პროდუქტები დაუვიწყარი ორგაზმის მისაღებად

საკნატუნო ამბები

9 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

ქალის ორგაზმი რთული ფენომენია: სიამოვნების მისაღებად საჭიროა განწყობა, ატმოსფერო, შესაფერისი პარტნიორი... ამ ყველაფერთან ერთად ფიზიკური მონაცემებიც გასათვალისწინებელია. გნებავთ დაუვიწყარი ორგაზმის მიღება? მაშინ, ჭამეთ!

 

ზეითუნის ზეთი



სულაც არ ვხუმრობ, როდესაც ვამბობ, რომ ზეითუნის ზეთი - ეს ჩვეულებრივი ამბროზიაა ჩვენი სხეულისთვის, რომელიც არა მხოლოდ გულის დაავადებებისა და მაღალი წნევის მკურნალობაში გვეხმარება, არამედ, კანსა და თმებს სხვადასხვა ვიტამინით კვებავს... ხომ არ დაფიქრდით, რა შუაშია ზეითუნის ზეთი ორგაზმთან? აღმოჩნდა, რომ ზეითუნის ზეთი ტესტოსტერონის დონეს ზრდის და თუკი ფიქრობთ, რომ ეს ჰორმონი მხოლოდ კაცებს სჭირდებათ, ძალიან ცდებით. ზეითუნის ზეთი თქვენს ლიბიდოსაც აუცილებლად მოუტანს სარგებელს.


 


ცხარე წიწაკა



გიყვართ ცხარე კერძები? თუკი დიეტოლოგ კიმბერლ სნაიდერს დავუჯერებთ, წიწაკა თქვენს ორგაზმზე საუკეთესოდ იმოქმედებს. პირველ რიგში, წიწაკა ახურებს სხეულს და გვამზადებს სექსისთვის. მეორე, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას - მათ შორის, საშოს მიდამოებში. ხოლო როდესაც სისხლი მგრძნობიარე ორგანოებს ძლიერად მიეწოდება, სექსი შეუდარებელია. 


 


ნიორი



მიუხედავად იმისა, რომ ნიორი სულ ბოლო პროდუქტია, რომელიც სექსთან კონტექსტში თავში მოგივათ, მაინც გეტყვით, რომ ნიორი შეიცავს დიდი რაოდენობით ალიცინს, რომლის დახმარებითაც სისხლის მიმოქცევა სასქესო ორგანოებში ძლიერდება. შესაბამისად, ძლიერდება აღგზნებადობაც. ახლა თქვენი გადასაწყვეტია, გექნებათ თუ არა სექსი ნივრის არომატის ფონზე. 


 


თხილი



თხილი ყველაზე კარგად მოქმედებს ჩვენი სიამოვნების ხარისხზე, რადგან მასში შემავალი ომეგა-3 ქალის ლიბიდოს აძლიერებს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს გემრიელობა კალცის, ფოსფორისა და კალიუმის წყაროა, რაც ქმნის პატარა ენერგეტიკულ საწარმოს, ხოლო ენერგია კარგი სექსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. 


 


შოკოლადი



რა თქმა უნდა, შოკოლადის გარეშე არაფერი გამოვა! თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია შავ შოკოლადზე. ასე რომ, გადადით ძალების მუქ მხარეზე. რატომ? იმიტომ, რომ შოკოლადი შეიცავს ფენილეტილამინს, რომელიც ორგანიზმის მოდუნებას, დაკმაყოფილებასა და სიამოვნებას უწყობს ხელს. ამაღლებს განწყობას, ამცირებს სტრესს და არეგულირებს სექსუალურ სურვილს. 


 


ბანანი



მიუხედავად იმისა, რომ ბანანის დანახვაზე, შესაძლოა, ფიქრები სხვა რამისკენ გაგექცეთ, ის B ვიტამინის ჯგუფის ნამდვილი წყაროა, რომელიც ჰორმონების სინთეზში აუცილებლად მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანია სეროტონინი, რომელიც ბევრისთვის ცნობილია, როგორც განწყობასა და სიამოვნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი. 


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?