20 უცნაური ფაქტი ძველი ეგვიპტიდან
16:00 პარ. 13 აგვისტო, 2021 წელი
საოცარი პირამიდებისა და დიდებული ფარაონების ქვეყანაში, რომლის კულტურამ და ისტორიებმა დროს გაუძლო, ბევრი საინტერესო ტრადიცია და წეს-ჩვეულება ჰქონდათ. აი, მაგალითად:
✔️მონებს მთელ სხეულზე თაფლს უსვამდნენ, რათა ფარაონები ბუზებს არ შეეწუხებინათ.
✔️მაკიაჟს ატარებდა ქალიც და კაციც. როგორც წესი, ის ან მწვანე იყო, ან შავი.
✔️ძველი ეგვიპტელები მიიჩნევდნენ, რომ მაკიაჟი სამკურნალო საშუალება იყო. თუმცა, თავიდან ისინი მაკიაჟს
ისე იყენებდნენ, როგორც მზისგან დამცავ საშუალებას.
✔️ბავშვები ტანსაცმელს მოზრდილ ასაკამდე არ იცვამდნენ.
✔️ფარაონები სპეციალურ თავსაბურავს იხურავდნენ, რათა მათი თმა არავის დაენახა.
✔️ჩვეულებრივ, მდიდარი ეგვიპტელები პარიკს ატარებდნენ.
✔️ღარიბები კი გაშლილი თმით ან შეკრული კუდით დადიოდნენ.
✔️ბავშვებს თავს პარსავდნენ და თმის მხოლოდ ერთ ზოლს უტოვებდნენ. სავარაუდოდ, ამით მათ რწყილებისგან იცავდნენ.
✔️ეგვიპტელები მიიჩნევდნენ, რომ დედამიწა იყო ბრტყელი, მრგვალი და ნილოსი პირდაპირ მის შუაგულში მიედინებოდა.
✔️მიუხედავად იმისა, რომ ქალები სამართლებრივ და ეკონომიკურ დონეზე მამაკაცებთან თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ, სოციალურად თანასწორნი ისინი მაინც არ იყვნენ.
✔️გათხრების ადგილას აღმოჩენილმა გრაფიტებმა აჩვენა, რომ პირამიდების მშენებელმა ზოგიერთმა გუნდმა, პრაქტიკულად, საკუთარ თავს „ხუფუს მეგობრები“ უწოდა.
✔️მუმიფიცირებისას ტვინს სპეციალური მაშებით ნესტოებიდან იღებდნენ.
✔️სხეულის დანარჩენ ორგანოებსაც იღებდნენ და სპეციალურ ქილებში ათავსებდნენ. ტოვებდნენ ერთადერთ ორგანოს - გულს, ფიქრობდნენ, რომ მას სული ჰქონდა.
✔️გათხრებისას ძალიან ბევრ სამარხში ტუალეტებია აღმოჩენილი.
✔️უძველესი კაბა ნაპოვნია ეგვიპტეში და მისი ასაკი დაახლოებით 5 000 წელია.
✔️კლეოპატრა, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, არა ეგვიპტელი, როგორც ბევრი მიიჩნევს, არამედ ბერძენი იყო.
✔️პირამიდები აშენებულია არა მონების, არამედ დაქირავებული მუშების მიერ, რომელთა შრომაც ანაზღაურდებოდა. მონების მითი კი ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს მიერაა შეთხზული.
✔️საინტერესოა ის ფაქტი, რომ მუშებს ლუდითაც კი უნაზღაურებდნენ შრომას. უფრო ზუსტად, ერთი გალონი (3.5-დან 4.5 ლიტრამდე) ლუდი დღეში.
✔️როცა პატრონს კატა უკვდებოდა, ის გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდა.
✔️და, ალბათ, ყველაზე საოცარი ფაქტი - ძველ ეგვიპტელებს ქვის ბალიშებზე ეძინათ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან