რაც გინდა თქვით, სექსი შესანიშნავი გამოგონებაა! გვანიჭებს სიამოვნებას, კურნავს დაავადებებს და გვიქმნის შესანიშნავ განწყობას. სექსი გვანიჭებს სიმსუბუქის შეგრძნებას, ცხოვრების ხალისს, სიმღერისა და ცეკვის სურვილს გვიჩენს გამვლელებთან (არ შეგინიშნავთ?).
სულ ახლახან კი ორეგონის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სექსს კიდევ ერთი სასიამოვნო გვერდით ეფექტი აქვს. სექსი ეხმარება ადამიანებს, იყვნენ უფრო პროდუქტიულები სამსახურში.
კვლევაში 35 წლამდე 159 ადამიანი მონაწილეობდა, დაქორწინებულები და ისინი, ვისაც მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა პარტნიორთან.
ორი კვირის განმავლობაში 159-ვე გამოკითხული მეცნიერების მიერ დასმულ არცთუ მოკრძალებულ შეკითხვებს პასუხობდა. შეკითხვები ეხებოდა გამოკითხულთა სექსუალურ ცხოვრებას და მათ ყოველდღიურ წარმატებასა თუ წარუმატებლობას სამსახურში.
შედეგები საკმაოდ საინტერესოა:
აღმოჩნდა, რომ მათი პროდუქტიულობა, ვინც ღამის განმავლობაში პარტნიორთან სექსით არის დაკავებული (არა, არ ვგულისხმობთ მთელ ღამეს), სამსახურში მისვლამდე მნიშვნელოვნად უმჯობესდება. არა მხოლოდ საკუთარი კარიერით არის კმაყოფილი, არამედ ობიექტურად უკეთეს რეზულტატს აჩვენებს, ვიდრე ჩვეულებრივ.
ამიტომ, თუკი ხვალ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაქვთ, არ დაგავიწყდეთ, ამაღამ სექსით დაკავდეთ. ხოლო თუკი სექსით იმასთან დაკავდებით, ვისთანაც მოლაპარაკებები უნდა აწარმოოთ, ეს ხომ საერთოდ მშვენიერია!