რომელ თვეშიც არის ქალი დაბადებული, ისეთივე ცხოვრება გექნებათ მასთან

საკნატუნო ამბები

29 სექტემბერი 09:00, 2018 წელი

ეს არ არის ჰოროსკოპი, ეს უკეთესია!

ზოდიაქოს ნიშნების ბევრს სჯერა, მაგრამ ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ადამიანის ხასიათის შესახებ (განსაკუთრებით, ქალების!) მისი დაბადების თვის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.


აი, ქალის რომელ თვისებებზე შეგიძლიათ, იმსჯელოთ მათი დაბადების თვიდან გამომდინარე.


იანვარში დაბადებული ქალები


ამ თვეში დაბადებული ქალბატონები წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობით, ამბიციურობითა და მოწესრიგებულობით გამოირჩევიან. სერიოზულად ფიქრობენ ცხოვრებაზე და საკმაოდ კონსერვატიულები არიან საკუთარ შეხედულებებში. 

კრიტიკულობითაც გამოირჩევიან, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად თქვენთვის საუკეთესო სურთ. ამასთანავე, უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი არ უყვართ. 


ამ თვეში დაბადებული ქალები მხოლოდ იმ ადამიანებს უახლოვდებიან, რომლებიც უყვართ და რომლებიც მათთან ერთნაირ ინტელექტუალურ დონეზე იმყოფებიან. ამას დამატებული, თუკი გსურთ იანვარში დაბადებულ ქალს დაუახლოვდეთ, გირჩევთ, ზუსტად ისეთივე შეხედულება გქონდეთ ცხოვრებაზე, როგორიც მათ აქვთ.


თებერვალში დაბადებული ქალები



ამ თვეში დაბადებული ქალები ძალიან რომანტიკულები არიან. მთავარია - მათ მოთმინებით მოეკიდოთ. ყველა კაცს არ შეუძლია, გაიგოს მათი ამოუცნობი სულიერი მდგომარეობა. ყველას არ ესმის, რა არის მათი მუდმივად ცვალებადი ხასიათის მიზეზი. მაგრამ ამგვარ ქალებს ზუსტადაც რომ არ სჭირდებათ „ყველა". მათ სჭირდებათ ზუსტად მათნაირი, განსაკუთრებული. თებერვალში დაბადებული ქალი სხვებისგან გასაოცარი წარმოსახვის უნარითა და აბსტრაქტული აზროვნებით გამოირჩევა. და კიდევ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. თუკი თუნდაც ერთხელ, თუნდაც ოდნავ მოატყუებთ თებერვალში დაბადებულ ქალს, მას ვეღარასდროს ნახავთ. 


 


მარტში დაბადებული ქალი


ამ თვეში დაბადებულ ქალებს ძლიერი ქარიზმა და შარმი ახასიათებთ. ძალიან ერთგულები არიან, სწორედ ამიტომ ანდობენ მათ ყველაზე დიდ საიდუმლოებებს. ამ სანდო და უღალატო ქალებს ძალიან რთულად უყვარდებათ. მათი განაწყენება ერთი მარტივი სიტყვით ან ოდნავ მცდარი საქციელით შეიძლება. სხვა მხრივ, კაცს ერთხელ და სამუდამოდ ირჩევენ. სხვათა შორის, მათთვის საუკეთესო რჩევაა - აირჩიონ მეგზურად მარტში დაბადებული კაცი. შესანიშნავად გაუგებენ ერთმანეთს!


აპრილში დაბადებული ქალი


აპრილში დაბადებული ქალი ბუნებით დიპლომატია. არის კომუნიკაბელური და მარტივად პოულობს ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენას. მისი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ პერიოდულად სინანულის გრძნობა ახსენებს თავს. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ აპრილში დაბადებული ქალი ძალიან ეჭვიანია და ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი ნებისმიერი კამათი - ემოციების ნამდვილი აფეთქებაა. ასე რომ, სჯობს საეჭვიანო მიზეზი არ მისცეთ, მაგრამ, თუკი შემთხვევით სკანდალი მაინც დაიწყო, შეეცადეთ, ცეცხლი კი არ გააღვივოთ, არამედ, პირიქით, ჩააქროთ. ან უბრალოდ ოთახიდან გახვიდეთ. სხვა მხრივ, აპრილში დაბადებულმა ქალმა ყველაზე უკეთ იცის, რა არის სიამოვნება. ის ნამდვილად გაქცევთ სამყაროში ყველაზე ბედნიერ მამაკაცად. თუმცა, საკუთარ გრძნობებსა და ფიქრებს მხოლოდ იმ ადამიანებს უზიარებს, ვინც ამას იმსახურებს.


