არსებობს უამრავი რამ, რაც სექსს არ უკავშირდება, თუმცა, რჩეულთან აუცილებლად დაგვაახლოებს. იფიქრეთ კრეატიულად, გაამრავალფეროვნეთ ურთიერთობა და აუცილებლად შენიშნავთ, რომ თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან გაცილებით ჰარმონიული გახდა.
1. ისაუბრეთ
საუბარი - ყველაზე ეფექტური საშუალებაა ემოციური და სულიერი სიახლოვისთვის. ისაუბრეთ პარტნიორთან ერთმანეთზე. დაამყარეთ ერთმანეთთან კავშირი. ნუ შეგეშინდებათ გულწრფელობის. გახსენით გული ბოლომდე. თავშეკავება საჭირო არ არის. საძინებელში პარტნიორთან მარტო ყოფნის დროს თავს მაქსიმალურად დაცულად უნდა გრძნობდეთ. შეგიძლიათ, გამოხატოთ, რომ არ გეშინიათ, გარშემომყოფების კრიტიკის. ისაუბრეთ და მოძებნეთ დაახლოების სულ უფრო ახალი მეთოდები.
2. ჩაეხუტეთ
ჩახუტება არა მხოლოდ სექსამდე, არამედ სექსის შემდეგაც მნიშვნელოვანია. სინამდვილეში, ჩახუტება სულაც არ ასოცირდება მხოლოდ სექსუალურ აქტთან. დატკბით ერთმანეთთან ჩახუტებით. თქვენი პარტნიორის სხეულის ტემპერატურამ მაქსიმალური კომფორტი უნდა მოგანიჭოთ. იგრძენთ თავი უსაფრთხოდ ერთმანეთის მკლავებში.
3. გაუკეთეთ ერთმანეთს მასაჟი
ამისთვის არ არის აუცილებელი, პროფესიონალი მასაჟისტი იყოთ. სხეულზე ხელებით შეხება ნებისმიერს სიამოვნებს, განსაკუთრებით, თუკი ეს ხელები საყვარელი ადამიანისაა.
4. დაიძინეთ ერთად
აქ იგულისხმება უბრალოდ, ერთად დაძინება. საყვარელი ადამიანის გვერდით ჩაძინება - ნამდვილად სასიამოვნოა, ისევე, როგორც საყვარელი ადამიანის გვერდით გაღვიძება. წარმოიდგინეთ, ახელთ თვალებს და პირველი, რასაც დაინახავთ, ეს არის საყვარელი ადამიანის სახე, რომელთანაც გსურთ, მთელი ცხოვრება გაატაროთ.
5. ერთად შედით საძინებელში დასაძინებლად
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, სახლში ბრუნდებით ერთადერთ ადამიანთან, რომელსაც შეუძლია, თავი უკეთ გაგრძნობინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სტრესული დღე გქონდათ, რადგან სულმოუთქმელად ელოდებით, როდის მოექცევით საყვარელი ადამიანის მკლავებში, რომელსაც შეგიძლიათ, ენდოთ და რომელსაც ყოველთვის შეუძლია, მოგცეთ ძალა და შთაგონება.
6. მიართვით პარტნიორს საუზმე საძინებელში
შესაძლოა, ეს ბანალურად ჟღერს და უკვე არაერთხელ გინახავთ ფილმში, მაგრამ მაინც არის რაღაც ინტიმური იმაში, რომ ორი ადამიანი ერთად საუზმობს.
7. მოაშორეთ საძინებლიდან ყველა ის ნივთი, რომელიც ყურადღებას გიფანტავთ.
პარტნიორთან დაახლოებაში ძალიან დაგეხმარებათ, თუკი ნივთებს, რომლებიც ყურადღებას გიფანტავთ, საძინებელს მოაშორებთ. გაიტანეთ საძინებლიდან ტელევიზორი და, სხვათა შორის, მობილური ტელეფონიც. გამოეთიშეთ გარემო სამყაროს და კონცენტრირდით მხოლოდ ერთმანეთზე. დაბლოკეთ ყველაფერი, რაც კი პარტნიორისთვის ყურადღების მიქცევაში ხელს გიშლით.
8. ცოტა ითამაშეთ, მერე რა, რომ საძინებელში ხართ
გაიხსენეთ ბავშვობა და მიმართეთ ცოტა სულელურ ქმედებებს. ითამაშეთ, იმხიარულეთ და ბევრი იცინეთ. ესროლეთ ერთმანეთს ბალიშები, იხტუნავეთ საწოლზე... დატკბით ერთად ყოფნის წუთებით და ნუ შეგეშინდებათ გიჟური საქციელების.