მოდური პალტოები - 2018-19 წლების სეზონი

საკნატუნო ამბები

4 ოქტომბერი 16:00, 2018 წელი

შეარჩიეთ ისეთი პალტო, რომელიც არა მარტო გაგათბობთ, არამედ ნამდვილ ქალბატონადაც გაგრძნობინებთ თავს.

პალტო გამორჩეული საყელოთი

ამ სეზონზე მოდელიერების რჩევაა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ საყელოს, რადგან სწორედ საყელო გამოგარჩევთ მასისგან და მოდურად წარმოგაჩენთ. ისეთი პალტო შეარჩიეთ, რომლის საყელოც სხვა ფერისა და ფაქტურისგან იქნება დამზადებული. მაგალითად, ტვიდის პალტოზე ტყავის საყელო მოდის დედოფლად გაქცევთ.

ხავერდისა და ველვეტის პალტო

ხავერდმა და ველვეტმა ამ სეზონზე ახალი სიცოცხლე შეიძინა. მათი გამოყენება ნებისმიერ ლუქში შეგიძლიათ. პალტო ხავერდის გრძელი ბუსუსებით ან ველვეტის მსხვილი ნაწიბურებით თქვენს გარეგნობას ქალურობასა და პრეზენტაბელურობას შესძენს.

თეთრი პალტო

დიზაინერებმა ამ ზაფხულს ისე შეიყვარეს თეთრი ფერი, რომ გადაწყვიტეს, წელიწადის ამ ცივ პერიოდშიც გაეხანგრძლივებინათ მისთვის სიცოცხლე. ასე რომ, თუ გინდათ ამ შემოდგომა-ზამთარში მოდურად გამოიყურებოდეთ, თეთრი პალტო თქვენი ერთგული მეგზური გახდება.

პალტო გობელენისგან

გობელენის ნათელი პალტო - ეს არის ნამდვილი ტრენდი ამ სეზონისთვის. აირჩიეთ სწორი ან წელში გადაჭრილი მოდელები, მაგრამ აუცილებლად ლამაზი პრინტით.

ბეწვით გაწყობილი პალტო 

დიზაინერები ბეწვისგან არა მხოლოდ კლასიკურ შუბებს კერავენ, არამედ მას ჩანთებში, თავსაბურავებში, ფეხსაცმელსა და პალტოებშიც კი იყენებენ. აირჩიეთ კარაკულით, წაულას, კურდღლის ან სხვა ბეწვით გაწყობილი პალტო, რომელიც გაგათბობთ კიდეც და თქვენს გარეგნობასაც განსაკუთრებულ იმიჯს შესძენს.

კუბოკრული პალტო

ოთხკუთხედები - ეს ამ სეზონის ტრენდია. თუ გინდათ საზოგადოებაში თქვენი მოდურობით ბრწყინავდეთ, ასეთი პრინტის პალტო აირჩიეთ.

ტყავის პალტო

გინდათ, ამ სეზონზე ყველა დაატყვევოთ თქვენი სტილით? მაშინ ტყავის პალტო ამაში დაგეხმარებათ. თანაც დიზაინერები გირჩევენ, უპირატესობა კაშკაშა ფერებს მიანიჭოთ, რომლებიც შეიძლება იყოს ლაკის, მქრქალი, ან გველისა და ნიანგის ტყავთან კომბინაციაში.

თავისუფალი სტილის პალტო

კომფორტის მოყვარულ ქალბატონებს დიზაინერებმა მოდური თავისუფალი სტილი შესთავაზეს. კომბინირებული ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი ზედატანები კი ასეთ მოდელთან ერთ მთლიანობას შექმნის.

პალტო-შინელი

დიახაც, არ თქვათ უარი ჯარისკაცურ სტილზე. შინელის სტილის პალტო მშვენიერი დამატება იქნება სტილური და თავდაჯერებული იმიჯის მქონე ქალბატონებისთვის.

დალიანდაგებული პალტო

ამ სეზონზე დიზაინერები გირჩევენ, სხვადასხვა ფერის დალიანდაგებული პალტო მოირგოთ. ამ შემთხვევაშიც გირჩევთ, არ დაივიწყოთ კომბინირებული ქსოვილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?