მაისში დაბადებული ქალი


მაისი - ეს არის თვე, რომელშიც ერთგული და მიზანდასახული ქალები იბადებიან. მათ აქვთ ყველაზე ძლიერი შინაგანი მორალური კომპასი და არასდროს არღვევენ ამ კომპასზე აღნიშნულ მითითებებს. გარეგნულად საკმაოდ მიმზიდველები არიან, რაც მათ რთულ ხასიათს საკმაოდ კარგად ნიღბავს. მაისში დაბადებული ქალის შეყვარება საშიშია, რადგან, თუკი მას თავდავიწყებით არ შეიყვარებთ, ეს იქნება ტრაგიკული სიყვარული. დაბოლოს, თუკი მაისში დაბადებულ ქალთან ოდესმე რომანი გექნებათ, დარწმუნებული იყავით, რომ ის მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.


ივნისში დაბადებული ქალი


საკმაოდ ცნობისმოყვარეა და მისი ხასიათის მთავარი შტრიხია კომუნიკაბელურობა და შემოქმედებისკენ მიდრეკილება. ხოლო ნაკლი - ის, რომ პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ზოგჯერ ისე, რომ სიტყვებსაც არ არჩევს. ივნისში დაბადებულ ქალს რატომღაც ჰგონია, რომ ყოველთვის სჯობს, სიმართლე თქვას, ვიდრე ზურგს უკან ისაუბროს. არასდროს ფიქრობს, რომ მისი ამ საქციელით სხვა ადამიანს ძალიან ატკენს გულს. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი ქალი სიყვარულში - საკმაოდ საშიში მოთამაშეა. კაცი მის ხელში ხშირად აღმოჩნდება სათამაშო. ეს აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, როგორც კი ივნისში დაბადებულ ქალს გაიცნობთ, რადგან თვალის დახამხამებაში აღმოჩნდებით თავდაუზოგავი სიყვარულის ხაფანგში.


ივლისში დაბადებული ქალი


ივლისში დაბადებული ქალბატონი, სხვა ქალებისგან მაქსიმალური პატიოსნებითა და სიმართლისმოყვარეობით გამოირჩევა. ახლობელ ადამიანებთან საკმაოდ გულწრფელია. სხვა დადებითი თვისებებიც აქვს: ამოუცნობი, ლამაზი და ძალიან ჭკვიანია. ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია კონფლიქტები აიცილოს თავიდან და ბოლო მომენტამდე ცდილობს, თავაზიანი იყოს. საბოლოოდ, ივლისში დაბადებული ქალი შესანიშნავია, მაგრამ გახსოვდეთ: თუკი თუნდაც ერთხელ მოატყუებთ მას, სამუდამოდ დაკარგავთ. ამგვარი პრინცესები არასდროს პატიობენ ტყუილს.


აგვისტოში დაბადებული ქალი


ამ თვეში დაბადებული ქალი ეგოცენტრიზმისა და უზარმაზარი გულის უნიკალური შერწყმაა. კაცებს, სინამდვილეში, ურჩევნიათ თავი შეიკავონ აგვისტოში დაბადებულ ქალთან ურთიერთობისგან, რადგან ცხოვრებაში ის ყოველთვის იმარჯვებს. მამრობითი სქესის იშვიათი ბრილიანტი თუ შეძლებს მთელი ცხოვრება მის გვერდით გაატაროს, თანაც იმ ფაქტის შეუმჩნევლად, რომ მან მთელი ცხოვრება ქუსლის ქვეშ გაატარა. აგვისტოში დაბადებულ ქალებს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა აქვთ და არ უყვართ, როდესაც მასზე „ღადაობენ“. თუკი ეს თქვენი მიზეზით მოხდება, დარწმუნებული იყავით, რომ მის ხელში ხართ და სამაგიეროს ძალიან ცუდად გადაგიხდით. ყოველთვის სურთ, ყურადღების ცენტრში ყოფნა და არასდროს აწუხებთ, თუკი კაცის მხრიდან პატივისცემას არ გრძნობენ, რადგან მათ გვერდით კაცი ყოველთვის კარგავს თავს.


