უწინდელი თეორია კაცების „სასიყვარულო მართლწერის" შესახებ, დღეს აღარ მოქმედებს. ძლიერი სქესი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ქალის სექსუალურობას და ემანსიპაციას, რაც, სამწუხაროდ, ყველა ქალს არ აქვს გაცნობიერებული.
წარმოგიდგენთ ათ მტკიცე არგუმენტს მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ინტიმური საკითხების მნიშვნელობაში და სამზარეულოში სიმარჯვით ცდილობს კაცის გულის მოგებას.
დარწმუნდებით, რომ სექსმა ხინკალი უპირობოდ დაამარცხა!
ყველა ჩვენგანს აქვს საკუთარი გემოს უპირატესობები - ზოგი კერძს სანალებლებს არ ამატებს, ზოგი კი ცდილობს, ოქროს შუალედი დაიჭიროს, ხოლო არიან ისეთებიც, რომელთაც ძალიან ცხელი საჭმელი უყვართ.
სექსში ყველაფერი გაცილებით მარტივია. შესთავაზე საყვარელ ადამიანს ურთიერთობაში „პილპილის" დამატება - უარს ნამდვილად არ გეტყვით.
ცოტაოდენი ძალისხმევის გამოჩენისა და მონდომების შემთხვევაში, ნებისმიერი კაცი შეძლებს დამოუკიდებლად სადილის მომზადებას. აი, ასევე დამოუკიდებლად სექსით დაკავება ყველა კაცს ნამდვილად არ დააინტერესებს.
საჭმლისგან განსხვავებით, რომელიც რამდენიმე ზედმეტი კილოგრამით „გვემუქრება", სექსი გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, აძლიერებს იმუნიტეტს და წვავს კალორიებს.
როგორც წესი, კარგ დიასახლისს, ხინკალი ყოველთვის ერთნაირად გემრიელი გამოსდის - ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დროთა განმავლობაში ძალიან გემრიელი კერძიც კი მოსაწყენი ხდება. სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს მრავალფეროვანი ცხოვრება. ამისათვის სექსი უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიდრე კულინარია.
სექსი პარტნიორებს ათავისუფლებს კომპლექსებისგან, აახლოვებს. ხინკალს კი ეს არ შეუძლია.
შეგიძლიათ, სადილად რესტორანს ეწვიოთ, შეუკვეთოთ უცხო კერძი, რომელიც თქვენზე წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას დატოვებს, მაგრამ გახდება კი ამ რესტორნის მზარეული თქვენთვის ახლობელი? მეეჭვება!
აბა, რას იტყვით - ხინკალი თუ სექსი?