რა თანხად არის შეფასებული ცნობილების სხეულები?

საკნატუნო ამბები

12 აგვისტო 16:00, 2018 წელი

საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილის დაზღვევა ერთგვარ ტრენდად იქცა ვარსკვლავებისთვის. მოდი, ერთად ვნახოთ, რისი დაკარგვის ეშინიათ ყველაზე მეტად ცნობილ ქალბატონებს!

მაილი საირუსი - დაზღვეული აქვს ენა 1 000 000 დოლარად! მომღერალსა და მსახიობს უზომოდ უყვარს თავისი ენა (ეტყობა, ამიტომაც გვაჩვენებს ასე ხშირად).


 


რიანა - დაზღვეული აქვს ფეხები 500 000 დოლარად. მხურვალე ლამაზმანმა ტინა ტერნერს მიჰბაძა და საკუთარი ფეხები კოლოსალურ თანხად დააზღვია!



ჰაიდი კლუმი - დაზღვეული აქვს ფეხები 2 000 000 დოლარად. ერთი უბედური შემთხვევის შემდეგ მოდელს ფეხზე შრამი დარჩა, ამიტომაც მან გადაწყვიტა, ჯიბეზე ხელი გაეკრა და ქვედა კიდურები სოლიდურ თანხად დაეზღვია - რა იცი, კიდევ რა შეიძლება მოხდეს!



ჯენიფერ ლოპესი - დაზღვეული აქვს საჯდომი 300 000 000 დოლარად. აქ რა უნდა თქვა - უყვარს გოგოს თავისი ტაკო, ძალიან უყვარს!



კიმ კარდაშიანი - დაზღვეული აქვს საჯდომი 21 000 000 დოლარად. მართალია, თანხა ჯენიფერ ლოპესისაზე ნაკლებია, მაგრამ, სამაგიეროდ, საჯდომია უფრო დიდი.



მადონა - დაზღვეული აქვს მკერდი 2 000 000 დოლარად. პოპ-დივა პენსიაზე გასვლას არ აპირებს, ამიტომაც სკრუპულოზურად ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე.



ტეილორ სვიფტი - დაზღვეული აქვს ფეხები 40 000 000 დოლარად. გოგონა ახალგაზრდობითა და ჯანმრთელობით ბრწყინავს, მაგრამ დაზღვევა მაინც არ იქნება ზედმეტი.



მერაია ქერი - დაზღვეული აქვს ფეხები მილიარდ დოლარად(!). როგორც ჩანს, მომღერალი თავის მთავარ ღირსებად არა ხმას, არამედ ფეხებს მიიჩნევს...



კაილი მინოუგი - დაზღვეული აქვს საჯდომი 5 000 000 დოლარად. საკმაოდ მოკრძალებული მომღერალია, თუ მის კოლეგებს შევადარებთ.



ჯულია რობერტსი - დაზღვეული აქვს ღიმილი 30 000 000 დოლარად. ყველაზე ბრძენი ქალბატონი ამ ათეულიდან. მას იმის კი არ ეშინია, რომ მისი მკერდი ან საჯდომი „გაცვდება“, არამედ იმის, რომ შესაძლოა, მისი უმშვენიერესი ღიმილი ძველებურად მომნუსხველი აღარ იყოს.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?