სად გაქრა სექსი?

საკნატუნო ამბები

6 ივლისი 23:00, 2018 წელი

ამგვარი რამ ბევრ კაცს ემართება...

თუკი ქალი ხართ - შანსი ჯერ კიდევ გაქვთ, უფასოდ და თითქმის ნებისმიერთან დაკავდეთ სექსით, ვინც მოგეწონებათ. 
მართალია, თითქმის ყველა გოგო ამბობს: „მე ისეთი არ ვარ“ და ნებისმიერ მსურველს არ თანხმდება სექსზე, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში ინახავს თავს „განსაკუთრებული მამაკაცისთვის". 


ალბათ, არაერთი გოგო აღიარებს გულის სიღრმეში, რომ ღამე ვიღაცასთან გაატარა და სექსი იმის მტკიცების გარეშე, რომ ეს კაცი გიჟდება შენზე, აშკარად უსიამოვნოა.

„მიიღო რაც უნდოდა და აღარ დარეკავს“ - ამასთან შეგუება ქალებს უჭირთ და ისეთი შეხედულება აქვთ, თითქოს სექსი - ეს არის რეპუტაციის შელახვა, სირცხვილი და საზოგადოების უპატივცემულობა.


თუმცა, აქ უნდა გავითვალისწინოთ დრამატული სხვაობა ქართველ და ევროპელ გოგოებს შორის. საშუალოდ, ევროპელი ქალი პარტნიორია. მასთან სექსის დასამყარებლად კაცს არ სჭირდება რესტორნებში ფულის ხარჯვა. ის არც საჩუქრებს ელოდება. ის ეძებს მეგობრობას, სექსუალურ ურთიერთობას და არა მფარველს, რომელსაც შეგიძლია, ყოველთვის დაეყრდნო. ის არ ელოდება უსასრულო აღტაცებას, ყვავილებსა და კომპლიმენტებს დღეში 23-ჯერ. ამიტომ დასავლელი კაცების შეხედულებით, ქართველი ქალები ზედმეტად მომთხოვნები არიან.


ქართველი ქალები ეძებენ არა პარტნიორს, არამედ პარტიას და სასურველია, ეს პარტია მომგებიანი იყოს. სექსიც, რა თქმა უნდა, ვაჭრობის საგანი ხდება. მიიღებ, როდესაც შეგიყვარდება ან როდესაც დაანახვებ, რომ „ნამდვილი“ მამაკაცი ხარ და თავს ნამდვილ ინვესტორად წარმოაჩენ.


მართალია, არც ევროპელები არიან ძალიან სექსუალურები. დაკავებულები არიან კარიერით და ეს მათი მთავარი სიამოვნებაა, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო დროს კაცებთან მიმართებაშიც არცთუ ისე მარტივადაა საქმე.


კაცი რაღაცნაირად მოეშვა. ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს მათი უმეტესობა მხოლოდ ფეისბუკით ურთიერთობითა და საყვარელი პორნორესურსებით კმაყოფილდება, ხოლო ნამდვილი სექსი ცოცხალ გოგოსთან - ეს თითქმის მითია. ამგვარი რამ ბევრ კაცს ემართება, განსაკუთრებით, თუკი მისი ასაკი 40-ს გადასცდება.


გახშირდა შეგრძნება, რომ სექსი გაქრა, რომ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი იმიტაციაა. თითქოს საზოგადოება ასექსუალური გახდა. ინტერნეტი შესანიშნავია, არავინ დაობს, მაგრამ მან აშკარად ჩაანაცვლა სექსი. და ამას მედიაც უწყობს ხელს ისეთი პროდუქტების შექმნით, რომელიც სექსის მნიშვნელობას უგულებელყოფს.


და კიდევ - თითქოს ჰორმონების პრობლემაც დგას. მეცნიერები ამბობენ, რომ თანამედროვე კაცებში  მნიშვნელოვნად დავარდა ტესტოსტერონის დონე.


იქნებ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც სხვასთან სექსი არ შედის ჩვენს ინტერესებში? ან მართალს ამბობენ ფსიქიატრები, რომ ყოველი მეორე ადამიანი ამა თუ იმ ფორმის დეპრესიას განიცდის? და ამგვარი სასიცოცხლო სიამოვნება ყოველ მეორეს არაფერში სჭირდება?


მაგრამ გახსოვდეთ, სექსი მხიარულებაა. ადუნებს, ათავისუფლებს და წარმოუდგენელი პოზიტიური ენერგიით გვავსებს. ჰო, კიდევ, კარგი შთაბეჭდილებებით. იყოს თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ გიჟური ვნება, რომლის დახმარებითაც წამიერად ივიწყებ ყველას, ყველაფერს, ყველანაირ პრობლემას და უსიამოვნებას. დაფიქრდით, განა ეს სიამოვნება არ ღირს იმად, რომ ფუტლიარიდან (ფეისბუკიდან) გამოხვიდეთ?

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?