პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

საკნატუნო ამბები

16 თებერვალი 09:00, 2019 წელი

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.

ექიმები განმარტავენ, რომ შაკიკის მიზეზი შესაძლოა, იყოს ხშირი დაღლილობა, გონებრივი საქმიანობის დროს დაძაბულობა, სტრესი და, ასევე, ჰორმონალური დარღვევა, თუმცა, შაკიკი ხშირად მემკვიდრეობითაც გადაეცემა. 


სწორი კვება შაკიკის შეტევებთან პირდაპირ კავშირშია. არსებობს ვიტამინები, რომელთა უკმარისობა თავის ტკივილს 4-ჯერ უფრო ახშირებს. გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების შემდეგ თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად იგრძნობთ. 


პროდუქტები შაკიკის წინააღმდეგ


ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12



ამ ელემენტების გარეშე ორგანიზმი სტრესს განიცდის. ადამიანი უფრო ადვილად ღიზიანდება და გონებაგაფანტული ხდება, რაც სერიოზულ უსიამოვნებებს იწვევს ორგანიზმში. ფოლიუმის მჟავა შეგიძლიათ, შემდეგი პროდუქტებიდან მიიღოთ: ბროკოლი, ისპანახი, სატაცური, გოგრა, ჭარხალი და ავოკადო. ხოლო ვიტამინ B12-ს ქათმის კვერცხი დიდი რაოდენობით შეიცავს.


 


სპილენძი და რკინა



ამ ელემენტების უკმარისობას ყველაზე ხშირად ქალები განიცდიან. შედეგად იწყება შაკიკის შეტევა, დეპრესია და წნევის ვარდნა. ორგანიზმში სპილენძის მარაგის ასაღებად უნდა მიირთვათ ლობიო, თხილეული და თხის რძისგან დამზადებული ყველი. ხოლო რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის კომბოსტო, მზესუმზირა, მწვანილები, სეზამი და საქონლის ღვიძლი.


ვიტამინი B6



თავის ტკივილისა და გულისრევის შეგრძნების შესამცირებლად ადვილად მოსანელებელი საკვები უნდა მიირთვათ. ასევე, ამ პრობლემებს ეფექტურად უწყობს ხელს ვიტამინ 6-ის მიღება, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ახალი ბოსტნეული, ლობიო, საქონლის ღვიძლი და მარცვლეული პროდუქტები.


D ვიტამინი



სხვადასხვა კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებს, რომელთაც სისხლში D ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, თავის ტკივილები 20%-ით მეტად აწუხებთ. ამიტომ მიიღეთ უფრო მეტი რაოდენობით ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის ნაწარმი და, ასევე, პარკოსნები.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?