სახეზე შავი წერტილების წარმოქმნის უჩვეულო მიზეზები - იცოდით ამის შესახებ?

საკნატუნო ამბები

5 ივლისი 09:00, 2018 წელი

გახსოვდეთ - ჯერ მათი წარმოქმნის მიზეზები უნდა ვიცოდეთ და შემდეგ ვისწავლოთ მათთან ბრძოლის საშუალებები...

მაშ ასე, საიდან ჩნდება ეს შავი წერტილები სახეზე და როგორ ვებრძოლოთ მათ?


არ გყოფნით მცენარეული ზეთი



 


დიეტოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ადამიანები ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობას განიცდიან და ამ ნივთიერებით არის გაჯერებული მცენარეული ზეთი. ცხიმოვანი მჟავის ნაკლებობა იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების არასწორ მუშაობას და შედეგად, ჩნდება ფერიმჭამელები. ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია: ყოველ დილას, უზმოზე მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. სახის კანის სისუფთავისთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია - ცხიმოვანი მჟავების ბალანსი წესრიგდება და შავი წერტილები აღარასდროს გესტუმრებათ.


არ გყოფნით B ვიტამინი



 


B ვიტამინის ნაკლებობა ერთ-ერთი მიზეზია, რატომ მუშაობს ცხიმოვანი ჯირკვლები ძალიან აქტიურად და ავსებს ფორებს. ფერიმჭამელების მოშორებაში ჩვეულებრივი ლუდის საფუარი დაგეხმარებათ, რადგან ის გაჯერებულია B ვიტამინით. ჩაიტარეთ ერთი კურსი და შედეგს დაინახავთ.


სახის ზედმეტად აქტიური დაბანა



 



მართალია, სახე უნდა გავიწმინდოთ, თუ გვსურს, რომ ის ძალიან გლუვი იყოს. მაგრამ სახის ყოველი დაბანის დროს ჯაგრისით სარგებლობა საჭირო არ არის. თუკი სახის დასაბანი ქაფით და გელით დღეში რამდენჯერმე სარგებლობთ, გახსოვდეთ, რომ ამით კანის PH-ს არღვევთ. ფორები კიდევ უფრო გაივსება, ამიტომ სახე დაიბანეთ დღეში, მაქსიმუმ, ორჯერ და შეეცადეთ, სახის დაბანის დროს დასაბანი საშუალებებით ზედმეტად არ ისარგებლოთ. 


შემწვარ კერძებს დიდი რაოდენობით მიირთმევთ



შემწვარი კარტოფილი და ღორის მწვადი - ეს არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების, არამედ სახეზე შავი წერტილების წარმოქმნის მიზეზია. ქოლესტერინით დატვირთული ცხიმიანი საკვები ყველაზე ცუდად აისახება სახის კანზე. ასე რომ, შეეცადეთ, უფრო ჯანსაღად იკვებოთ.


 


 ორალური კონტრაცეპტივების მიღება ან შეცვლა



ალბათ, გსმენიათ, რომ ორალური კონტრაცეპტივების მიღება სახის კანზე დადებითად მოქმედებს - წესრიგდება ჰორმონალური ფონი და კანი სუფთავდება. თუმცა, ეს ყოველთვის არ მუშაობს: როდესაც კონტრაცეპტივის დალევას იწყებთ ან მის მიღებას წყვეტთ, ორგანიზმი სტრესში ვარდება, რამაც შესაძლოა, სახეზე ფერიმჭამელების წარმოქმნა გამოიწვიოს. 


არ გყოფნით უჯრედისი



 


სუფთა და ლამაზი კანის გარანტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მუშაობაა, რომელიც შეუძლებელია უჯრედისით გაჯერებული პროდუქტების გარეშე. ხილი და ბოსტნეული - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის და სახის კანისთვის აუცილებელია. კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების გამო სახეზე ჩნდება ფერიმჭამელები. ასე რომ, მიირთვით დიდი რაოდენობით სალათები.
 


 არ მიირთმევთ რძის ნაწარმს



გახსოვთ, ბოლოს როდის მიიღეთ ძილის წინ ჭიქა კეფირი? ტყუილად ამბობთ უარს ამ პროდუქტზე, რადგან სწორედ ის აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას. თუკი სასარგებლო ბაქტერიებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ეს აუცილებლად აისახება სახის კანზე. დიახ, დიახ, სახეზე შავი წერტილები გაგიმრავლდებათ.
 



სარგებლობთ პუდრით



 


ამბობენ, რომ ფხვიერი პუდრი ფორებს არ „ჭედავს“. უფრო სწორად, არ უნდა „გაჭედოს", მაგრამ, თუკი დღის განმავლობაში სახეზე პუდრს რამდენჯერმე ისვამთ და უკვე ცხიმიან კანზე, სიცხეში - სახის კანი აუცილებლად დაგიზიანდებათ. 


 


დაკავებული ხართ სპორტით და ოფლიანობთ




რა თქმა უნდა, სპორტი არ არის ფერიმჭამელების გაჩენის პირდაპირი მიზეზი, მაგრამ როდესაც სპორტდარბაზში ოფლიანობთ ან დარბიხართ, კანი ღიზიანდება და ფორებში საცობები ჩნდება. საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრა მარტივია: წაიკარით შუბლზე ბენდენა და ხშირად გაიწმინდეთ სახე სველი ხელსახოცით ან პირსახოცით.  


 ხშირად ეხებით სახეს




თუკი დღის მანძილზე სახეს ხელებით ხშირად ეხებით (მეტროშიც კი!) და კაფეში, მეგობართან ყავის დალევის დროს სახეზე ხელის გულებს ისვამთ, მაშინ რატომ გიკვირთ, რომ ფერიმჭამელები გაწუხებთ? ჩვენს ხელებზე უამრავი მიკრობი და ბაქტერია ცხოვრობს, რომლებიც მხოლოდ მოხარულები არიან თქვენს სახეზე არსებობით. გახსოვდეთ: იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ფერიმჭამელები, არასდროს შეეხოთ სახეს დაუბანელი ხელით.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?