რატომ გვცვივა თმა და როგორ დავუბრუნოთ მას მოცულობა?

საკნატუნო ამბები

4 სექტემბერი 09:00, 2018 წელი

საშუალოდ, ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით, 80 ღერ თმას კარგავს და თან შეუმჩნევლად. მაგრამ თუკი ამჩნევთ, რომ თმა ძალიან გცვივათ, მაშინ მიზეზი უნდა მოძებნოთ...

 

თმის ცვენის პრობლემა ქალებში საკმაოდ ხშირია: დაახლოებით, ყოველი მესამე ქალი მსგავსი პრობლემის წინაშე დგას ან თმის მოცულობის შემცირებას ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე მაინც ამჩნევს. არ ღირს ნერვიულობა, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თმა კვლავ ამოდის. აი, რა უნდა იცოდით თმის ცვენის მიზეზებსა და მათი ნორმალური მოცულობის შესახებ. 


1. გენეტიკური ფაქტორი


თუკი თმის ცვენისკენ გენეტიკური მიდრეკილება გაქვთ, მაშინ შენიშნავთ, რომ თქვენი თმის მოცულობა წლებთან ერთად მცირდება. ზოგიერთი თმის ფოლიკულა მეტად მგრძნობიარეა კაცის ჰორმონების მიმართ, სწორედ ამიტომ ხდება თმა უფრო თხელი და მტვრევადი. 


2. რეაქტიული მიზეზები

თმის ცვენა შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით იყოს გამოწვეული: ჰორმონალური დისბალანსი, ავიტამინოზი, ძლიერი სტრესი ან მკაცრი დიეტა.


ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ზრდის პროცესში. ესტროგენები (ქალის ჰორმონი) ეხმარება თმას უკეთ ზრდაში, ანდროგენები (კაცის ჰორმონი) კი თმის ზრდის პროცესს აფერხებს. ანდროგენების მოჭარბებული დონე, შესაძლოა, გამოიწვიოს ორგანიზმში გარკვეული სახის დარღვევებმა. მაგალითად, საკვერცხეების პოლიკისტოზმა. კაცის ჰორმონის მომატებას სტრესიც იწვევს. ჭარბი ანდროგენები, ასევე, უარყოფითად აისახება კვებასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.


ანემია (რკინის უკმარისობა) ნეგატიურად აისახება თმის ზრდაზე, რადგან რკინა აუცილებელია თმის ზრდისთვის. ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს მეტაბოლიზმის დარღვევას და ჰორმონალურ აშლილობას, რაც უარყოფითად აისახება თმის ფოლიკულებზე.


B12 ვიტამინის ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ერითროციტებს, რომელთა დახმარებით ორგანიზმი იღებს ჟანგბადს. ბევრი აუცილებელი ელემენტის უკმარისობა, პირველ რიგში, თმაზე აისახება. 




როგორ შეგიძლიათ ცვენის პროცესის შეჩერება და თმის აღდგენა?


1. გაარკვიეთ პრობლემა
თმის ზრდის ციკლი, დაახლოებით, სამი თვეა, ამიტომ, თუკი შენიშნავთ, რომ თმა გცვივათ, ნუ დაიწყებთ დაუყოვნებლივ ნერვიულობას. თუკი სამი თვის შემდეგ სიტუაცია არ გამოსწორდება, პანიკის გარეშე მიმართეთ ტრაქიოლოგს. 


2. შეცვალეთ კვების რეჟიმი
დაამატეთ რაციონში მეტი ცილა, რადგან ეს ძირითადი ელემენტია თმის ზრდისთვის. მიირთვით რთული ნახშირწყლებით გამდიდრებული პროდუქტები, რომლებიც თმას ენერგიას აძლევს. არ დაგავიწყდეთ ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია თმის გასამაგრებლად: რკინა, B12, C ვიტამინი, D3 ვიტამინი, თუთია, სელენი, სასარგებლო ამინომჟავები L-ლიზინი და L-მეტიონინი. 


3. სწორად მოუარეთ თმას
ამ პერიოდში არ ღირს თმის საშრობით ან უთოთი სარგებლობა. თმა ცვენის პროცესში ისედაც დაზიანებულია. ამიტომ ნუ გაამწვავებთ პრობლემას.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?