ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

საკნატუნო ამბები

17 ივნისი 14:00, 2019 წელი

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...

მილიარდერი ანდერს ჰოლკ პოულსენი



პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, დანიელი ანდერს ჰოლკ პოულსენი - წარმატებული, ჭკვიანი და ოჯახისა და მეუღლის უზომოდ მოყვარული. მისი ცხოვრების კრედო ახლობლების გახარება იყო და ამისთვის არაფერს იშურებდა - არც ძალ-ღონეს და არც ფულს. ამა წლის აპრილში ეს მეგობრული და მხიარული ოჯახი კერძო თვითმფრინავით შრი-ლანკაზე გაფრინდა და იქ აპირებდა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას. ისინი კოლომბოს ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რა უბედურება ელოდათ. ტერორისტების მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა მათ სასტუმრომდეც მიაღწია და ანდერსის 4 შვილიდან სამის სიცოცხლე შეიწირა. ასეთი დარტყმის შემდეგ ცოლ-ქმარი მდგომარეობიდან დღემდე ვერ გამოვიდა... არადა რამდენიმე დღით ადრე ანდერსს საკუთარი ქონების შვილების სახელზე გადაფორმება უნდოდა.


პოლიტიკოსი ჯოზეფ ბაიდენი



ჯოზეფ ბაიდენი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დიდხანს ვერ გამოკეთდა იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც მის ოჯახს შეემთხვა. 1972 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ მისი მეუღლე და ქალიშვილი, ბიჭებმა კი მძიმე ტრავმები მიიღეს. მოგვიანებით ბაიდენი გამოტყდა, რომ თითქოს ვიღაცამ თვალები დაუხუჭა და გარე სამყაროს ვეღარ ხედავდა. ის მხოლოდ ტკივილს გრძნობდა, რომლის გაყუჩებაც არანაირ ძალას არ შეეძლო. ჯოზეფმა ისიც აღიარა, რომ თვითმკვლელობის სურვილი ერთი წუთითაც არ ტოვებდა. და მხოლოდ ვაჟებისადმი სიყვარულმა, მათი მომავლისადმი პასუხისმგებლობამ, შეიძლება ითქვას, იხსნა ის ტრაგიკული ნაბიჯისგან. ისე ჩანდა, რომ თითქოს ეს საშინელი ტრაგედია გადაიტანა, რომ უბედურება ახლიდან ეწვია. 2015 წელს ბაიდენის ვაჟი ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ცნობილი პოლიტიკოსის ცრემლებმა მთელი ამერიკა შეძრა.


მსახიობი პირს ბროსნანი



პირს ბროსნანი - განუმეორებელი ჯეიმს ბონდი, ჰოლივუდის უპოპულარესი მსახიობი. მისი პოპულარობა პირდაპირპროპორციულია მის მიერ ნაშოვნი მილიონებისა. მაგრამ ერთია კინოში შექმნა ტრაგიკული სახე და მეორეა, რეალურ ცხოვრებაში გაუმკლავდე თავს დატეხილ უბედურებას. პირს ბროსნანისა და ავსტრალიელი მსახიობის კასანდრა ჰარისის სიყვარულის ისტორია სავსე იყო სითბოთი და სიყვარულით. პირსი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასე თავდაუზოგავად მოუწევდა ბრძოლა სიყვარულისთვის. კასანდრას საკვერცხეების კიბო აღმოაჩნდა. პირსს ერთი წუთითაც არ მიუტოვებია საყვარელი მეუღლე, სულ მის გვერდით იყო, მაგრამ ავადმყოფობის დამარცხება შეუძლებელი აღმოჩნდა - კასანდრა 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ უბედურებამ ბროსნანი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა, მაგრამ შეძლო თავის ხელში აყვანა და მთელი თავისი ძალა და ენერგია შვილების აღზრდისკენ მიმართა. მაგრამ უბედურება ისევ ეწვია, როცა კასანდრას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, რომელსაც პირსი შვილივით ზრდიდა, მემკვიდრეობით მიღებული ავადმყოფობით გარდაიცვალა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?