10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

საკნატუნო ამბები

22 აპრილი 14:00, 2019 წელი

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.

1. კბილები მგრძნობელობას კარგავს



ასაკის მატებასთან ერთად, კბილები გაცილებით მგრძნობიარე ხდება ცივი და ცხელი საკვების მიმართ. ამერიკული სტომატოლოგიური ასოციაციის მონაცემებით, წლებთან ერთად, კბილებში ნერვების რაოდენობა მცირდება, რაც არის კიდეც მიზეზი მგრძნობელობის დაკარგვისა. როცა ეს ხდება, ადამიანი ვეღარ გრძნობს კარიესის მსგავსი დაავადებების სიმპტომებს.


2. იზრდება ცხვირი



საშუალოდ, ადამიანი 18 წლამდე იზრდება. თუმცა, სხეულის ზოგიერთი ნაწილი მთელი ცხოვრების განმავლობაში აგრძელებს ზრდას, მაგალითად, ცხვირი. ეს გამოწვეულია რბილ ქსოვილებში, კუნთებსა და ხრტილებში მიმდინარე ცვლილებებით, რაც ქმნის კიდეც მის ძირითად სტრუქტურას. ძვლებისგან განსხვავებით, ხრტილები ზრდას აგრძელებს. ამასთანავე, ცხვირის წვერი ასაკთან ერთად დაბლა იწევს.


3. პატარავდება მენჯები



ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის ცოცხალი უჯრედები სითხეს კარგავს, რაც სხეულის მეტამორფოზას ხილვადს ხდის. ქალისთვის ამ პროცესის მკვეთრი გამოხატულებაა სხეულის „მსხლის“ (წვრილი წელი, განიერი მენჯები) ფორმიდან „ვაშლის“ (განიერი წელი, ვიწრო მენჯები) ფორმაში გადასვლა. დაბერებისას ტესტოსტერონის დონის დაქვეითება მამაკაცებშიც ახდენს გავლენას ცხიმის გადანაწილებაზე და მენჯების გარშემოწერილობაზე, რომლებიც ჩვეულებრივ მცირდება.


4. წამწამები მოკლდება



ქუთუთოების გარშემო კანის არასწორი მოვლა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ორგანიზმის ალერგიული რეაქციები - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენს წამწამების სისქესა და სიგრძეზე. მაგრამ ასაკის მატება უამისოდაც იწვევს ცვლილებებს. კვლევების მიხედვით, მამაკაცებისა და ქალების 44% შენიშნავს, რომ წლების განმავლობაში წამწამები თხელდება და მოკლდება.


5. ლიბიდო იზრდება



მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად იწყება ჰორმონალური დისბალანსი. რეპროდუქციული ფუნქცია ქვეითდება, ლიბიდო კი, პირიქით, იზრდება. ფსიქოლოგების აზრით, 40 წელი - ეს არის სექსუალურობისთვის გამოთავისუფლებული დრო სულიერი სიმშვიდის მოპოვების ხარჯზე: ბავშვები უკვე მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლები არიან, კარიერა სტაბილურია. გარდა ამისა, მცირდება დაუგეგმავი ორსულობის შიში.


6. იზრდება ფეხის ზომა



ორთოპედები ამტკიცებენ, რომ ასაკთან ერთად ტერფები შედარებით ბრტყელი ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ იზრდება მისი სიგრძე და სიგანე. ბევრი იძულებულია, 1-2 ზომით დიდი ფეხსაცმელი ჩაიცვას, ვიდრე ადრე იცვამდა.


7. ქრება ჭორფლი



ჭორფლი უფრო ხშირად ღია ფერის ადამიანებს ან ჟღალი თმის მქონეებს აქვთ. როგორც წესი, ის ბავშვობაში ან ახალგაზრდა ასაკში ჩნდება. სპეციალისტების აზრით, წლებთან ერთად ჭორფლის რაოდენობაც იკლებს, ზოგჯერ კი ის საერთოდაც ქრება.


8. იცვლება თითის ანაბეჭდები



მრავალი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს კრიმინალისტები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის თითის ანაბეჭდი მთელი ცხოვრება ერთი და იგივეა და არასოდეს იცვლება. თუმცა 2015 წელს მეცნიერებმა მასშტაბური ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ დაახლოებით 15 ათასი ადამიანის (რომლებიც რეგულარულად ტოვებდნენ თავიანთ თითის ანაბეჭდებს პოლიციის განყოფილებაში) მონაცემები დაამუშავეს. გამოირკვა, რომ პაპილარული ხაზების შეცვლა არა მარტო ტრავმებს (მაგალითად, შრამებს) შეუძლია, არამედ ასაკსაც.


9. იცვლება ფერების აღქმა



წლებთან ერთად ბევრი ადამიანი დგება ფერების აღქმის პრობლემის წინაშე. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, გამოიკვლიეს რა 900 ადამიანი 58-დან 102 წლამდე. გამოვლინდა, რომ ასაკობრივი ცვლილებები თვალში ყვითელი ფილტრის ეფექტს აჩენს. ეს ხელს უშლის ფერების ერთმანეთისგან გარჩევას: ლურჯის იისფერისგან, ყვითლის მწვანისგან.


10. იცვლება საჭმლის გემო



ასაკთან ერთად ნელდება ენაზე გემოს რეცეპტორების განახლება. ექსპერტების თქმით, ეს მოქმედებს კერძების გემოს აღქმაზე. აქედან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდას რაღაც არ ეგემრიელება, მოგვიანებით კი ამ რაღაცას დელიკატესად აღიქვამს. კულინარიული გემოვნების ცვლილება ქალებში დაახლოებით 50 წლის ასაკში იწყება, კაცებში - 60-ის. ისე, ყველაზე პოპულარული „ასაკიანი“ პროდუქტებია: თხის ყველი, ლობიო და კიტრის მწნილი.


ბონუსი: ბედნიერების განცდა



მიუხედავად ზემოთქმულისა, ადამიანები ასაკში თავს ბედნიერად გრძნობენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სან-დიეგოს მეცნიერები. გამოკვლევაში დაახლოებით 1000 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა 50-დან 99 წლამდე. აღმოჩნდა, რომ დროთა განმავლობაში, ადამიანები პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც კი ცხოვრებას ძალიან პოზიტიურად უყურებენ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?