საკვები სოდის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდი

საკნატუნო ამბები

19 იანვარი 09:00, 2019 წელი

საკვები სოდა - ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური საშუალება. მას იყენებენ კულინარიაში, სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტში, დაწესებულების დალაგებისას. შესაბამისად, დიასახლისებს სოდა ყოველთვის აქვთ შემონახული კარადაში. 

მაშ ასე, განვიხილოთ ნატრიუმის ბიკარბონატის სასარგებლო თვისებები:


1. ხელს უწყობს აკნეს გაქრობას



სოდა ანადგურებს მიკრობებს და ამცირებს შეშუპებას - ორი ძირითადი ასპექტი გამონაყართან ბრძოლის დროს. აკნე - ეს არის ცხიმის შემცველობის მაღალი დონე, რომელიც ჭედავს ფორებს, ხოლო სოდაში შემავალი ტუტე ბაქტერიების განადგურებით ფორების გამოშრობას უწყობს ხელს.


თბილ წყალს დაამატეთ 1 ჩ/კ საკვები სოდა და გაიჩერეთ სახეზე რამდენიმე წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი კვირაში ერთხელ, სანამ ფერიმჭამელებს საბოლოოდ არ მოიშორებთ.


2. ათეთრებს კბილებს



მიუხედავად იმისა, რომ კბილის თანამედროვე პასტები შეიცავს ნატრიუმის ბიკარბონატს, ცოტაოდენი საკვები სოდა მაინც დაამატეთ კბილის პასტას, რათა მისი მოქმედება უფრო ეფექტური გახადოთ. საკვები სოდის უხეში სტრუქტურა არა მხოლოდ უკეთ წმენდს კბილებს, არამედ აშორებს ყვითელ ნადებს. ანადგურებს პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს კბილების დაზიანებასა და ღრძილების დაავადებას.


უბრალოდ, მოაყარეთ ცოტაოდენი სოდა კბილისპასტიან ჯაგრისს და ორი წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები. ისარგებლეთ ამ მეთოდით ერთი კვირის განმავლობაში, დღეში ერთხელ. არ გამოიყენოთ სოდა დიდი რაოდენობით და, როგორც ზემოთ ვთქვით, დღეში ერთ ჯერზე მეტად, რადგან ბიკარბონატ ნატრიუმის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შესაძლოა, კბილის ემალი დააზიანოს. 


3. ეფექტურია მზისგან დამწვრობის დროს



სხვადასხვა ცდებით დადასტურდა, რომ სოდაში შემავალი ბიკარბონატი ეხმარება სხეულს, მზისგან მიღებულ დამწვრობას გაუმკლავდეს - ამშვიდებს კანს და აშრობს დამწვრობით გაჩენილ ბუშტუკებს. სოდის გამოყენება შეგიძლიათ აბაზანაში. უბრალოდ, აავსეთ აბაზანა გრილი წყლით და გააზავეთ წყალში ერთი ჭიქა საკვები სოდა. ასევე, შეგიძლიათ, სოდის დახმარებით სპეციალური პასტა დაამზადოთ: ნახევარ ჭიქა სოდას დაამატეთ ცოტაოდენი წყალი, კარგად აურიეთ სოდა და წყალი ერთმანეთში, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მიღებული პასტა შეიზილეთ კანზე, გაიჩერეთ, დაახლოებით, 15 წუთი, შემდეგ კი თითებით ჩამოიწმინდეთ კანზე შემშრალი სოდა. ამგვარად მზისგან დამწვრობას ძალიან მალე დაივიწყებთ.


4. აბალანსებს კანის ფერს



კანის არათანაბარ ტონს კანის სიმშრალე იწვევს და ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. ამ პრობლემის მოგვარებაში საკვები სოდა დაგეხმარებათ, რომელიც ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან და აბალანსებს კანის მჟავიანობას. მსუბუქი სკრაბის მომზადება თავადაც შეგიძლიათ: 1-2 სუფრის კოვზ სოდას გადაურიეთ  ვარდის გაფილტრული წყალი. მიღებული სკრაბი შეიზილეთ კანზე და თითებით დაიმუშავეთ კანი ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში ერთხელ. სოდისგან დამზადებული სკრაბის მოხმარების შემდეგ აუცილებლად შეიზილეთ სახეზე დამატენიანებელი კრემი, რათა კანი არ გამოგიშრეთ.


5. აშორებს სხეულს უსიამოვნო სუნს



როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკვები სოდა ანადგურებს ბაქტერიებს, რაც ხელს უწყობს სხეულიდან უსიამოვნო სუნის მოშორებას. ასევე, სოდაში შემავალი კომპონენტები ხელს უწყობს ოფლიანობის პრობლემის მოშორებას. დღეს ბაზარზე არსებული დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების შემადგენლობაში ბიკარბონატ ნატრია მთავარი ინგრედიენტია.


თუმცა, თუ გსურთ, ოფლიანობას საკუთარი მეთოდით ებრძოლოთ, უბრალოდ გადაურიეთ ერთმანეთში 1/8 ჩაის კოვზი საკვები სოდა და 1 ს/კ წყალი, რათა სხეულიდან სინესტე მოიშოროთ. ხოლო თუ გსურთ, სასიამოვნო სურნელი გქონდეთ, დაამატეთ საკვებ სოდასა და წყალს საყვარელი ეთერზეთი. შემდეგ კი ბამბის ტამპონით შეიზილეთ საჭირო ადგილებზე.


6. აქრობს ქერტლს



ქერტლის პრობლემა ბევრს აწუხებს, განსაკუთრებით ექსტრემალურად ცივ ან ცხელ კლიმატში. მისი მოშორების ერთ-ერთი მარტივი საშუალება საკვები სოდაა. სწორედ მისი უხეში სტრუქტურა აშორებს თავის კანიდან ფხვიერ მკვდარ უჯრედებს.


ამისთვის კი 1 ს/კ საკვები სოდა უნდა შეიზილოთ თმის მშრალ ძირებში  და თითებით დაიმასაჟოთ თავის კანი ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ. 


7. აშორებს ცხიმსა და უსიამოვნო სუნს თმებიდან



ცხიმიანი თმა, მშრალ თმასთან შედარებით, მარტივად მტვრიანდება და უსიამოვნო სუნსაც ადვილად იღებს, რაც თმის სწრაფ გაჭუჭყიანებას იწვევს. იმისთვის, რომ მსგავსი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, გადაურიეთ საკვები სოდა და წყალი პროპორციით (1:3) და მიღებული ნიღაბი სველ თმებში 5-7 წუთით შეიზილეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. საკვები სოდისა და წყლისგან დამზადებულ ნიღაბს შეგიძლიათ, დაამატოთ ეთერზეთი საყვარელი არომატით. გაიმეორეთ პროცედურა თვეში ერთხელ, რათა თქვენი თმა უფრო რბილი, ნაზი და დაბალანსებული სტრუქტურის გახდეს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?