ლამაზი ეროტიკა

საკნატუნო ამბები

28 ოქტომბერი 23:00, 2018 წელი

ქალის სხეული გენიალური ჰელმუტ ნიუტონის ობიექტივში...

გერმანელ-ავსტრიელი ფოტოგრაფი ჰელმუტ ნიუტონი 1920 წლის 31 ოქტომბერს ბერლინში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. ფოტოგრაფიისადმი ინტერესი 12 წლიდან გაუჩნდა, სწორედ მაშინ მიიღო მამისგან საჩუქრად პირველი ფოტოაპარატი. შეუდგა საყვარელი საქმიანობის შესწავლას და იმდენად კარგად დაეუფლა, რომ ჰელმუტი სხვადასხვა მოდურ გამოცემებთან სამუშაო კონტრაქტებს აფორმებდა. მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, პარიზში, გერმანიაში.


1970 წელს, დატვირთული გრაფიკის გამო ნიუტონს გულის შეტევა დაემართა. მან შეამცირა სამუშაო საათები, თუმცა, მისი პოპულარობა მაინც იზრდებოდა, განსაკუთრებით 1980-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ფოტოსერია „Big Nudes“ გამოვიდა, რომელშიც კარგად ჩანდა ფოტოგრაფის ეროტიკულ-ქალაქური სტილი თავისი შესანიშნავი ტექნიკური უნარებით. 


ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში ჰელმუტი ხშირად იღებდა ცნობილ მსახიობებს, პოლიტიკოსებს, მხატვრებსა და მუსიკოსებს. მის ობიექტივში ხშირად ხვდებოდნენ: ენდი უორჰოლი, დევიდ ბოუი, მიკ ჯეგერი, ნასტასია კინსკი, სოფი ლორენი, ელიზაბეტ ტეილორი, მონიკა ბელუჩი, სიგურნი უივერი, გრეის ჯონსი, სალვადორ დალი, ჯულია რობერტსი, სინდი კროუფორდი, მარგარეტ ტეტჩერი და ბევრი სხვა.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები ნიუტონმა მონტე-კარლოში და ლოს-ანჯელესში გაატარა. 2004 წლის 23 იანვარს, 83 წლის ასაკში ცნობილი ფოტოგრაფი ავტოავარიას ემსხვერპლა. ჰელმუტ ნიუტონი ბერლინში, მარლენ დიტრიხის საფლავის გვერდით არის დაკრძალული.


ქვემოთ მოყვანილ ციტატებში ფოტოგრაფი საუბრობს თავისი კარიერის დასაწყისზე, გერმანიიდან გაქცევაზე, ვულგარულობაზე, ქალებზე, პორნოგრაფიაზე, ეროტიკაზე და იმასაც აღნიშნავს, როგორ არ უყვარს კარგი გემოვნება. 


„მამა მეუბნებოდა, რომ ჩემს ცხოვრებას წარმატებით დავამთავრებდი, რადგან მხოლოდ ქალებსა და ფოტოგრაფიაზე ვფიქრობდი“.


„როდესაც 12 წლის გავხდი, მამამ პირველი ფოტოაპარატი მაჩუქა და ჩემი პირველი 7 ფოტო მეტროში გადავიღე. კადრებში საერთოდ არაფერი ჩანდა. მერვე ფოტო კი უკვე რადიოსადგურიდან გადავიღე“.


 


„სამყარო სულ სხვანაირია, როდესაც მას ობიექტივში უყურებ“.


„ბავშვობაში მეგობრებს ქუჩაში ვუღებდი ფოტოებს - დედაჩემის ქუდებსა და ტანისამოსში“.


„ვერ ვიტან კარგ გემოვნებას. ეს ცუდი სიტყვათა წყობაა, რომელიც ნებისმიერ ცოცხალ არსებას კლავს“.


„შიშველი მოდელების გადაღება მალევე მომბეზრდა - ეს კიდევ უფრო მოსაწყენია, ვიდრე კარგი ტანისამოსი“.


„პორნოგრაფია შეიძლება იყოს ლამაზი“.


„ბურჟუაზიული ქალები უფრო ეროტიკულები არიან, ვიდრე თმის სტილისტები ან მდივნები. ელეგანტურობა, განათლება, გარემო - ამ სამი რამის მჯერა. ზოგჯერ მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ეს ხომ სიმართლეა? მაღალი საზოგადოების ქალი თავის მხრივ სექსუალურია“.


„ქალები, რომლებსაც მე ვიღებ, ყველასთვის მისაწვდომია, მაგრამ მათი წვდომა დამოკიდებულია დროსა და ფულზე, რომელიც შეგიძლიათ, მათთვის დახარჯოთ“.


„ჩემი ნამუშევრები ძალიან ვულგარულია. შემოქმედებითი პროცესი პირდაპირ უკავშირდება სულელურ გემოვნებასა და ვულგარულობას“.


„ვოცნებობდი, გავმხდარიყავი პაპარაცი“.


„ჩემი ფოტოები ისტორიას ჰგავს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული“.


„ვერ ვიტან სხვაობას მწვანესა და ლურჯს შორის“.


„ვერ ვიტან საქორწილო ფოტოსესიას“.


„ჩემთვის ეროტიკა - ეს არის სახე და არა სასქესო ორგანოები“.


„არ მჭირდება იდეალური სხეული. ეს მოსაწყენია“.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

6 ნივთი, რომელიც ხელს უშლის კეთილდღეობას - როგორც სახლში, ასევე კომპანიების ოფისებში!

თავისთავად ნეგატიური და პოზიტიური ნივთი არ არსებობს, მაგრამ არასწორად განლაგებით, როგორც ფენ-შუი განმარტავს, ნივთებმა შესაძლოა კეთილდღეობას, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას...  
ამბები

 „სმარტი“ ზუგდიდში მეორე სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტი „სმარტი“ რეგიონულ განვითარებას განაგრძობს და ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ #89-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის.