კოფეინის გვერდითი ეფექტები
კოფეინის გადაჭარბებული დოზა ძალიან მგრძნობიარეს ხდის ადამიანს, ზრდის შფოთვისა და შიშის შეგრძნებებს, იწვევს თავის ტკივილს...
და თუკი ყავის გადაჭარბებული დოზა მიიღეთ, როგორ უნდა მოიქცეთ?
ცუდი ინფორმაცია: საჭიროა, დაახლოებით, 9,5 საათი იმისთვის, რომ კოფეინის დონე სისხლში ნახევრამდე მაინც შემცირდეს.
კარგი ინფორმაცია: ეს არ ნიშნავს, რომ საქმე ცუდადაა და ვერაფერს უშველით.
პირველ რიგში: დაიწყეთ წყლის დალევა. ეს შეამსუბუქებს ყავის გადაჭარბებულ დოზას და დაეხმარება ორგანიზმს მასთან გამკლავებაში.
მეორე: დაკავდით სპორტით. ვარჯიშები კოფეინს უფრო სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან.
მესამე: მიირთვით კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები. მაგალითად, ბანანი. კოფეინი ამ ელემენტებს ორგანიზმიდან გამოდევნის, რაც იწვევს ხელების კანკალს და მსგავს უსიამოვნებებს.
როგორ მივხვდეთ, რომ ყავის გადაჭარბებული დოზა მივიღეთ?
ყავის გადაჭარბებული დოზით მიღება საკმაოდ იშვიათობაა, თუმცა, თუკი მაინც მოხდა ეს, საკუთარ თავს შემდეგ სიმპტომებს შენიშნავთ:
სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები
კრუნჩხვები
ტკივილი მკერდის არეში
გულის რევის შეგრძნება
ძალიან აჩქარებული გულისცემა.
გირჩევთ, მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.