როგორ მოხდა ეს?
საქმე ისაა, რომ ბრაზილიელი პროგრესული სამოქალაქო ქორწინებით ცხოვრობს. ასეთ ქორწინებებს ზოგჯერ შვედურსაც უწოდებენ. როგორც ამბობენ, რიოში მდებარე თავის მრავალმილიონიან სასახლეში რონალდინიო ორივეს კარგად ეწყობა. ის მათ პირადი ხარჯებისთვის თანხას აძლევს და ერთნაირ საჩუქრებს სპეციალურად ჩუქნის, რათა არავის არ ეწყინოს. მას ქალები საჯარო ღონისძიებებზეც დაჰყავს, ხოლო ხელი ჯერ კიდევ იანვარში სთხოვა. თანხმობის მიღების შემდეგ მან საცოლეებს ბეჭდები აჩუქა და ტრიომ ქორწილის დაგეგმვა დაიწყო.
რამდენად კანონიერია?
ბრაზილიაში მრავალცოლიანობა ოფიციალურად აკრძალულია, ამიტომაც უცნობია, როგორ აპირებს რონალდინიო კანონის „ამ დასანანი პუნქტისთვის“ გვერდის ავლას. რონალდინიო პოლიტიკაში წასვლას გეგმავს, რისთვისაც რესპუბლიკურ პარტიაში გაერთიანდა. პარტია არჩევნებზე 10 ნომრით აპირებს გასვლას. სიმბოლურია არა?
როგორც ამბობენ, პირადი ცხოვრების წვრილმანებმა შესაძლოა, მის პოლიტიკურ ამბიციებზე იქონიოს გავლენა. რონალდინიოს დამ, დეიზიმ უკვე განაცხადა, რომ ქორწილს არ დაესწრება. პრისცილას ოჯახიც ჯერჯერობით უარზეა. მაგრამ მთავარი მაინც ქორწინების იურიდიულად გაფორმების შეუძლებლობაა.
რითია ახლა დაკავებული?
პოლიტიკისა და მომავალი ქორწინების გარდა, ბრაზილიელს კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. მას იღებენ რეკლამაში, „ბარსელონას“ კლუბის ელჩის როლსაც ასრულებს (თუმცა არავინ იცის, რას აკეთებენ ეს ელჩები). ის ჩეჩნეთში რამზან კადიროვსაც სტუმრობდა. ასე რომ, არაა გამორიცხული, ქორწინება ბრაზილიის გარეთ მუსლიმანური წესითაც ჩატარდეს.