წიგნები
აქ, რაღა თქმა უნდა, ალენ კარის ბესტსელერები ლიდერობს. გამოცდილი მწეველების თქმით, წიგნი წარუშლელ კვალს ტოვებს და სიგარეტზე თავის დანებებაში გეხმარებათ. მაგრამ კითხვა მაშინ უნდა დაიწყოთ, როცა ამ მავნე ჩვევას მართლაც გინდათ შეეშვათ. ზარმაცებისთვის წიგნის აუდიოვერსიაც გამოდგება.
თავდაჯერებულობა
ეს სწორედ ისაა, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. თუკი დარწმუნებული არ ხართ თქვენს გადაწყვეტილებაში, მაშინ არაფერი გამოგივათ. თქვენ დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება და დაიწყეთ მოწევა. იგივე უნდა გააკეთოთ, როცა მწეველთა სექტიდან გასვლას ისურვებთ.
ერთბაშად და სამუდამოდ
არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიც „უკანასკნელი სიგარეტია“. ყველაფერი ეს თავის გადაწყვეტილებაში ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ადამიანის მიზეზებია. ერთბაშად და სამუდამოდ - მხოლოდ ასე და არავითარი დღიური ულუფის შემცირება. ყოველი „ბოლო“ უკან კიდევ ერთს მოიდევნებს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.
აპლიკაციები
გამოიყენეთ ინოვაციები. სმარტფონში დააყენეთ აპლიკაცია, რომელიც სიგარეტზე უარის გამო თქვენს ფინანსურ მოგებას დაითვლის. აპლიკაცია, ასევე, შეგახსენებთ მოწევის მავნებლობას. ამგვარ საქმეში მოტივაცია და მხარდაჭერა ძალიან სასარგებლოა.
წერეთ
აიღეთ ქაღალდის ფურცელი და წერეთ, რატომ გსურთ სიგარეტისთვის თავის დანებება. შემდეგ დადეთ ეს ნაწერი გამოსაჩენ ადგილას, საფულეში ანდა ბლოკნოტში. ყოველ დროს, როცა უსიგარეტობა ძნელი ასატანი იქნება, ჩახედეთ თქვენს ნაწერს და გაიხსენეთ, რატომ გსურთ, ამ მავნე ჩვევას თავი დაანებოთ.
გააქრეთ მოგონებები
მოიშორეთ თავიდან ყველაფერი, რაც სიგარეტს გაგახსენებთ: სიგარეტის ყუთები, სანთებელები, საფერფლეები. შეამოწმეთ ყველა ჯიბე და ყველა ჩანთა, სადაც კი შეიძლება სიგარეტი შემორჩენილიყო. სთხოვეთ ნაცნობ-მეგობრებს, რომ მოწევა არ შეგახსენონ.
მოუყევით მეგობრებს
ახლობლებმა რომ მხარი დაგიჭირონ, ამისთვის მოუყევით სიგარეტთან თქვენი ბრძოლის შესახებ. თუკი გვერდით თანამოაზრე გეყოლებათ, მაშინ თავს მარტოსულად და გარიყულად არ იგრძნობთ.