14 საოცარი ფაქტი ცხოველებზე, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არც კი იცოდით

საკნატუნო ამბები

იცით, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე დიდი ციყვი, რატომ რჩება ვეფხვი შეუმჩნეველი მწვანე ბალახში და რას ჰყავს თავის ბუნაგში შინაური ცხოველი?

1. ყველა გეპარდი ერთნაირია



გეპარდები გენეტიკურად იმდენად ჰგვანან, რომ არსებითად ერთმანეთის კლონები არიან. საქმე ისაა,რომ ეს ლამაზი კატები თითქმის გადაშენდნენ უკანასკნელი გამყინვარების შემდეგ. ის მცირე რაოდენობას კი, რომელმაც სისხლის აღრევით გააგრძელა თანამედროვე სახეობის გვარი, გამრავლების პრობლემა აქვს - ახალშობილთა უმრავლესობა ერთ წლამდეც ვერ აღწევს.


2. ფრინველი, რომელიც წყალზე ცხოვრობს



აფრიკული იაკანა ბუდეს წყალზე იშენებს. თავისი გრძელი ფეხებისა და ბრჭყალების საშუალებით ის ადვილად გადაადგილდება წყლის ზედაპირზე განთავსებული წყალმცენარეების ფოთლებზე, მათ შორის ლილიებზეც.


3. გიგანტური ჭიანჭველაჭამიები თავიანთ ნაშიერებს ზურგით ატარებენ და მათ მომდევნო დამაკებამდე არ იშორებენ



4. ფუტკრები  Tetragonula carbonaria სპირალური ფორმის ფიჭას აშენებენ  



5. ცხოველი ძალიან მოქნილი ტერფებით



ენოტისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენელს შეუძლია ტერფები 180 გრადუსით შემოატრიალოს. რაც საშუალებას აძლევს, გადააადგილდეს ხეზე როგორც პირდაპირი, ისე უკუმიმართულებით.


6. პარაზიტი ფრინველები



წარსულში მიიჩნეოდა, რომ პატარა ჩიტუნიებისა და მსხვილფეხა ბალახისმჭამელების კავშირი ურთიერთსასარგებლო ხასიათს ატარებდა, მაგრამ ახლა მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ეს ფრინველები უფრო პარაზიტები არიან, ვიდრე დამხმარეები. ეს გადამფრენები იმ ტკიპებითა და მწერებით იკვებებიან, რომლებიც ცხოველის ჭრილობებში ჩნდებიან. ოღონდ ეგაა, ამ ჭრილობებს ისინი თავად ქმნიან, აზიანებენ რა ცხოველის ტყავს. თუმცა ასეთი მეზობლობა ცხოველებს დისკომფორტს არ უქმნის და ისინი მათ მოგერიებას არც კი ცდილობენ.


7. მსოფლიოში ყველაზე დიდი ციყვი



გიგანტური ინდური ციყვი არა მარტო შეფერილობით გამოირჩევა, არამედ ზომითაც: მისი სხეულის სიგრძე 36 სა-ია, კუდის კი - 61 სმ. ასეთი ციყვები ან მარტო ცხოვრობენ, ან წყვილად, მაგრამ არასოდეს ივიწყებენ პირად კომფორტს: ისინი რამდენიმე ბუდეს იშენებენ ხეებზე და მათ სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ - დასაძინებლად, დასასვენებლდ და გასამრავლებლად.


8. ტარანტულებს შინაური ცხოველები ჰყავთ



ტარანტულებს ბაყაყები ჰყავთ მოშინაურებული. ამ უცნაურ ურთიერთობას თავისი ახსნა მოეძებნება: ობობები პატარა მწერებისგან წუხდებიან, რომლებსაც ლეშის სუნი იზიდავთ (ტარანტულის ბუნაგში კი ეს სუნი ხშირადაა). და იმისთვის, რომ თავიანთი საკვები დაიცვან, ტარანტულები ბაყაყს ისახლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტიდან ისინი ბყაყს სხვა მტაცებლებისგან იცავენ, ზოგჯერ შეიძლება თავადაც მოუნდეთ მისი შეჭმა. მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის ბაყაყი ტოქსიკურ ლორწოს იყენებს, რომელიც ტარანტულს მადას უკარგავს.


9. ძაღლები დროს სუნის მიხედვით განსაზღვრავენ



ძაღლებს შეუძლიათ, დრო თავიანთი პატრონების დღის რეჟიმის დამახსოვრებით განსაზღვრონ. მაგრამ კიდევ ერთი ხერხიც არსებობს, რისი წყალობითაც თქვენს მეგობარს საათი არ სჭირდება - ეს სუნია. ცხოველები სუნის მიხედვით აგნებენ თვიანთ პატრონებს, თუ ის მთელი დღე არ გამოჩნდა. მაგალითად, როდესაც სამსახურში მიდიხართ, ჰაერში თქვენი არომატის მაქსიმალური კონცენტრაციაა, მაგრამ დროთა განმავობაში ის ქრება. ძაღლი იმახსოვრებს, კონცენტრაციის რა სტადიაზე ბრუნდებით თქვენ სახლში და იწყებს თქვენს დალოდებას ამ წუთიდან.


10. არსებობს თბილსისხლიანი თევზი



წითელი ოპაჰია - ერთადერთი თევზი, რომელსაც თერმორეგულაციის უნარი აქვს. ოპაჰიას სხეულის ტემპერატურა გარშემომყოფებთან შედარებით 5 გრადუსით მაღალია. ამასთანავე, ის საკმაოდ დიდი თევზია - სიგრძეში 2 მეტრია და დაახლოებით 100 კგ-ს იწონის.


11. ყველაზე თავშენახული კოდალა



მელანოპეზი ხეში ერთგვარ სათავსებს აკეთებს. ამ ჩიტის შრომისმოყვარეობა და საკვების მომარაგების უნარი რომ შეაფასოთ, ყურადღება მიაქციეთ: ერთ ფიჭვში დაახლოებით 60 ათასი შენახული მარცვალი აღმოაჩინეს.


12. ბალახისმჭამელები ვეფხვს მწვანედ ხედავენ



ბალახისმჭამელთა უმრავლესობა ფერებს ვერ არჩევს და მათ თვალში ნარინჯისფერი და მწვანე იდენტური ფერებია, რაც ხელს აძლევს (უფრო ზუსტად, თათს) ზოლიან მტაცებელს. ცხოველთა დალტონიზმის წყალობით მწვანე ფონზე ვეფხვს შეუძლია, შეუმჩნეველი დარჩეს.


13. კიტოგლავი - წერო, რომელიც იკვებება გველებით, თევზებით, კუებით და თქვენ წარმოიდგინეთ, მცირე ზომის ნიანგებითაც კი



14. კატებს შეუძლიათ, ზღვის წყალი დალიონ: მათი თირკმელები კარგად ფილტრავს მარილს და მას ბუნებრივი გზით გამოდევნის


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?