როგორ და რით გავიწმინდოთ სახის კანი?

საკნატუნო ამბები

29 ნოემბერი 09:00, 2018 წელი

არსებობენ ქალები, რომლებიც ძილის წინ არ იშორებენ მაკიაჟს, არადა სახის კანის სწორი გაწმენდის გარეშე ყველაზე თანამედროვე კოსმეტიკაც კი ვერ მოგცემთ სასურველ შედეგს...

 

სახის სისუფთავეს სჭირდება სპეციალური საშუალებები - სახის ლოსიონი, ტონიკი, რძე და ა.შ. მთავარია, ეს პროდუქტები თქვენი სახის კანის ტიპისთვის სწორად შეარჩიოთ. 


ლოსიონები არსებობს სპირტით და სპირტის გარეშე 
უსპირტო ლოსიონს მეტი უპირატესობა აქვს, რადგან ის არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, თუმცა სახეს შესანიშნავად წმენდს. თუკი ლოსიონზე შენიშნავთ წარწერას Rinse off, მაშინ ამგვარი ლოსიონით გაწმენდის შემდეგ სახე აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ წყლით.


სპირტიანი ლოსიონების გამოყენებაზე ზამთარში და ადრე გაზაფხულზე უმჯობესია, უარი თქვათ: სიცივეში კანი ისედაც განიცდის სტრესს, ხოლო სპირტიანი ლოსიონი კანს კიდევ უფრო აშრობს და აუხეშებს.


სახის რძე იდეალურია სახის მშრალი კანისთვის. შესანიშნავად წმენდს სახეს და კანს სისუფთავეს უნარჩუნებს. ზომიერად წაისვით სახის რძე სახეზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი, ხოლო შემდეგ ბამბის ტამპონით მოიშორეთ. ამ პროცედურის შემდეგ სასურველია სახე ტონიკით გაიწმინდოთ. ორფაზიანი (ჰიდროფილური) ტონიკი შედგება გამწმენდი გელისა და სპეციალური ზეთისგან. ამიტომ, სანამ ამგვარი ტონიკით ისარგებლებთ, კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი, რათა ორივე ფაზა გაერთიანდეს. ამგვარი ტონიკი თითქმის ნებისმიერი სახის კანისთვის იდეალურია, თუმცა, მშრალ და ძალიან მშრალ კანზე შესაძლოა, გაღიზიანება გამოიწვიოს.


პილინგი და სკრაბი განკუთვნილია ღრმა წმენდისთვის. მშრალი კანისთვის პილინგი რეკომენდებულია თვეში 1-2-ჯერ, ხოლო ცხიმიანი კანისთვის - 3-5-ჯერ. ამ პროცედურის შემდეგ კანი უფრო გლუვი და მკვრივი ხდება, ხოლო ფორების ზომა მცირდება. სკრაბისა და პილინგის მთავარი ამოცანაა, მოაშოროს სახის კანს მკვდარი უჯრედები.


გახსოვდეთ, რომ მსხვილი ნაწილაკების შემცველი სკრაბის მოხმარება დაუშვებელია მათთვის, ვისაც სახეზე კაპილარები ემჩნევა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?