ქონების შესასწავლად ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ნამდვილად ფარდული ნახეს. მაგრამ უფრო გულდასმით დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ იომანსმა თავისი სახლის ერთ-ერთი კედელი ფარდულივით გააფორმა. სინამდვილეში შენობაში ექვსი საძილე ოთახი, ტრენაჟორების დარბაზი, ბიბლიოთეკა და დისკოთეკა იყო.
სახლში მრავლად იყო ანტიკვარიატი, ზეთიანი საღებავით შესრულებული ნახატები და Rolex-ის საათი. ამას გარდა, მიაგნეს სათავსს, სადაც მარიხუანა მოჰყავდათ. მთლიანად ქონება 1,2 მილიონი გირვანქისა აღმოჩნდა, რომელიც კონფისკაციას დაექვემდებარა. თავად „ბანკროტი“ კი 6,5 წლით ციხეში მიაბრძანეს.