარგად იციან, რა სურთ. რაც შეეხება საიმედოობასა და ერთგულებას - მათ შემთხვევაში ეს ძალიან სადავო მომენტია და გადაჭრით რამეს მტკიცება ძნელია.
3. საცურაო ტრუსები
როგორც წესი, ამგვარი ტრუსები სპორტის მოყვარულებს აცვიათ. ისინი მთლიანად ჯანსაღი კვების მომხრეები არიან და მათი დილა სირბილით იწყება. ამგვარი მამაკაცები თავდაჯერებულები არიან ან სურთ, რომ ასეთები იყვნენ. თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, ისე აღმოჩნდებით მათი გავლენის ქვეშ და უსიტყვოდ დაემორჩილებით. თუმცა ეს შეიძლება მოგეწონოთ კიდეც.
4. შემოტკეცილი თეთრი საცვლები
ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც ამგვარი ტრუსების ტარების უფლება ოფიციალურად აქვს, ეს ბრაიან კრენსტონია. მას ისინი მხოლოდ სერიალ „Breaking Bad“-ში არ აცვია.
არცერთი მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს პატივს ცემს, ამგვარს არ ჩაიცვამს. თუ ასეთი კაცი შეგხვდათ, გაექეცით მაშინვე.
5. მამაკაცის ბიკინი
ტრუსები, რომლებიც ქსოვილის მინიმუმისგან იკერება - ძალიან სადავო თემაა. თუკი ის სპორტსმენია, მაშინ კიდევ არა უშავს. თუ - არა, მაშინ გაუგებარია, წესები არ აღელვებს თუ, უბრალოდ, გენიტალიების განიავება მოსწონს. ამის მიხედვით როგორ დაახასიათებთ კაცს, ეს უკვე თქვენთვის მოგვინდვია.
6. საერთოდ ტრუსების გარეშე
ტრუსების გარეშე? ეს როგორ?
როგორც ჩანს, პირად ჰიგიენას არად დაგიდევს და საერთოდ უწესრიგოა.
ასეთი კაცები დიდი ეგოისტები არიან. ისინი მუდმივად მხარდაჭერას ითხოვენ. ზედაპირულები არიან და ყოველგვარი ქალური გრძნობა და ემოცია მათში მთქნარებას იწვევს.
დასკვნა ქალებისთვის:
შეგიძლიათ საერთოდ ჩამოწეროთ კაცები თეთრი შემოტკეცილი ტრუსებით და უტრუსოებიც!