ფიქრობთ, რომ ეს აღმოსავლელი ბრძენის დასკვნაა? სულაც არა: ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ნიუ-იორკში ჩატარებული სპეციალური კვლევის შედეგები უკვე გამოაქვეყნეს და მათი რეზულტატი საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.
კვლევაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მკვლევარებმა მათ სთხოვეს, საათის მეოთხედი მარტოობაში გაეტარებინათ და შემდეგ შეევსოთ მათთვის მიცემული ანკეტა.
შევსებული ანკეტის მიხედვით დადგინდა, რომ ისინი, ვინც საათის მეოთხედი მარტოობაში არ გაატარა, უფრო გაღიზიანებულები იყვნენ და ნეგატიური განწყობა ჰქონდათ, ვიდრე ისინი, ვინც ამ იზოლაციის მცირე დროით ისარგებლა.
რელაქსაციის უპირატებოსა არ იყო დამოკიდებული იმაზე, როგორ გაატარებდა გამოკითხვაში მონაწილე ადამიანი ამ 15 წუთს: წიგნს წაიკითხავდა თუ, უბრალოდ, ბუზების დათვლას გადაწყვეტდა.
ამ საინტერესო კვლევაში მონაწილეებმა საათის მეოთხედი მარტოობაში ერთი კვირის მანძილზე გაატარეს, შემდეგი კვირა კი არ დაუთმეს მარტო დარჩენას. იმ დღეებში, როდესაც მონაწილეებმა ტაიმ-აუტი აიღეს, მათში სიმშვიდისა და მოდუნების შეგრძნება მკვეთრად გაიზარდა
მართალია, მარტოობა სოციალური ცხოვრების დადებით ასპექტებზე ზოგჯერ ნეგატიურად მოქმედებს, მაგრამ სამაგიეროდ გონების კეთილდღეობასა და ტვინის დეკომპრესიას უწყობს ხელს.
აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებთ, როდესაც მარტო ხართ. მთავარია, უბრალოდ, მარტო იყოთ. მკვლევარებმა, ასევე, განმარტეს, რომ მარტოობა ამცირებს სტრესს და გვამშვიდებს მაშინაც კი, როდესაც მარტოდ დარჩენის სურვილი გვიჩნდება.
ასე რომ, ნუ იქნებით მხოლოდ სურვილის იმედად. თუკი გსურთ, გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი იყოთ, გამოყავით დღეში 15 წუთი მარტოობისთვის. მხოლოდ 15 წუთი!