ცუდი საყვარლის 6 თვისება

საკნატუნო ამბები

22 ოქტომბერი 23:00, 2018 წელი

ამოშალეთ მისი ტელეფონის ნომერი მობილურიდან და შეეშვით ამ ადამიანზე ფიქრს, თუკი მის ქმედებებს ამ 6 ჩამოთვლილი მინიშნებიდან თუნდაც ერთი ემთხვევა. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი მასთან სექსის გარეშე არსებობას შეძლებთ.

1. მან არ იცის კარგი კოცნა.
დიახ, მნიშვნელოვანია, რომ კარგმა საყვარელმა კარგი კოცნა იცოდეს. თუკი პარტნიორი ცუდად გკოცნით, ის საწოლშიც ვერ შეძლებს თქვენს აღფრთოვანებას. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება პირველი კოცნა, რადგან ყველამ ვიცით, პირველ კოცნას, შესაძლოა, ახლდეს გარკვეული სახის შეზღუდვები, მაგრამ თუკი ის მუდმივად ცუდად გკოცნით, ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. უბრალოდ, გაიხსენეთ ეს პუნქტი და სიფრთხილე გამოიჩინეთ.


2. ის მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს.
თუკი ყველა შეხვედრაზე კაცი საუბრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, სამსახურზე, ხელფასზე, იმ ქვეყნებზე, რომლებშიც იმოგზაურა და იმ წვეულებებზე, სადაც რეგულარულად დადის, დიდი ალბათობით, მისი ეგოიზმის ალბათობა საწოლშიც საკმაოდ დიდია. ეს ცუდი საყვარლის ყველაზე პირველი მინიშნებაა. თუკი თქვენ შემთხვევაშიც ასეა, აუცილებლად აუფრიალეთ მას ცხვირწინ წითელი ბარათი და გააძევეთ „სათამაშო მოედნიდან“.


3. ის არასდროს გეუბნებათ კომპლიმენტებს.
მიუხედავად დიდი ხნის ნაცნობობისა და მრავალჯერ შეხვედრისა, მას არასდროს უთქვამს თქვენთვის, როგორი ლამაზი ან მომხიბვლელი ხართ? სწორედ ამიტომ, თავს სექსუალურად ან სასურველად არ მიიჩნევთ და მუდმივად ეკითხებით საკუთარ თავს, მისთვის ოდნავ მაინც თუ ხართ მიმზიდველი? არანაირი შანსი არ გაქვთ იმისთვის, რომ ასეთი კაცის გვერდით საწოლში თავი კომფორტულად იგრძნოთ. 


4. მას ცუდი სუნი აქვს.
კიდევ ერთი ასპექტი, რომლის დაიგნორება არ შეიძლება. თუკი კაცს ცუდი სუნი ასდის, ის ვერანაირად ვერ აღგაგზნებთ საწოლში. ცუდი ჰიგიენა - ამაზრზენია!


5. მაგიდასთან ჯდომისას ცუდი მანერები აქვს.
აკვირდებით, როგორ ჭამს და მისი ჭამის მანერები თქვენში გაღიზიანებას იწვევს? შესაძლოა, ჭამის დროს უცნაურ ხმებს გამოსცემს და არ ერიდება გამოტენილი პირით საუბარს ან ჭამის დროს მთელი მენიუ ტანსაცმელზე აწერია. ყველა ეს ფაქტორი ვერაფრით იქნება კარგი ინდიკატორი იმისა, როგორ მოიქცევა ასეთი ადამიანი საწოლში.


6. მან არ იცის ზომიერების მნიშვნელობა.
თუკი მუდმივად ეუბნებით მას, რაღაც არ გააკეთოს და ის მაინც ჯიუტად განაგრძობს თქვენ მიერ აკრძალულ ქმედებებს, დაუყონებლივ მოიშორეთ ასეთი კაცი. შესაძლოა, გითხრათ, რომ უბრალოდ, მოსწონს თქვენი გაბრაზება, რადგან განრისხებულ მდგომარეობაში „საოცრად“ გამოიყურებით, მაგრამ არაფერი გესაქმებათ კაცთან, რომელიც თქვენს სურვილებს პატივს არ სცემს. თუკი მას არ ესმის სიტყვა „არა“, მასთან სექსით ნამდვილად არ უნდა დაკავდეთ.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

6 ნივთი, რომელიც ხელს უშლის კეთილდღეობას - როგორც სახლში, ასევე კომპანიების ოფისებში!

თავისთავად ნეგატიური და პოზიტიური ნივთი არ არსებობს, მაგრამ არასწორად განლაგებით, როგორც ფენ-შუი განმარტავს, ნივთებმა შესაძლოა კეთილდღეობას, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას...  
ამბები

 „სმარტი“ ზუგდიდში მეორე სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტი „სმარტი“ რეგიონულ განვითარებას განაგრძობს და ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ #89-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის.