თქვენ ფიქრობთ, რომ ის ფიქრობს, რომ... დავამსხვრიოთ 13 მითი სექსზე

საკნატუნო ამბები

4 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

ბევრია ისეთი წყვილი, ვისაც ამ მითებიდან თუნდაც ერთ-ერთის სჯერა...

 

მითი 1: ბედნიერი ქორწინების შესანარჩუნებლად ყოველღამ უნდა დაკავდეთ სექსით.
ვიღაცისთვის ეს კოშმარული მითია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაამარცხოს, ვიღაცისთვის - ტკბილი და აუხდენელი ოცნება. თუკი ფიქრობთ, რომ ბედნიერი ქორწინებისთვის ყოველ ღამე სექსუალური კავშირი გარდაუვალია, ყველა მრავალფეროვანი ტემპერამენტის, სექსუალური აქტივობის გრაფიკის და პრიორიტეტების მიუხედავად მოგიწევთ შეეგუოთ ერთმანეთს და მოერგოთ პარტნიორის აქტივობის პიკს.

მითი 2: ყოველი სექსუალური აქტი აუცილებლად უნდა დასრულდეს ნეტარების მწვერვალის დაპყრობით (ორგაზმით).
იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი საყვარელი ადამიანი სექსის ღმერთია, იცის, სად არის თქვენი „მთავარი ღილაკი", მაინც ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ინდივიდუალურობაზე. მთავარია, ორივემ კარგად იგრძნოთ თავი. არ ხართ ვალდებული ყოველ ჯერზე „ორგაზმის გრაფა" მწვანე მარკერით აღნიშნოთ.

მითი 3: როგორ? მთელ სხეულზე არ გაქვთ ეპილაცია გაკეთებული?
სინამდვილეში, კაცების უმეტესობა ვერც კი ხვდება, რა საჭიროა სხეულის ასე წვალება. თავის მოვლა - შესანიშნავია, მაგრამ, თუ შეიძლება, ფანატიზმის გარეშე.

მითი 4: მენსტრუაციულ ციკლს კაცები საზიზღრობად და საშინელებად მიიჩნევენ.
კი, ასეა, თუკი ის 14 წლისაა. ზრდასრული და ადეკვატურად მოაზროვნე კაცი ყველაფერს ნორმალურად აღიქვამს და სულაც არ დაიბნევა, თუკი ამ მიზეზით ეტყვით უარს სექსზე.

მითი 5: მისიონერული პოზა - მოსაწყენია.
მას იმდენი ვარიაცია აქვს, რომ ერთ-ერთი მათგანიდანაც კი შეგიძლიათ იგრძნოთ მრავალფეროვნება. და კიდევ, ყოველთვის დელიკატესებს ხომ ვერ მიირთმევთ, ზოგჯერ ბორშის ჭამაც საჭიროა.

მითი 6: პრეზერვატივით სექსი იგივეა, რაც ვარდის დაყნოსვა აირწინაღით.
თუკი კაცი ფიქრობს, რომ პრეზერვატივით სექსი იგივეა, რაც ვარდია აირწინაღით დაყნოსვა, მაშინ უროგენიტალიური ინფექციები იგივეა, რაც ეკლიანი ტილოთი სხეულის გამშრალება. არაფერს ვამბობთ არასასურველ ორსულობაზე, აბორტსა და სხვა უსიამოვნო შედეგებზე.

მითი 7: თუკი მაინც წახვედით კომპრომისზე, დათანხმდით „აირწინაღის" გარეშე სექსს და ინფექციური დაავადება აიკიდეთ - ეს არის დაღი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ.
არც კი გაიფიქროთ, რომ ეს სიმართლეა. ეს დაღი კი არა, მწარე გაკვეთილია. უბრალოდ, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ასევე, სასურველია, უფრო დაკვირვებით აირჩიოთ პარტნიორი.

მითი 8: ცხოვრებაში ყველაფერი უნდა მოსინჯო.
ამას მაშინ ამბობენ, როდესაც ანალური სექსისკენ გიბიძგებენ, ან სექსი სამში (და მეტში). დაიმახსოვრეთ: ეს მხოლოდ თქვენი არჩევანია და არავის აქვს უფლება, გითხრათ, რომ თანამედროვე არ ხართ და კომპლექსები გაწუხებთ, თუკი ამა თუ იმ სახეობის არასტანდარტული სექსი არ მოგწონთ.

მითი 9: თუკი პარტნიორთან ერთდროული ორგაზმი არ გქონდათ, სექსუალურ ჰარმონიაში არ იმყოფებით.
მეგობრებო, ეს იშვიათობაა. ან რომანტიკული ფილმის სფეროა. ერთდროულ ორგაზმს სექსუალურ ჰარმონიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დაივიწყეთ! 

მითი 10: თუკი სასქესო ორგანო არ დაგისველდათ, აღგზნებული არ ხართ.
უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ საშომ აღგზნების დროს გამონადენი არ გამოყოს. მაგალითად, თუნდაც, მენსტრუალური ციკლის წინა პერიოდი. გამოსავალი არსებობს, ისარგებლეთ ლუბრიკანტებით.

მითი 11: რაც უფრო ხანგრძლივია სექსი, მით უკეთესი.
ეს თქვენი ინდივიდუალური უპირატესობების საკითხია. არსებობენ ქალები, რომლებიც მზად არიან მთელი ღამით დაკავდნენ სექსით, ზოგი კი დაიღლება და გადაბრუნდება. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ.

მითი 12: მადლობა უთხარით მას, თუკი იმდენად გემორჩილებათ, რომ ორალური მოფერებით განებივრებთ.
არ ხართ ვალდებული იჯდეთ და ჩუმად ინერვიულოთ, თუკი პარტნიორის მიერ გაკეთებულ კუნილინგუსს მტვერსასრუტის ეფექტი არ აქვს. მოურიდებლად გაუზიარეთ მას საკუთარი სურვილები. აუცილებლად მოგებული დარჩებით.

მითი 13: კაცებს უყვართ ქალის ძვირფასი თეთრეული.
ყველა კაცს არ შეუძლია, შეაფასოს თქვენი ძვირფასი თეთრეული. ბევრს შეიძლება გულიც კი წაუვიდეს, როდესაც გაიგებს, თუ რამდენი გადაიხადეთ თქვენს ტრუსში, ბიუსტჰალტერში ან მაქმანებიან ჩულქებში ტყავის დამჭერებით. ზოგი კი უბრალოდ გაატარებს და არ შეიმჩნევს. ასე რომ, თუკი სექსუალური თეთრეული მოირგეთ და მისგან წარმოუდგენელ რეაქციას ელოდებით, ნუ გაგიკვირდებათ რომ მან ძეხვიანი ბუტერბროდის ღეჭვით სპორტული ჟურნალი გადაშალოს.

 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?