კარგი სექსი იწყება გონებიდან, ცუდიც, სამწუხაროდ

საკნატუნო ამბები

18 ნოემბერი 23:00, 2018 წელი

ნუ აიკვიატებთ იმაზე ფიქრს, იდეალური ხართ თუ არა და მოსწონხართ თუ არა ლოგინში თქვენს პარტნიორს. მთავარი სხვა რამ არის....

საიდუმლო არავისთვისაა, რომ მაღალი კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების საუკუნეში ყველა ქალის სურვილია, იყოს იდეალური. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ვცდილობთ. ამ იდეალურობის სტერეოტიპს მოვერგოთ და ისეთ ქაკს დავემსგავსოთ, რომელიც, ალბათ, ყველა კაცს სურს საკუთარ საძინებელში დაინახოს.
ეს, სამწუხაროდ, უამრავი კომპლექსით გვავსებს, გვაკლებს თავდაჯერებულობას, გვაშინებს, ჩვენი შიში კი, პარტნიორს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს. შედეგად ბევრს ვთამაშობთ, რაც შეუმჩნეველი არ რჩება. ნამდვილი სიამოვნება კი მიუღწეველი ხდება.

უბრალოდ, იცოდეთ, რომ ვიღაცას, შეიძლება, თქვენი ხელები მოსწონს, როდესაც ნაზად ეფერებით მკერდზე. ვიღაცას თქვენი სურნელი მოსწონს, ვიღაცას კი თქვენი ხმა, რომელსაც ორგაზმის დროს გამოსცემთ. ნუ აიკვიატებთ იმაზე ფიქრს, იდეალური ხართ თუ არა და მოსწონხართ თუ არა ლოგინში თქვენს პარტნიორს.


ჩვენს დროში სასიყვარულო თამაშები მეცნიერებად იქცა, რომლის დაუფლებას ქალები ვცდილობთ, იმ მიზნით, რომ კაცისგან შეფასება მივიღოთ.
რატომ ვაკეთებთ ამას - სიყვარულითვის? თავდაჯერებულობისთვის? იმისთვის, რომ პარტნიორის თვალში გამოცდილ საყვარლებად გამოვჩნდეთ?

ყველა ქალს საკუთარი მიზეზი აქვს. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ამგვარი მიდგომა კომპლექსებისგან კი არ გვიხსნის, პირიქით, ახალ თავსატეხს გვიმატებს. ნუთუ, იმისთვის, რომ შეგვიყვარონ, მუდმივად უნდა ვატაროთ მაქმანებიანი თეთრეული, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და მუდმივად უნდა ვიყოთ იდეალურ ფორმაში? 


დღეს ქალები უფრო მეტად არიან სექსში გაცნობიერებულები, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ეს ცოდნა სიამოვნების მიღებას ხელს სულაც არ უწყობს.
სტერეოტიპებისა და ბრმა სურვილის გამო - დავემსგავსოთ ჟურნალიდან „გადმოსულ“ გოგოებს -  ვკარგავთ ინდივიდუალურობას.

ნუთუ ფიქრობთ, რომ შეძლებთ დაემსგავსოთ ჰოლივუდელ მსახიობს?
ვერა, ვერ შეძლებთ, სამაგიეროდ კომპლექსები და არასრულყოფილების შეგრძნება აუცილებლად მოგემატებათ. თქვენ ხართ ინდივიდუალური, შესანიშნავი და ისწავლეთ, ხაზი გაუსვათ თქვენს ძლიერ თვისებებს. 
სანამ კომპლექსები გბოჭავთ, კარგი სექსი ვერ გექნებათ. კარგი სექსი გვადუნებს, გვავიწყებს უსიამოვნო ფიქრებს, გვამშვიდებს, გვაიძულებს მივეცეთ თავდავიწყებას.  
იყავით დიალოგში საკუთარ სხეულთან და გააკეთეთ ის, რაც მხოლოდ თქვენ გსურთ.


კარგი სექსი იწყება გონებიდან, ცუდი სექსიც, სამწუხაროდ. არსებობს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სასურველია, საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებზე პარტნიორთან ისაუბრო. ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია, რადგან თუკი ამაზე მხოლოდ ისაუბრებთ და არ იმოქმედებთ, დროთა განმავლობში დაინახავთ, რომ ჩვეულებრივი სექსი თავის პოზიციებს კარგავს.
ამიტომ, ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე. იმოქმედეთ!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?