+18

ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

fun time

23:00 პარ. 16 ივლისი, 2021 წელი

პენისის ზომა თუ ნიჭი

14
დაკოპირებულია

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? და საერთოდ, რას ნიშნავს „დიდი“ და „პატარა“? ერთად გავერკვეთ.  

ქალების აზრით, რომლებიც ამის შესახებ ლაპარაკობენ ან სხვადასხვა ფორუმზე აქტიურობენ:

  • 19+სმ - ეს დიდი პენისია;
  • 20+სმ - ეს უკვე ძალიან დიდია;
  • 23 სმ - უშველებელი.

სხვათა შორის, გიგანტური პენისთან სექსის სურვილი ქალებს არ აქვთ და ასეთ კაცს გაურბიან. დიახ, ასეა.

მართალია, გიგანტური პენისი - ბევრ ქალს აშინებს, მაგრამ სამაგიეროდ სურათზე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ბოლო დროს გაცნობის საიტებზე გოგოები ხშირად სთხოვენ ახლად გაცნობილ ბიჭებს: გამომიგზავნე პენისის ფოტო. და ეჭვი ხომ არავის ეპარება, რომ ფოტოები ბოლო დროს ფლირტისა და რომანტიკული ურთიერთობის ნაწილია?!

მოკლედ, ფოტოს აუცილებლად აქვს მნიშვნელობა და ეს ყველაფერს ცვლის. ადრე სადმე ბარში მიირთმევდით 5-6 ჭიქა კოქტეილს, მიდიოდით სახლში, იხდიდით ტანსაცმელს სიბნელეში და ერთმანეთის შიშველ სხეულს მეორე შვილის გაჩენის შემდეგ თუ ნახავდით.

ახლა უკვე წინასწარ იცი ყველაფერი მასზე. ყველა მისი ინტიმური თვისება და, ბუნებრივია, დიდი და ლამაზი პენისი უფრო ფოტოგენურია (ვიდრე სხვა დანარჩენი). იქნებ ქალები მართლა სერიოზულად დაფიქრდნენ ზომაზე, ფორმაზე, რაკურსზე და ა.შ.

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ზომას მნიშვნელობა არ აქვს - სამწუხაროდ, ეს ტყუილია. და ეს არ არის მხოლოდ სილამაზის საკითხი.

პენისი - არ არის მკერდი. დიდი მკერდი ფოტოზე ან დეკოლტეზე გაცილებით აღმგზნებია, ვიდრე პენისი, მაგრამ სექსისთვის დიდი მკერდი აუცილებელი არ არის.
ხოლო პენისის ზომა პირდაპირ კავშირშია ქალის შეგრძნებებთან.

თუმცა დიდი პენისი საკმარისი არ არის ქალის გაბედნიერებისთვის. მეტიც - როგორც აღმოჩნდა, ბევრი ქალი სექსსა და ბედნიერებას ერთმანეთს საერთოდ არ უკავშირებს.

მაგალითად, ერთ-ერთ ფორუმზე გოგო წერდა:

„გავიცანი, ვისაუბრეთ, შევხვდით, თითქმის შემიყვარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან, ძალიან პატარა პენისი აქვს. რა უნდა ვქნა?“
აქ, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა საპასუხო კომენტარებმა: „ბედნიერება ხომ არ არის პენისში“; “მთავარია, კარგი ადამიანი იყოს“; „არასდროს მსმენია, რომ კაცი პატარა პენისის გამო მიატოვო, აი, პატარა ხელფასის გამო - კი, ბატონო“.

მოკლედ, ცვენაა გოგოების, რომლებსაც პენისის გამო კი არ უყვართ კაცი, არამედ ხელფასისა და სიკეთისთვის აფასებენ მას. დიახ, სექსი ექნება თუ არა - სულაც არ აინტერესებს.

თუმცა, არსებობენ ქალები, ვისთვისაც ჯერ სექსია, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი. მით უმეტეს, როდსაც პარტნიორ კაცსაც მოსწონს სექსი და განასხვავებს კლიტორს კლიმაქსისგან, როდესაც კაცმა იცის, სექსის დროს ხელებისა და პირის დანიშნულება, როდესაც ის აღფრთოვანდება ქალის სხეულით და არ ერიდება საშოზე შეხედვის. რადგან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობენ ისეთი კაცებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საშო მკვდარი ხვრელია და ასეთ კაცებს არასდროს არაფერი ეშველებათ.

რა თქმა უნდა, ლამაზი ადამიანები უფრო მარტივად ცხოვრობენ. მათთვის, ვისაც ლამაზი მკერდი, გრძელი ფეხები ან დიდი პენისი აქვს - კიდევ უფრო მარტივია ცხოვრება. უფრო მეტი არჩევანი აქვთ.

მაგრამ, თუკი ბუნებამ განსაკუთრებულად ვერ დაგვაჯილდოვა, ეს არ არის კატასტროფა. უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ და განვავითაროთ საკუთარ თავში სხვა თვისებები.

დიახ, ქალებს, პირველ რიგში ,დიდი, მყარი და ლამაზი პენისის ფოტოები იზიდავს, თუმცა, მაინც ყველაზე მთავარია, კაცი იყოს შესანიშნავი საყვარელი. სამწუხაროდ, პენისი არ მუშაობს ისე, როგორც ანტენა - სიგრძეზე არ არის დამოკიდებული ქალის სურვილების ზუსტად გაგება.

ყველაზე მთავარია - კულტურა! კულტურა იმისთვის, რომ კაცი დაინტერესდეს სექსით, იმისთვის, რომ შეისწავლოს, სად აქვს ქალს მგრძნობიარე ადგილები და ყველა მგრძნობიარე წერტილს შეეხოს; იმისთვის, რომ შეიგრძნოს ქალი და თავიდან ფეხებამდე აღფრთოვანდეს მისით. ასეთი კაცები კი თითზე ჩამოსათვლელია.

სექსუალურმა სურვილმა კაცში უნდა გამოიწვიოს ქალის მიმართ პატივისცემა და სინაზე და არა ასე: „გამარჯობა. აი, ჩემი პენისი. შენც თითქოს არა გიშავს, მოდი, უცებ სექსი და მერე მაკარონი მომიხარშე“.

ჰოდა, ძვირფასო კაცებო, სანამ ასე იქცევით, ქალები მხოლოდ პენისის ზომისა და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით განგსჯიან. ბუნებრივია, ეს ამბავი არ მოგწონთ. ამიტომ, იქნებ ლამაზი და მგრძნობიარე სექსი ისწავლოთ. სცადეთ, თავადაც მოგეწონებათ.

🔰🔰🔰:

ცხვირის ზომა პენისის ზომის პროპორციულია?

პენისის ზომა და მისი გაზრდის მეთოდები

პენისის მოტეხილობისთვის საშიში სამი პოზა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში