გიტირიათ სექსის შემდეგ?

საკნატუნო ამბები

17 ოქტომბერი 23:00, 2018 წელი

გაიხსენეთ, ხომ არ ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სექსის შემდეგ თქვენს პარტნიორს უტირია ან უბღავლია კიდეც. იქნებ, სექსის შემდეგ თქვენც წამოგსვლიათ თვალებიდან ცრემლები? მოკლედ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ყველაფერი პოსტკოიტალური დისფორიიდან გამომდინარეობს, რომელიც შეინიშნება როგორც ქალებში, ისე კაცებში.

 

 

რა არის პოსტკოიტალური დისფორია? ეს არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ძლიერ ჰორმონალურ აფეთქებას. სექსის შემდეგ, როგორც წესი, დადებით ემოციებს განვიცდით და ამ ემოციებს ბედნიერების ჰორმონები - დოფამინი და ოქსიტოცინი იწვევს. თუმცა, არის აბსოლუტურად საპირისპირო შემთხვევებიც: სიამოვნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონების დონე მკვეთრად იზრდება და შემდეგ, ასევე, მკვეთრად ვარდება. სწორედ ეს ფაქტი იწვევს ორგაზმის შემდეგ აპათიას, დეპრესიასა და ცრემლებს.


სექსუალური აქტის შემდეგ ცრემლები და განწყობის გაუარესება ნიშნავს, რომ თქვენს პარტნიორს არ მოეწონა თქვენთან სექსი?


არა, არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება არა მხოლოდ ჰორმონები, არამედ მტკივნეული წარსულიც იყოს. თუკი პარტნიორი ოდესმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო ან საკუთარ სექსუალურობასთან მიმართებაში კომპლექსები აწუხებს, ტირილის მიზეზი, შესაძლოა, ესეც გახდეს.


რამდენად ხშირად გვხვდება პოსტკოიტალური დისფორია?


სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ კვლევაში მონაწილე ქალების ნახევარი განიცდის პოსტკოიტალურ დისფორიას, ხოლო გამოკითხულთა 2%-ს მიკროდეპრესიაც ემართება ყოველი სექსუალური აქტის შემდეგ. კაცებში ეს მაჩვენებელი ოდნავ განსხვავდება: 41%-მა აღიარა, რომ ერთხელ მაინც განუცდია პოსტკოიტალური დისფორია, ხოლო 4,5% რეგულარულად განიცდის.


რა უნდა ქნათ, თუკი თქვენი პარტნიორი სექსის შემდეგ ტირის?


თუკი სექსის შემდეგ პოსტკოიტალურ დისფორიას განიცდით, პირველ რიგში, უთხარით ამის შემდეგ პარტნიორს, რათა ის ზედმეტმა ეჭვებმა არ შეაწუხოს. მეორე, შეეცადეთ, დაადგინოთ, რა არის ტირილის მიზეზი: ჰორმონები თუ ტრავმირებული წარსული, რომელიც, შესაძლოა, გქონდათ. თუკი მიზეზი ტრავმირებული წარსულია, სასურველია სპეციალისტს მიმართოთ.


ხოლო თუკი თქვენი პარტნიორი სექსის შემდეგ გაუთავებლად ტირის, უბრალოდ, გულწრფელად დაელაპარაკეთ მას. მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ ცრემლების მიზეზი ცუდი სექსი არ არის.


 


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„შენ ტირი, ნუ ტირი, მე კარგად ვიქნები, მე მაგარი გოგო ვარო“ - ხშირად ამხნევებს დედას

სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პატარებს სახელმწიფოს დახმარების იმედიღა აქვთ.
ჩვენ გვერდით

კორონავირუსი და საინფორმაციო ჰიგიენა - ყველაფერს ნუ „გადაპოსტავთ“

პანდემიის შესახებ გავრცელებულ ამბებში სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან გართულდა. კორონავირუსის ირგვლივ არსებული ჭარბი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც „ინფოდემია“. WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე კი პროფესიონალური სიფრთხილით უდგებიან თითოეულ სიტყვას, რომელიც მთავრდება მარცვალზე „-დემია“ და უმიზეზოდ არასდროს იყენებენ.  
საკნატუნო ამბები

ეგონა, უკვალოდ მოქმედებდა, თუმცა...

წარმოიგინეთ, შედიხართ სამზარუელოში და ხედავთ, რომ თქვენი ძაღლი გაურკვეველ წითელ მასაში ამოსვრილი იატაკზეა გართხმული. საშინელებაა!
დღის ჰოროსკოპი

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
ამბები

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს

„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს, ჯამში, დიზელზე - 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს“, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ვისოლი“ ავრცელებს.
ამბები

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე წინდებით ძილი?

თუკი ძილის პრობლემები გაქვთ, შესაძლოა, ამან გიშველოთ...