როგორ გახდა უბრალო სოფლელი გოგონა პრეზიდენტი და რატომ უყვარს ის მილიონობით ადამიანს

საკნატუნო ამბები

25 ივლისი 19:00, 2018 წელი

ხორვატიის პრეზიდენტ კოლინდა გრაბარ-კატაროვიჩის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, როცა ის რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე, ხორვატიის ნაკრების მხარდასაჭერად ეკონომკლასის სამგზავრო რეისით ჩაფრინდა. მან მთელი ბავშვობა სოფლად გაატარა და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე არასდროს უფიქრია. მისი ოცნება სტიუარდესობა იყო.

კოლინდა ქალაქ რიეკაში დაიბადა, მაგრამ მთელი ბავშვობა იქვე მეზობლად სოფელში გაატარა, სადაც მის ოჯახს ფერმა და საყასბო ჰქონდა. მისი მშობლები გოგონას ოცნების წინააღმდეგნი არ იყვნენ, მაგრამ მანამდე სურდათ,  მას კარგი განათლება მიეღო. 17 წლის კოლინდას შანსი უჩნდება აშშ-ში სწავლის გაგრძელების, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ზაგრების უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე მან პარლამენტში იმუშავა, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ში ხორვატიის ელჩიც გახდა.

46 წლის კოლინდა არა მხოლოდ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ქალი, არამედ თანამედროვე ისტორიაში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მმართველიც გახდა.

„მე არავის მივცემ უფლებას, ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ხორვატია განვითარებული ქვეყანა გახდება“, - ამ ფრაზით დაიწყო გრაბარ-კიტაროვიჩმა ქვეყნის მმართველის როლში პირველი გამოსვლა.  

ის ბედნიერია ქორწინებაში და ორი შვილიც ჰყავს - უმცროსი ვაჟი ლუკა და ქალიშვილი კატარინა. კოლინდას 17 წლის ქალიშვილი ციგურებით ფიგურულ სრიალში იუნიორთა შორის ხორვატიის ჩემპიონია.

2015 წელს ქსელში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ქერა ქალის პიკანტური ფოტოები გავრცელდა. მასში ჟურნალისტებმა ხორვატიის პრეზიდენტი ამოიცნეს. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს ამერიკელი მსახიობი ნიკოლ ოსტინი იყო. ამ ისტორიას კოლინდას იმიჯი არანაირად არ გაუფუჭებია - პირიქით, მისი პოპულარობა გაზარდა.

ხორვატიის პრეზიდენტი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, ესპანურად და პორტუგალიურად. იცის ცოტა იტალიური, ფრანგული და გერმანული.

 2017 წელს ჟურნალმა Forbes-მა გრაბარ-კიტაროვიჩი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რიცხვში შეიყვანა.

ოფიციალურ შეხვედრებზე სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს კოლინდა ხშირად ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების სახელობით მაისურებს ჩუქნის.

ხორვატები თავიანთი ქვეყნის ხელმძღვანელს სახალხო პრეზიდენტს უწოდებენ.

ის სასადილოში ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ჩვეულებრივ საკვებს მიირთმევს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაბრძანდება. ბაზარშიც თავად არჩევს და ყიდულობს სურსათს.

2018 წლის ჩემპიონატზე ეკონომკლასით ჩაფრინდა და ხორვატიის ნაკრების მატჩებს ტრიბუნებიდან, რიგით მაყურებლებთან ერთად, ადევნებდა თვალყურს.

ფინალურ შეხვედრაზეც კი ვიპ-ზონაში თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურით იჯდა.

მიუხედავად ფინალურ შეხვედრაში მარცხისა, პრეზიდენტმა ყველა ფეხბურთელს ძალიან ამაღელვებლად გადაუხადა მადლობა.

პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ხალხზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ ოჯახზე, უდავოდ აღტაცების ღირსია. კოლინდა ყველაფერს ასწრებს - მოსიყვარულე დედაცაა, ქვეყნის მმართველიც და ფეხბურთის თავგადაკლული ფანიც.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?