17 ნიშანი იმის გამოსაცნობად, რომ ის იდეალური ქმარი იქნება

საკნატუნო ამბები

19 ნოემბერი 13:00, 2018 წელი

დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით, მაგრამ არცერთი არ ჩქარობთ ურთიერთობის დაკანონებას? და თუ თქვენი შეყვარებული ამ პუნქტებიდან უმრავლესობას აკმაყოფილებს, კისრისტეხით გავარდით მმაჩის ბიუროში!

1. ურთიერთობაში არაფერი გაღიზიანებთ
ყველა წყვილის ურთიერთობაშია ცუდი და კარგი პერიოდები. მაგრამ ორივე ხვდებით, რომ თქვენი ურთიერთობა ყველა წინაზე უკეთესია და ორივენი კმაყოფილები ხართ. თავს დაცულად გრძნობ და მისი ყურადღებით ბოროტად არ სარგებლობ.


2. ის უსიტყვოდ ხვდება ყველაფერს
კი, შენ არ შეგიძლია, ის შეცვალო, მაგრამ, როცა რამე არ მოგწონს, ის ამას ხვდება და ყველაფერს აკეთებს, რომ უკეთესი გახდეს. და შენც იგივეთი პასუხობ.


3. მეგობრებთან არ მალავ საკუთარ ბედნიერებას
ეს ის ურთიერთობა არ არის, რომელზეც შეიძლება ცუდად იჭორაო. შენ ჰყვები, რა სასიამოვნო რამეებს აკეთებს ის, რა კარგად გაატარე უქმეები... და რატომ უნდა იყო ჩუმად!


4. ის ასწორებს შენს „გაფუჭებულს“
და ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა. მაგალითად, დაგავიწყდა სარეცხი მანქანიდან თეთრეულის გამოღება? მან ეს შენიშნა, გამოიღო და გაფინა. ან შენ მაგივრად საბუთები მოაწესრიგა. არის ბევრი სიტუაცია, რომელზეც შეიძლება, იკამათო, ან უბრალოდ, ადგე და გააკეთო.


5. ის კომფორტულად გრძნობს თავს „+1“-ის ამპლუაში
წვეულება გაქვს სამსახურში? ის ყურადღების ცენტრშია. მეგობრებთან სადილობ? არც აქ არის ის ზედმეტი.


6. შენ გამო რაღაცებზე ამბობს უარს
ერთად გადადიხართ საცხოვრებლად შენს ან მის სამსახურთან ახლოს (რა თქმა უნდა, შეთანხმების შემდეგ), არ ხართ იძულებულები, არჩევანი გააკეთოთ პარტნიორსა და ყოფით პრობლემას შორის.


7. ერთნაირი ღირებულებები გაქვთ
მაგალითად, თქვენ გინდათ შვილები იყოლიოთ და მოვალეობები თანაბრად გაიყოთ. ან აპირებთ, ხუთი წლის შემდეგ ბინა იყიდოთ... რაც უფრო მეტი დამთხვევაა, მით უკეთესი.


8. ის ცდილობს, ყოველთვის რაღაცით გასიამოვნოს
სიურპრიზები, ქუსლებზე გატარებული დღის შემდეგ ტერფებზე მასაჟი, რომ აღარაფერი ვთქვათ უმიზეზო კოცნებზე.


9. აზრად არ მოუვა, გიღალატოს
ჰოო, შენ არ ხარ სახლის დალაგების ექსპერტი, და გიყვარს, მაგალითად, საპნის ოპერების ყურება. და რა მერე? ის ამას მშვიდად იღებს.


10. როცა ქორწილზე ფიქრობ, ხშირად წარმოიდგენ ქორწინების შემდგომ პერიოდს
ქორწილი და თაფლობის თვე კი ძალიან კარგია, მაგრამ ბევრად უკეთესია, რომ მის გვერდით წარმოგიდგენია თავი მომავალშიც.


11. შენთვის ძალინ მნიშვნელოვანია პირადი სივრცე, მაგრამ თანახმა ხარ, მის გვერდით იცხოვრო
და საღამოს ელოდები არა იმიტომ, რომ სამუშაო საათები მთავრდება, არამედ იმიტომ, რომ მას შეხვდები.


12. მომავალს ერთი წლით ადრე გეგმავთ
აზრადაც არ მოგდით, რომ შეიძლება ბილეთები დასაბრუნებელი გაგიხდეთ, ან მარტოს მოგიწიოთ წასვლა.


13. შეგიძლია, მის დასანახად იტირო
ის შენ დაგამშვიდებს და არ დაელოდება, როდის დასრულდება, ბოლოს და ბოლოს, ეს მოსაწყენი სცენა.


14. ერთმანეთის ოჯახებთან ურთიერთობთ
ის შენს მშობლებთან რეკავს, შენ - მის მშობლებთან. და ყველა დღესასწაულს ერთად ატარებთ.


15. უყვარს შენი მეგობრები
თუ შენს დაქალს ცუდი განწყობა აქვს, ის მას სტუმრად მოიწვევს. თუ რომელიმეს შესახებ დიდი ხანია არაფერი გაუგია, აუცილებლად მოიკითხავს.


16. ყოველთვის გეუბნება, რომ კარგად გამოიყურები
და ამას მაშინაც აკეთებს, როცა უმაკიაჟოდ ხარ და პიჟამა გაცვია.


17. შვებულებას საერთო ინტერესებიდან გამომდინარე გეგმავთ
მართალია, მუზეუმები არ უყვარს, მაგრამ შენთან ერთად აუცილებლად წამოვა მათ დასათვალიერებლად. შენ კი რამდენიმე ზედმეტ საათს გაატარებ პლაჟზე მის გვერდით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?