I will always love you, Whitney - დღეს უიტნი ჰიუსტონი 55 წლის გახდებოდა

საკნატუნო ამბები

9 აგვისტო 19:00, 2018 წელი

„მე ყოველთვის მადლობელი დავრჩები უიტნი ჰიუსტონის, რომ ჩემი სიმღერა ასე დიდებულად შეასრულა და მე გულის სიღრმიდან ვეუბნები მას: I will always love you, Whitney!“ - ამ სიტყვებით გააცილა ლეგენდა უკანასკნელ გზაზე მომღერალმა დოლი პარტონმა, I will always love you-ს ავტორმა... 


უიტნი 1963 წელს, 9 აგვისტოს, ნიუ-ჯერსიში დაიბადა. პირველი წინადადება გრამფირფიტების ჩაწერასთან დაკავშირებით უიტნიმ ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მიიღო, მაგრამ დედამ გადაწყვიტა, რომ მის ქალიშვილს ჯერ საშუალო განათლება უნდა დაესრულებინა. ამიტომაც უიტნი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბარის ესტრადაზე პირველად მხოლოდ 15 წლის ასაკში გამოვიდა, თანაც დედასთან ერთად, როგორც ბექ-ვოკალის შემსრულებელი. სწორედ აქ შეამჩნია ის ამერიკის ერთ-ერთი ხმის ჩამწერი კომპანიის წარმომადგენელმა და დაიწყო მისი სერიოზული აღმასვლა აშშ-ის ჰიტ-პარადების ოლიმპზე.


უიტნიმ 1980-იან წლებში სამოდელო ბიზნესშიც ნამდვილი ფურორი მოახდინა. ის გახდა პირველი აფროამერიკელი მოდელი, რომლის ფოტოებიც Glamour-ისა და Cosmopolitan-ის გარეკანზე დაიბეჭდა. მოდელად მუშაობის პერიოდში უიტნი უარს ამბობდა იმ ფირმებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც კავშირი ჰქონდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, სადაც იმ დროს აპარტეიდის რეჟიმი არსებობდა.


უიტნი ჰიუსტონის სადებიუტო ალბომი, რომელიც პროდიუსერების - მაიკლ მესერის, კაშიფის, ჯერმეინ ჯექსონის და ნარადა მაიკლ უოლდენის თანამშრომლობით ჩაიწერა, 1985 წლის თებერვალში გამოვიდა. ამ ალბომით უიტნის „წლის აღმოჩენა“ უწოდეს.



უკვე 1987-1988 წლებში ჰიუსტონის ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში, გაიყიდა 20 მილიონი ეგზემპლარი (შავ ბაზარზე არაოფიციალური ჩანაწერების ჩათვლით) და 1988 წელს, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ჰიუსტონი ყველაზე ძვირად ღირებულ მომღერალთა ტოპ-ოცეულში შევიდა.


ჰიუსტონმა შექმნა ბავშვთა დახმარების ფონდი, რომელიც ეხმარება უსახლკარო და შიდსით დაავადებულ ბავშვებს. ყოველი კონცერტის შემდეგ მომღერალი თავის ფონდში სოლიდურ თანხებს რიცხავდა. ქველმოქმედება უიტნის ცხოვრების ნაწილი იყო.



1989 წელს, Soul Train-ის დაჯილდოებაზე, უიტნიმ რიტმ-ენდ-ბლუზური მომღერალი ბობი ბრაუნი გაიცნო. სამწლიანი ურთიერთობა 1992 წლის 18 ივლისს ქორწინებით დასრულდა. წყვილს ერთადერთი შვილი ეყოლა - ბობი კრისტინ ბრაუნი. უიტნიმ ქმართან საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა. ამბობენ, რომ სწორედ მან შეაჩვია ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, რის გამოც წლების შემდეგ მძიმედ დაავადდა.



1991 წელს ჟურნალმა People-მა უიტნი ჰიუსტონი პლანეტის 50 ყველაზე ლამაზი ადამიანის (ქალებიც შედიან და მამაკაცებიც) სიაში შეიყვანა.



1992 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „პირადი მცველი“, სადაც ჰიუსტონს პარტნიორობა გაუწია კევინ კოსტნერმა. როგორც ამბობენ, რეიჩელის როლის შესრულების სურვილი უამრავმა ცნობილმა მომღერალმა გამოთქვა, მათ შორის, მადონამ და ჯანეტ ჯექსონმაც. როლი კი უიტნის ერგო, რომლისთვისაც ეს კინოში დებიუტი იყო.



1994 წელს ჰიუსტონმა მიიღო სამი „გრემი“, მათ შორის - წლის ალბომისთვის და წლის ჩანაწერისთვის.
Forbes-ის თანახმად, კონცერტების, ფილმისა და ჩანაწერების შემოსავალმა მას  მესამე ადგილი მოუპოვა გასართობი ინდუსტრიის 1993-94 წლების ყველაზე შემოსავლიანი ქალების სიაში (ოპრა უინფრისა და ბარბრა სტრეიზანდის შემდეგ).


2009 წლისთვის, გინესის რეკორდების მიხედვით, ჰიუსტონი მიიჩნეოდა ყველა დროის მომღერალ ქალებს შორის ყველაზე ტიტულოვან მომღერლად, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობის ჯილდო ჰქონდა მიღებული (The Most Awarded Female Artist of All Time).



უიტნიმ 2009 წლის აგვისტოში ახალი ალბომი გამოუშვა. პირველივე კვირას ალბომის 305 000 ასლი გაყიდა. 

2012 წლის 11 თებერვალს, ჰიუსტონი გარდაცვლილი იპოვეს ბევერლი-ჰილტონის ნომერში. ოფიციალური ვერსიით, ის აბაზანაში დაიხრჩო, ხოლო ხელშემწყობ მიზეზებად გულის შეტევა და კოკაინის გამოყენება დასახელდა.



თავდაჯერებული, გაწონასწორებული, ინტელექტუალური, გულწრფელი, კეთილი. ის დედოფალია, - დღემდე ასე აფასებენ დიდი მომღერლები ამ განუმეორებელ ტალანტს, რომლის სახელია უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონი! 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?