რომელი ნაოჭი რაზე მიგვანიშნებს და რა ზომები უნდა მივიღოთ?

საკნატუნო ამბები

22 ივნისი 09:00, 2018 წელი

იცოდით, რომ სახის ნაოჭები შინაგანი ორგანოების მუშაობის ინდიკატორად გამოდგება!

ღრმა ჰორიზონტალური ხაზები შუბლზე
ეს ადამიანები ხშირად ნერვიულობენ და სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათთვის აუცილებელია, ხშირად განიტვირთონ პრობლემებისგან და ნეგატიურზე არ ჩაიციკლონ.
ეს ზონა კუჭის მდგომარეობაზეც მიგვანიშნებს: არარაციონალური კვება, დიდი რაოდენობით ლიპიდებისა და რაფინირებული ნახშირწყლების მიღება, წყლის არასრული მოხმარება - აი, ძირითადი ნიშნები.



ნაოჭი მარჯვენა წარბთან



ამ ადგილას ვერტიკალური ნაოჭის არსებობა ღვიძლის პრობლემებზე მიგვითითებს. ეს ექიმთან გასაქცევი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის, თუმცა რაციონს კი უნდა გადავხედოთ: ნაკლები შემწვარი და შებოლილი, ცხარე და ცხიმიანი. უნდა გაზარდოთ ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა.


ნაოჭი მარცხენა წარბთან



აქ ელენთის ზონაა. ეს ორგანო იმუნიტეტზე მოქმედებს. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, ნივთიერებათა ცვლაში, ათავისუფლებს ორგანიზმს დამაზიანებელი ფაქტორებისგან. სპორტი და სუნთქვითი ვარჯიშები ელენთის მუშაობას აწესრიგებს. ტკბილეული შეცვალეთ ქიშმიშით, ჩირით, ფინიკით, ლეღვით.



ნაოჭი ცხვირის ფუძეზე



ამგვარი იშვიათი ნაოჭის მფლობელს დაბალი სექსუალური მოთხოვნილებები აქვს. ამ მდგომარეობის კორექციისთვის საჭიროა ზღვის პროდუქტების, ნიახურის, ავოკადოს მეტი მიღება. ამასთანავე, კარგი იქნება საკვების სანელებლებით გაჯერებაც.


 
ნაოჭები თვალის კუთხეებში



ამგვარი ნაოჭები სიცოცხლით სავსე ადამიანებს აქვთ. ისინი ბევრს იღიმიან და იცინიან. ასეთი ნაოჭების თავიდან ასაცილებლად მზის სათვალე უნდა იხმაროთ. ასევე, კარგი იქნება, თვალების ჯანმრთელობაზეც თუ ვიზრუნებთ. თვალების მოჭუტვა შესაძლოა, მხედველობის პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა, თირკმლების, კუჭისა და ღვიძლის მუშაობაში იყოს მცირედი ხარვეზები.


ნაოჭები პირის კუთხეებში



ამ ადგილებში ნაოჭები მსხვილი ნაწლავის პათოლოგიისა და ნერვული სისტემის დაავადებებისას ჩნდება. მენიუში უჯრედისის (ხილი, ბოსტნეული, ქატო) გაზრდა ამ პრობლემებს თავიდან აგვაშორებს. ვიტამინი D ამ ზონაში ღარების წარმოშობისგან დაგვიცავს. აუცილებელია წყლის სმა საკმარისი რაოდენობით (30 მილილიტრი წონის ყოველ კილოგრამზე).


სიცილის ნაოჭები



მსგავსი ნაოჭები მხიარულ ადამიანებს აქვთ. სწორედ ეს ნიშანი გამოარჩევთ ოპტიმისტებს. თუმცა ამ უბანზე ნაოჭების გაჩენას კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებიც იწვევს. მოცვის, ყურძნის, ალუბლის, ნივრისა და ისპანახის გამოყენება ვითარებას გააუმჯობესებს.


ნაოჭები ზედა ტუჩთან



ზედა ტუჩთან ნაოჭების გაჩენას თამბაქოს მოწევის მავნე ჩვევა იწვევს. ამ დროს ზედა ტუჩი მუდმივად დაძაბულია, სწორედ აქედან ჩნდება ნაოჭები. ელენთის პრობლემებიც ამ ზონაში იყრის თავს. რაციონში თალგამის, სტაფილოსა და ჭარხლის დამატება, ასევე, მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად კვება მდგომარეობას გააუმჯობესებს.


ნაოჭები ტუჩის ქვეშ



ამ ადგილას ნაოჭი მოღუშულ, ბრაზიან, ცხოვრებითა და სხვა ადამიანებით მუდმივად უკმაყოფილო პირებს უჩნდებათ. ასევე, ამგვარი ნაოჭი მუდმივად დაძაბულ ადამიანებსაც აქვთ: ამგვარ ნაოჭებს პირის წრიული კუნთების მუდმივი და ზედმეტი დაძაბვა წარმოშობს.


ნაოჭები ყელზე



ყელზე ნაოჭებს სიმსუქნე აჩენს. აქ მთავარი სწორი კვებაა, უნდა შეინარჩუნოთ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა (1:1:4). აქვე თავს გვახსენებს ნუშისებრი ჯირკვალიც. თუთიის შემცველი პრეპარატების გამოყენება და ცომეულ ნაწარმზე უარის თქმა ჯირკვალს ნორმაში მოიყვანს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?