თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი და მისი სამკურნალო ინგრედიენტები
აბუსალათინის ზეთი.
1. მის შემადგენლობაში შედის ამინომჟავა, რომელიც აღადგენს თმის ფოლიკულებს, აძლიერებს თმის ღერს და შესანიშნავი საშუალებაა ქერტლის საწინააღმდეგოდ. აბუსალათინის ზეთი, ასევე, იდეალურია თმის საფარის აღსადგენად.
2. თაფლისა და კვერცხის გულის სასარგებლო თვისებები
თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს. აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობს თმის ზრდას და კვებავს თავის კანს. კვერცხის გულში შემავალი ვიტამინები, ცილა და ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის E ვიტამინი, ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას. გარდა ამისა, კვერცხის გული შეიცავს ლეციტინს, რომელიც აფერხებს თმის მტვრევადობას და ხელს უწყობს თმის სირბილეს.
თმის ნიღბის მომზადების წესი:
2 ს/კ აბუსალათინის ზეთს დაამატეთ ერთი კვერცხის გული და 1 ს/კ თაფლი. საგულდაგულოდ გადაურიეთ და შეიზილეთ როგორც თმის ძირებში, ისე მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ ნიღაბი 2-4 საათით. შემდეგ კი თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.
სასურველია, პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეოროთ. შედეგი კი ძალიან მალე გაგაოცებთ.