როგორ ატარებენ ბავშვები თავისუფალ დროს

საკნატუნო ამბები

14 თებერვალი 15:00, 2019 წელი

გაიცანით: ალექსანდრე კონცელიძე, ნიკუშა ჩხეტიანი, დავით პეტრიაშვილი, ლევან კოხოძე, ლუკა დათებაშვილი, ლაშა აბდუშელიშვილი და ნინუცა დათებაშვილი.

დავით პეტრიაშვილი, 10 წლის



სკოლაში დავდივარ, ამიტომ თავისუფალი დრო უფრო მეტად შაბათ-კვირას მაქვს. სკოლაში სიარული მიყვარს, უბრალოდ, დილას ადრე გაღვიძება ცოტა მიჭირს. გაკვეთილებს სიამოვნებით ვესწრები, განსაკუთრებით, თუკი მასწავლებელი მკაცრი არ არის. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ან ვლაპარაკობ. მიყვარს ფეხბურთი. ხან რამე თამაშს მოვიფიქრებთ ხოლმე მეგობრები და ვერთობით, ხან კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობთ. კომპიუტერთან ჯდომას მეგობრებთან ერთად გართობა მირჩევნია.


 


ნიკუშა ჩხეტიანი, 11 წლის



თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ონლაინთამაშებით ვერთობი. ხან ჩემს დასთან ერთად მულტფილმებს ვუყურებ. მეგობრებთან ერთად უფრო კომპიუტერული თამაშებით გართობა იმიტომ მიწევს, რომ  ჩემს სამეგობროში ყველა დიდია და დაკავებულები არიან ხოლმე. ისე, მე მიყვარს სირბილი, დაჭერობანას თამაში და მსგავს აქტიურ გართობას ვანიჭებ უპირატესობას. სპორტით ვარ დაკავებული - დავდივარ რაგბიზე და მინდა, წარმატებული რაგბისტი გამოვიდე.


 


ალექსანდრე კონცელიძე, 4 წლის



მე ოთხი წლის ვარ, ბაღში დავდივარ. ახლა უკვე მოვედი ბაღიდან. ბაღში კარგად ვერთობი ბავშვებთან, მაგრამ ბაღიდან რომ სახლში მოვდივარ, კიდევ ვთამაშობ. ყველაზე მეტად მიყვარს მანქანებით თამაში. მანქანა-რობოტები და დინოზავრი-რობოტები მიყვარს. კიდევ ველოსიპედით მიყვარს სეირნობა. ხატვაც მიყვარს, ოღონდ ძალიან არა. კარგად ხატვა ჯერ არ ვიცი, მარტო ვჯღაბნი.


 


ლევან კოხოძე, 9 წლის



თუკი სკოლაში არ ვარ, სახლში კომპიუტერთან ვზივარ და ვთამაშობ. ეზოში თამაშს კომპიუტერული თამაშები მირჩევნია. ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად სკოლაში ვერთობი. როდესაც ჩემთან მოდიან მეგობრები, სათამაშოებით ვთამაშობთ. ბევრი სათამაშო მაქვს. მანქანები, რობოტები. ერთი ნამდვილი რობოტიც მაქვს, დიდია, დადის და ხელში რაღაცების დაჭერა შეუძლია. დაბადების დღეზე მაჩუქეს. ხან ვხატავ ხოლმე, ოღონდ იშვიათად. პატარა კაცუნების და სახლების ხატვა მიყვარს. ჩემი საყვარელი ფერებია ლურჯი და ყვითელი, თუმცა, ხატვის დროს სხვადასხვა ფერებს ვიყენებ. თავისუფალ დროს დედასთან ერთად გასართობ ადგილებშიც მიყვარს სიარული.


 


ლუკა დათებაშვილი, 7 წლის



როცა სკოლაში არ ვარ და გაკვეთილები არ მაქვს მოსამზადებელი, კომპიუტერული თამაშებით ვერთობი. ისე, ფეხბურთიც მიყვარს და ვთამაშობ ხოლმე ბავშვებთან. თუმცა, ეზოში თამაშს კომპიუტერთან გართობა მირჩევნია. კიდევ მიყვარს ფილმების ყურება. სათამაშოებით აღარ ვთამაშობ, უკვე გავიზარდე. ლეგოების აწყობა ადრე უფრო მიყვარდა. ახლა ცოტათი მიყვარს. კიდევ, თავისუფალ დროს ვხატავ. ყველაზე ხშირად შემოდგომის ხატვა მიყვარს. ძალიან ლამაზია შემოდგომა და რატომღაც ამოვიჩემე.


 


ლაშა აბდუშელიშვილი, 10 წლის



სკოლაში დავდივარ, სკოლის მერე ვმეცადინეობ ხოლმე და თავისუფალი დრო ბევრი არ მრჩება. როგორც კი შევნიშნავ, რომ ცოტა დრო გამომიჩნდა, კომპიუტერთან ვჯდები და ვთამაშობ. ხანდახან დედა მეუბნება, ნუ ზიხარ დიდხანს კომპიუტერთანო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ვთანხმდებით ხოლმე. ადრე ლეგოებით და სხვადასხვა სათამაშოებით ვერთობოდი, მაგრამ ახლა უკვე აღარ მიყვარს სათამაშოებით თამაში. აქტიური თამაშები დიდად არ მიზიდავს, თან ახლა ცივა, ზამთარია. ზაფხულში არდადეგებზე უფრო ვერთობი ხოლმე ბავშვებთან, ხან აუზზე დავდივარ, მიყვარს ცურვა. ზოგჯერ დედასთან ერთად გასართობ ადგილებში დავდივარ. როცა მეგობრები მომდიან სახლში, კარტს ვთამაშობთ ხოლმე და ასე გაგვყავს თავისუფალი დრო.


ნინუცა დათებაშვილი, 12 წლის



თავისუფალი დრო მაქვს ხოლმე გახანგრძლივებულის მერე და სახლში რომ მოვალ, გაკვეთილების მომზადების შემდეგ. დავდივარ ცეკვაზე და როცა თავისუფალი დრო მაქვს, სახლშიც ვცეკვავ. მიყვარს მეგობრებთან ერთად სეირნობა, მათთან კომუნიკაცია. ეზოში ბავშვებთან თამაშიც მიყვარს, მაგრამ ახლა ცივა და ვეღარ ჩავდივარ ისე ხშირად. ძალიან მიყვარს ხატვაც და როცა დრო მაქვს, ვხატავ კიდეც. კომპიუტერთან ჯდომას, მირჩევნია მეგობრებთან მქონდეს ურთიერთობა. ერთმანეთს პირად ამბებს, ემოციებს ვუზიარებთ, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?