იდეალური ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საკნატუნო ამბები

20 ნოემბერი 09:00, 2018 წელი

უდავოა, ყველა ქალში არსებობს რაღაც ბრწყინვალე და ამოუცნობი, მაგრამ არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთა გვერდით ყოფნა კაცებს აბედნიერებთ და ეს ქალები ყოველთვის გამოირჩევიან სხვების ფონზე.

 

იდეალურ ქალზე ნებისმიერი კაცი ოცნებობს. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ქალის თვისებები, ხასიათი, უნარები და საქციელი მისი დაბადების თარიღიდან გამომდინარეობს. რა გაეწყობა, ერთად გავერკვეთ, ვინ არის იდეალური ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?


მეთორმეტე ადგილი - ტყუპები


ტყუპები კოლოსალურ სიამოვნებას იღებენ ახლობელი ადამიანებისგან და სულაც არ ცდილობენ იდეალისკენ სწრაფვას. უბრალოდ ცხოვრობენ, უხარიათ სიცოცხლე და არასდროს აქვთ პრეტენზია ტიტულებზე. დიახ, ისინი შორს დგანან ქალურობის მიღებული და სტანდარტული ეტალონისგან, მაგრამ ყოველთვის პოულობენ ადამიანს, რომელსაც ის აუცილებლად მოეწონება.


მეთერთმეტე ადგილი - ქალწული


ქალწული საკმაოდ ცბიერი და ჭკვიანი ქალია. ძალიან სწრაფად ადაპტირდება ნებისმიერ გარემოში. თუკი ისურვებს, შეუძლია, გახდეს ეტალონიც და სილამაზის დედოფალიც. თუმცა, ეს მას არაფერში სჭირდება, რადგან ისედაც ჯადოსნური ხერხით უმკლავდება ურთიერთობებს როგორც კაცებთან, ისე ქალებთან.


მეათე ადგილი - მშვილდოსანი


ამ ნიშნით დაბადებული ქალი, თითქმის იდეალურია, თუმცა, თითქმის. უდავოდ, მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა, თაყვანისმცემლებს მშვილდოსნებში უფრო მეტად იზიდავთ მათი არაპროგნოზირებადი ხასიათი და არაიდეალურობა. ეს კი იმიტომ, რომ კაცებს მალე ბეზრდებათ ერთფეროვნება, ხოლო მშვილდოსნები ის ადამიანები არიან, რომლებთანაც არასდროს მოიწყენთ.


მეცხრე ადგილი - ვერძი


ქალ ვერძს ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ქალბატონის ეტალონის ტიტული მიენიჭოს, თუმცა, ამ წოდებისგან მაინც ოდნავ შორს დგას. ის, უდავოდ, ლამაზი, ჭკვიანი, ამბიციური და ენერგიულია, მაგრამ ყველა ეს დადებითი თვისება ვერძებისთვის მხოლოდ დაბრკოლებაა და მეტი არაფერი. ამგვარი ქალები კაცებს აშინებენ. რა თქმა უნდა, არსებობენ თამამი კაცებიც, რომლებიც მზად არიან, დაიპყრონ ამ ჯიუტი ქალის გული, თუმცა, ასეთი კაცები ძალიან ცოტანი არიან.


მერვე ადგილი - თხის რქა 


ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს სულაც არ სჭირდებათ ტიტულები და წოდება. გარდა ამისა, მათთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა სურდეთ, იყვნენ იდეალურები. ქალი თხის რქები წოდებისა და აღიარების გარეშეც შესანიშნავად ცხოვრობენ. სახლის სამოსში და დასავარცხნი თმებითაც კი თავს სილამაზის დედოფლად მიიჩნევენ. მაგრამ, თუკი ისურვებენ, მარტივად დაიპყრობენ სამყაროს.


მეშვიდე ადგილი - კურო


ქალი-კურო ჭკუას კარგავს მრავალფეროვან კაბებსა და ქალის სხვა აქსესუარებზე. ისინი ნამდვილი მსახიობები არიან: შეუძლიათ, ტუჩები დაბერონ, წამწამები ააფახურონ და წარმოუდგენლად ლამაზი ქალის როლი მოირგონ. მაგრამ ზოგჯერ საკუთარ ძლიერ ხასიათს, კაცურ თვისებებს ავლენენ, რაც მათ იდეალურობისგან აშორებს.


მეექვსე ადგილი - მერწყული


ეს ჭკვიანი და ლამაზი ქალი ბევრს მოსწონს, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა არსებობს - მათ საერთოდ არ სურთ, ვინმე უყვარდეთ. ამგვარი ქალები დიდი სიამოვნებით მეგობრობენ კაცებთან. ამიტომ, სიტყვები - ქალურობის ეტალონი - მათგან ძალიან შორს დგას. 


მეხუთე ადგილი - კირჩხიბი


კირჩხიბები იდეალური ქალის წოდებასთან ძალიან ახლოს დგანან. უზომოდ ლამაზები, ჭკვიანები, თბილები და მზრუნველები არიან, თუმცა, დედის როლსაც საკმაოდ ადვილად ითავსებენ და საკუთარი ცხოვრების დანარჩენ ასპექტებს ივიწყებენ.


მეოთხე ადგილი - თევზები


ისინი მშვენივრად ირგებენ ქალის როლს, რომელსაც დახმარება, გაფრთხილება და ხელისგულზე ტარება სჭირდება! ბუნებრივია, ეს კაცებს ძლიერ იზიდავს. მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა. თევზებს სურთ, რომ მათ შეეშვან, რადგან მშვიდად იცხოვრონ საკუთარ ვარდისფერ სამყაროში.


 


მესამე ადგილი - ლომი


ლომებს თამამად შეუძლიათ იყვნენ სამყაროს მფლობელები. ძალიან მიმზიდველები, ჭკვიანები, და, რაც მთავარია, თავდაჯერებულები არიან, მაგრამ ერთი რამ უშლით ხელს ცხოვრებაში - მზად არიან, დაახრჩონ და გათელონ საკუთარი კონკურენტები. ამიტომ დღევანდელ რეიტინგში ლომებმა მესამე ადგილი დაიმსახურეს.


მეორე ადგილი - მორიელი


ამ ქალებში არის რაღაც იდუმალი ძალა და ენერგეტიკა, რომელიც კაცებს თავს აკარგვინებს. ქალი-მორიელები ლამაზები, ჭვკიანები და ზომიერად მზაკვრები არიან. იციან, რომ შეუძლიათ, გარშემომყოფები ჭკუიდან გადაიყვანონ და ამით თამამად სარგებლობენ. ასე რომ, მეორე ადგილი მათთვის დამსახურებულია. 


პირველი ადგილი - სასწორი


ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ქალისთვის დამახასიათებელი და საჭირო ყველა აუცილებელი თვისება აქვთ. ისეთებიც კი, რომლებსაც ვერ ვუწოდებთ დადებითს, მაგრამ სასწორები ამ თვისებებს იმდენად ჰარმონიულად ითავსებენ, რომ ადამიანებს მაგნიტივით იზიდავენ. მიმზიდველობას სასწორებს ის მატებს, რომ ისინი სულაც არ ფიქრობენ, ვინ არის ქალის ეტალონი. უბრალოდ, ცხოვრობენ, უხარიათ სიცოცხლე და გარშემომყოფებსაც იგივეს უსურვებენ. 


 


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?