როგორ აჭკვიანებს, აბედნიერებს და აახალგაზრდავებს სექსი?

საკნატუნო ამბები

19 დეკემბერი 23:00, 2018 წელი

ნამდვილი ორგაზმი არა ფეხებს შუა, არამედ, პირდაპირი გაგებით, ყურებს შორის, ტვინში ხდება. 

 

ალბათ, ვერ გაგაკვირვებთ, თუკი გეტყვით, რომ სექსი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოა. სექსუალური აქტი მთელ სხეულს „აფეთქებს“: ანათებს თვალებს, კანს ბზინვარებას მატებს, აუმჯობესებს ძილს და დადებითად აისახება გულის მუშაობაზე. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ნამდვილი ორგაზმი არა ფეხებს შორის, არამედ, პირდაპირი გაგებით, ყურებს შორის, ტვინში ხდება. რა სარგებლობას იღებს ტვინი კარგი სექსისგან და ღირს თუ არა, სექსით ხშირად დავკავდეთ?


სექსი აჭკვიანებს


2014 წელს მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ რეგულარული სექსუალური აქტივობა ტვინში არა მხოლოდ ახალ უჯრედებს ავითარებს, არამედ აუმჯობესებს შემეცნებით შესაძლებლობებს - შედეგად უფრო სწრაფად და უკეთ აზროვნებთ.


ბიოლოგიის პროფესორმა და ფილოსოფიის დოქტორმა ბარი კომისარუკმა ქალის ორგაზმის შესწავლას 25 წელი მოანდომა. ერთ-ერთი თავისი კვლევისთვის მან იპოვა ქალები, რომლებიც დასთანხმდნენ, ჰქონოდათ ორგაზმი სპეციალური აპარატით, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იყო, თავის ტვინის ნეირონული აქტივობის დანახვა. შედეგად დადგინდა, რომ ქალების ტვინში ორგაზმის დროს, დაახლოებით, 30 სფერო აქტიურდება და  ნაძვის ხესავით ბდღვიალებს.


ორგაზმის დროს თავის ტვინისკენ სისხლის კოლოსალური რაოდენობა მიედინება, - ამბობს კომისარუკი, - ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ამგვარად, თავის ტვინს მიეწოდება საჭირო ნუტრიენტები და ჟანგბადი.


შედარებისთვის: ისეთი ინტელექტუალური თამაშები, როგორებიცაა: კროსვორდები, სუდოკუ და სხვა, თავის ტვინის ბევრად ნაკლებ სფეროს ააქტიურებს.


სექსი ეხმარება დეპრესიასთან ბრძოლას


რა თქმა უნდა, სექსი ვერ ჩაანაცვლებს კარგ ფსიქოთერაპევტს, ანტიდეპრესანტებს, მედიტაციას ან სხვა საშუალებებს, რომლებიც დეპრესიასთან გამკლავებაში გვეხმარება. დეპრესიასა და სექსს შორის კავშირი საკმაოდ რთულია: დეპრესიას შეუძლია, „მოგპაროთ“ ლიბიდო ან, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, პირიქით, აღადგინოს ის.


 


მაგრამ, აი, განწყობის ამაღლება სექსს ნამდვილად შეუძლია, რადგან პროცესში ჩვენი ტვინი იცლება ჰორმონების „კოქტეილისგან“. ორგაზმის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ნეიროტრანსმიტერებსა და დოფამინს. ეს ჰორმონები კი ადამიანის ბედნიერებასა და კმაყოფილებას უზრუნველყოფს. და რაც უფრო ხშირად დავკავდებით სექსით, მით უფრო მეტ დოფამინს გამოიმუშავებს ორგანიზმი, მით უფრო მეტი სურვილი გვიჩნდება, ტვინისთვის კი სექსი ავტომატურად კარგ განწყობასთან ასოცირდება. 


და კიდევ ოქსიტოცინის ულუფას დაიმსახურებთ. ეს არის სიყვარულის ჰორმონი, რომლის დახმარებით ვგრძნობთ სინაზეს და დამოკიდებულებას საყვარელი ადამიანის მიმართ. ამგვარი ჰორმონალური აფეთქება გვადუნებს, გვიმაღლებს განწყობას, აუმჯობესებს ძილს და დეპრესიასთან გამკლავებას უწყობს ხელს.


სექსი აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას


2010 წელს ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ სექსის დახმარებით ჰიპოკამპუსში (ტვინის ნაწილი, რომელიც ხანგრძლივ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი) იზრდება უჯრედების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ, თუკი სახლში ხშირად გრჩებათ გასაღები ან მობილური ტელეფონი, ამ გულმავიწყობას მხოლოდ სექსი განკურნავს. 


გარდა ამისა, სექსი ძალიან სასარგებლოა 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის, რომლებსაც მეხსიერება ღალატობთ. მეცნიერულმა კვლევებმა დაადგინა, რომ, როგორც კი 50 წელს გადაცილებული ქალები რეგულარულ სექსს ან მასტურბაციას დაუბრუნდებიან, მათი კონცენტრაციის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება. სექსი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ არ ვიბოდიალოთ ჩვენი ფიქრების ლაბირინთებში და მოვახდინოთ კონცენტრირება იმაზე, რა ხდება აქ და ახლა. 


აი, პორნოს ყურების დროს - უკაცრავად


მეცნიერები დღემდე კამათობენ, არსებობს თუ არა ტერმინი „პორნოდამოკიდებულება“ თუ ეს, უბრალოდ, მორალისტების შექმნილი მითია. როგორც არ უნდა იყოს, უკვე დამტკიცებულია, რომ პორნოგრაფიული გამოსახულების „გადარბენით“ ყურებაც კი ადამიანის ოპერატიულ მეხსიერებაზე მოქმედებს - ეს შესაძლებლობა ეხმარება ტვინს, გარკვეული დროით შეინარჩუნოს ინფორმაცია, რომელიც საკმარისია სხვა შემეცნებითი სისტემების გამოსაყენებლად.


სექსის დახმარებით ინარჩუნებთ ახალგაზრდობას


დჰეა (დეჰიდროეპიანდროსტერონის აცეტატი) - ეს არის ჰორმონი, რომელიც პირდაპირ კავშირშია დაბერების პროცესთან. ეს ჰორმონი დიდი რაოდენობითაა იმ ადამიანებში, რომლებსაც სექსი იშვიათად აქვთ.


პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ჰორმონის დიდი რაოდენობით მიღება საკმაოდ სარისკოა - იწვევს გულის შეტევას, გულის დაავადებას, მეტაბოლურ სინდრომებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა უსიამოვნებებს. მისი მიღება ხდება ექიმის რეკომენდაციით, თუმცა, კარგი ამბავიც გვაქვს: ამ ჰორმონის მიღება ბუნებრივადაც შესაძლებელია, უბრალოდ, ხშირად დაკავდით სექსით.


დჰეა აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, უზრუნველყოფს ტვინში ახალი უჯრედების წარმოქმნას, დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემასა და კანის მდგომარეობაზე.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?