ლედი გაგა
ექსცენტრიკულ მომღერალს თეძოზე მარტორქა აქვს გამოსახული, რომელიც ალბომ «Born this way»-ს სახსოვრად გაიკეთა. ლედი გაგას სიტყვებით, ეს მისი საყვარელი მითიური ცხოველია, რომელიც ბავშვობას, სიკეთესა და ჯადოქრობას აგონებს.
ჯეიმს ჰეტფილდი, Metallica
„მეტალიკის „ფრონტმენის“ იდაყვზე მისი ერთ-ერთი სიმღერის მოტებია. კომპოზიცია «Orion»-ი ერთ-ერთი საუკეთესო ალბომ «Master of puppets»-იდანაა და ის კლიფ ბერტონის - ტრაგიკულად დაღუპული ჯგუფის გიტარისტის გასვენებაზე ისმოდა. ამ ნაღვლიანი დღის სამასხოვროდ ჰეტფილდმა საკუთარი სხეული კიდევ ერთი ტატუთი დაამშვენა.
ჯარედ ლეტო, 30 seconds to Mars
ამ ნიჭიერი მსახიობისა და მომღერლის სხეულზე 6-ვე ტატუ ჯგუფ «30 seconds to mars»-ს ეძღვნება. ჯარედ ლეტო ამ ჯგუფის უცვლელი ვოკალისტია. მარსის ყველა ლოგოტიპი და სლოგან «Provehito in Altum»-ის სხვადასხვა ინტერპრეტაციები ერთიან სტილშია შესრულებული და გეომეტრიულად სწორი ფიგურებისგან და სიმეტრიული ხაზებისგან შედგება.
ჯონი დეპი
ჰოლივუდელ სუპერვარსკვლავ ჯონი დეპს კაპიტანი ჯეკ ბეღურა იმდენად მოსწონს, რომ ბეღურის გამოსახულებიანი ტატუ გამოსაჩენ ადგილას გაიკეთა.
ემილია კლარკი
ემილია კლარკმა გადაწყვიტა, „ტახტის თამაშებიდან“ პატარა პაუზა აეღო და დრამაში „შენთან შეხვედრამდე“ მთავარი როლი შეასრულა. სიუჟეტის მიხედვით, მის გმირს ფუტკრის გამოსახულებიანი ტატუ ჰქონდა. გადაღებების დასრულების შემდეგ მან სახსოვრად სწორედ ასეთი ტატუ გაიკეთა.
ლანა დელ რეი
ყველაზე სათუთი კავშირი შემოქმედებასა და ტატუს შორის ლანა დელ რეის აქვს. დიდად გაკეთებული წარწერა «Paradise» მომღერლის ხელზე კლიპ «National anthem»-ში გამოჩნდა.
ენტონი კიდისი, Red Hot Chili Peppers
თუკი საქმეს მთელი ცხოვრება მისდევ, მაშინ მის სახსოვრად ტატუს გაკეთებას დიდი დრო არ უნდა. ამგვარი პრინციპით იხელმძღვანელა ენტონი კიდისმა, როცა თავის მაჯაზე ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის ლოგოტიპი დაიხატა.
ორლანდო ბლუმი
კინოეპოპეა „ბეჭდების მბრძანებელში“ მონაწილეობას არცერთი მსახიობისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ჭორების მიხედვით ბეჭდების საძმოს ყველა წევრმა ელფიურად ნაწერი ციფრი 9 დაიხატა. ორლანდო ბლუმის ზოგი ფოტო ამ ჭორს ადასტურებს.