არსებობენ ასეთი ქალები

საკნატუნო ამბები

13 ოქტომბერი 09:00, 2018 წელი

არსებობენ ქალები, რომლებსაც უკვე აღარ ეშინიათ. მათთვის უკვე დაგვიანებულია შიში. არ ეშინიათ, რომ ვინმეს შეიძლება არ მოეწონოთ. ვინმეს შეიძლება არ შეეფერებოდნენ. არ იცოდნენ. ვერ მოასწრონ. არ ეხერხებოდეთ ნაპოლეონის ცხობა. საცივის მომზადება. თვალებზე ლაინერის სწორად წასმა. 

არსებობენ ქალები, რომლებსაც არ ეშინიათ შეკითხვების დასმის. არ აშინებთ, თუკი ცუდად გამოიყურებიან. მათ აქვთ გარდერობში საზაფხულო და საშემოდგომო ტანისამოსი და ეს არ არის პრობლემა. მათ ცხოვრებაში ნაკლები დაბრკოლებებია. არ ეშინიათ, თუკი სწორ ხაზზე ვერ დადიან. შეუძლიათ, გვერდულად იარონ. იციან, რომ სილამაზე შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რადგან უკვე დიდი ხანია ცხოვრებას სიღრმისეულად უყურებენ. არ ერიდებათ ტირილის, სიხარულისა თუ მწუხარების. სიცილიც შეუძლიათ.

არსებობენ ქალები, რომლებსაც არ აშინებთ ჭაღარა. პირველები აღარ არიან. და ახლა უკვე ყველაფერი მათ ღიმილზეა დამოკიდებული. მათთვის უკვე გვიანია, ეშინოდეთ, თუ რას ფიქრობენ მათზე კოლეგები, ადამიანები ან რას ფიქრობს დედამთილი.

უკვე დიდი ხანია, არ აინტერესებთ დაკრიალებულია თუ არა სახლი. საკვები გლუტეინებით არის თუ გლუტეინების გარეშე. ჭამენ, რასაც უნდათ. არ ეშინიათ ღამე ჭამის. საერთოდ არ რცხვენიათ. იციან, რომ მოწევა ან დალევა მავნებელი არ არის. გაცილებით მავნებელია, როდესაც ვერ სუნთქავ ან რაღაც არ გინდა.

მათთვის ყველაფერი სულ ერთია. საყვარელი ადამიანი სახლში საღამოს 7 საათზე მოვა თუ 12-ზე. თუკი საყვარელ კაცს ის უყვარს, რა თქმა უნდა, სულერთია და არ იჩქარებს. არსებობენ ქალები, რომლებსაც შეუძლიათ, მოერიდონ მას, ვისგანაც სრულ იგნორს გრძნობენ და ეს მათ არ აშინებთ.

მათ ყოველთვის აქვთ რაღაც სათქმელი და იციან, როდის უნდა გაჩუმდნენ. ვისთვის ან რისთვის უნდა ილოცონ. მათში ყველაფერი შიგნიდან მოდის. ისინი ვიღაცისთვის ამოსუნთქვას უდრიან. მათ არ ეშინიათ სულელური გამომეტყველების. არც სიმსუქნის, არც სიგამხდრის. დიდი ხანია, აღარ აჩვენებენ თავს გარშემომყოფებს და დაიწყეს აწმყოთი ცხოვრება.

არსებობენ ქალები, რომლებსაც არ ეშინიათ, აკეთონ ის, რაც უყვართ. დაიძინონ მასთან, ვის გვერდითაც ვერ დაიძინებენ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ძალიან ეძინებათ.

არ ეშინიათ, იყვნენ პირდაპირები. არ თქვან ტყუილი. არ აშინებთ ხვეული თმა და არც ხვეული თმის გასწორება. მაგრამ ზუსტად იციან, რომ წელში გამართულებმა უნდა იარონ. იციან, რომ დუმილი ხშირად საჭირო და აუცილებელია.

მწარე შოკოლადი მათთვის ტკბილია. იციან დროის ფასი. დილა. დღე. ღამე. არ აიძულებენ და არ ავალდებულებენ შვილებს. დაკავებულები არიან საქმით. საკუთარი საქმით. 

ისინი უკვე აღარ არიან ნაწყენები მამაზე, რადგან სტუდენტობაში მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში არ გაუშვა. უყვართ დედა. არ ეშინიათ სიკვდილის. იმიტომ, რომ ცოცხლობენ.

არსებობენ ქალები, რომლებისთვისაც უკვე დაგვიანებულია შიში.

ჩემთვის - ჯერ ადრეა... ან საშიში. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?