სექტემბერში დაბადებული ქალი


თუკი ქალი ხართ და თან სექტემბერში დაბადებული, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მთავარი თვისებაა სიკეთე, დისციპლინა და შინაგანი ბუნებრივი სილამაზე. რაც შეეხება კაცებთან ურთიერთობას - თქვენთვის მთავარია ერთგულება. ღალატს არასდროს არავის აპატიებთ. ასე რომ, ჩვეულებრივ, ცხოვრებაში საკმაოდ ფრთხილი, ჩაკეტილი და, სამწუხაროდ, ცოტა შურისმაძიებელიც ხართ. ძალიან გსურთ, საყვარელ ადამიანთან გქონდეთ ხანგრძლივი და ჯადოსნური ურთიერთობა. კაცი, რომელიც ქალს გასართობად, ერთი ღამისთვის ეძებს, შეუძლია, სექტემბერში დაბადებულ ქალს გვერდით ჩაუაროს. სექტემბერში დაბადებული ქალი საკმაოდ კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ, სწორედ ამიტომ აქვს პარტნიორებისგან ძალიან დიდი მოლოდინები. გაიმარჯვებს ის, ვინც საკუთარ განსაკუთრებულობას დაამტკიცებს.


ოქტომბერში დაბადებული ქალი


ამ თვეში დაბადებული ქალი ძლიერი და უკომპრომისო ხასიათით გამოირჩევა. ძალიან ემოციურია, მაგრამ არასდროს ტირის სხვების დასანახად. ასევე, არის ძალიან ჭკვიანი. საკმაოდ ჭკვიანი იმისთვის, რომ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა ყველას არ გადაუშალოს, რადგან იცის, რომ ადამიანები ხშირად ბოროტად იყენებენ ძალას, რომელსაც სხვებისგან იღებენ. სხვა თვეში დაბადებულ ქალებს ოქტომბერში დაბადებული ქალები დიდად არ უყვართ, რადგან მათი შურთ. ამ თვეში დაბადებულები მუდმივად იღებენ კომპლიმენტებს საუკეთესო კაცებისგან და საკმაოდ ღირსეული ცხოვრება აქვთ. ვერაფერს შეცვლით, ასეთია მათი ბუნება.


ნოემბერში დაბადებული ქალი


ამ თვეში დაბადებული ქალი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის სხვებზე. არის აქტიური, თანმიმდევრული და მარტივად ხვდება ტყუილს. ამიტომ, მის გრძნობებზე თამაში კატეგორიულად იკრძალება! ამგვარი ბინძური თამაშების ბოლო ყოველთვის ყველაზე ცუდია. სხვა მხრივ, ის ნამდვილი ცეცხლია. მასთან არასდროს მოიწყენთ. ვერასდროს დაადანაშაულებთ მას ამბიციების დეფიციტში. მთავარია, გახსოვდეთ: არასდროს ჰკითხოთ აზრი ნებისმიერ თემაზე, თუკი სიმართლის მოსასმენად მზად არ ხართ.


დეკემბერში დაბადებული ქალი


ამ თვეში დაბადებული ქალი მოუთმენელი ხასიათით და წარმოუდგენელი გამომგონებლური ნიჭით გამოირჩევა. საბედნიეროდ, მას ეს ნიჭი ბუნებრივად აქვს. ამას დამატებული, საკმაოდ იღბლიანია. ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია გამარჯვებული გამოვიდეს. კიდევ, ამ თვეში დაბადებულმა ქალმა ყველაზე უკეთ იცის, როგორ აუმაღლოს განწყობა კაცს. მისი საიდუმლო გახსნილი გულია. ცხოვრება მას არ აშინებს და ძალიან იშვიათად ზარალდება. ადრე თუ გვიან, ყოველთვის აღწევს იმას, რაც სურს.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?