1. გარეცხეთ სარეცხი მანქანა
სარეცხი მანქანის გარეცხვა საჭიროა არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. ამასთანავე, მანქანა რომ დიდხანს გვემსახუროს, წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია მისი ჩართვა ცარიელ მდგომარეობაში მაქსიმალურ ტემპერატურაზე, 500 გრამი ძმრის დამატებით.
2. არ გარეცხოთ ერთდროულად ბევრი სარეცხი
არ გაავსოთ მანქანის დოლურა მთლიანად.
3. პირსახოცები გარეცხეთ კონდიციონერის გარეშე
კონდიციონერის გამოყენება ამცირებს სინესტის შეწოვის უნარს, პირსახოცს კი ეს არ სჭირდება.
4. წინდები გარეცხეთ ცალ-ცალკე
5. გარეცხეთ ლოგინის თეთრეული 2-ჯერ
ლოგინის თეთრეული მეორედაც უნდა დაატრიალოთ, ოღონდ ფხვნილის გარეშე, რათა კარგად გაევლოს.
6. საცურაო კოსტიუმები მანქანაში ფორმას კარგავს
საცურაო კოსტიუმი უმჯობესია, ხელით გარეცხოთ, ცივ წყალში.
7. არ დაამატოთ ქლორი
უმჯობესია, ქლორი თანამედროვე საშუალებით ჩაანაცვლოთ.
8. ღილები და „კნოპკები“ არ უნდა შეკრათ
რეცხვის დროს შეკრული ღილები და „კნოპკები“ შეიძლება აწყდეს.
9. ელვა შესაკრავი შეკრული უნდა იყოს
გახსნილი ელვა შესაკრავის კბილანები შეიძლება ტანსაცმელს გამოედოს.
10. არ ჩაყაროთ ბევრი სარეცხი ფხვნილი
ტანსაცმელი შეიძლება სწორედ ფხვნილით დაისვაროს.
11. თუ გინდათ, რომ ლაქა ხელით მოაშოროთ, მაშინ ეს ძალიან აკურატულად უნდა გააკეთოთ
ძალიან ფრთხილად ამორეცხეთ ლაქა, თორემ შეიძლება ქსოვილი გახიოთ.
12. არ დაგავიწყდეთ ტანსაცმლის სორტირება
ისინი უნდა დაახარისხოთ ქსოვილის ფერისა და სახეობის მიხედვით.