ვინ არის „სამეფო კარის თამაშების“ ყველაზე მდიდარი მსახიობი?

საკნატუნო ამბები

9 ივლისი 14:00, 2019 წელი

გაგიკვირდებათ და ეს არც დეინერისია და არც ჯონ სნოუ...

15. ნატალი ემანუელი (მისანდეია) - $1 მლნ



ნატალი ემანუელის გმირი მესამე სეზონში გამოჩნდა და მაშინვე დაიპყრო ფანების გული. მე-5 სეზონში ის უკვე დეინერისის მარჯვენა ხელად მოგვევლინა. ნატალიმ დაახლოებით $1 მლნ მოაგროვა და დაგვეთანხმებით, ეს ძალიან კარგი შემოსავალია მსახიობისთვის, რომელიც მთავარ როლსაც კი არ ასრულებდა.


14. ალფი ალენი (ტეონ გრეიჯოი) - $2 მლნ



ეს პერსონაჟი პირველივე სეზონში გამოჩნდა და მთელი 8 სეზონის განმავლობაში იცვლებოდა. ბოლო სეზონებში მსახიობი თითო ეპიზოდში $100 ათასს იღებდა. და შეძლო $2 მლნ მოეგროვებინა.


13. კონლეტ ჰილი (ვარისი) - $2 მლნ



ვარისი - კიდევ ერთი პერსონაჟი პირველივე სეზონიდან. ამ ბრიტანელი მსახიობის ჰონორარი მე-7-8 სეზონებში ერთ სერიაში დაახლოებით $100 ათასი იყო. მთლიან თანხად $2 მლნ სახელდება.


12. გვენდოლინ კრისტი (ბრიანა ტარტი) - $3 მლნ



ბრიანა ტარტი, პირველი ქალი რაინდი, სამეფო გვარდიის ლორდი-მეთაური, მეორე სეზონში გამოჩნდა. ამ ბრიტანელი მსახიობის გამომუშავებული თანხა - $3 მლნ ერთობ შთამბეჭდავი ციფრია იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე ამ მსახიობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.


11. იან გლენი (ჯორახ მორმონტი) - $3 მლნ



ჯორახ მორმონტი, ვესტეროსიდან გაძევებული ყოფილი რაინდი, ჯერ კიდევ პირველ სეზონში გამოჩნდა და ყოველვის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იყო. შოტლანდიელმა მსახიობმა „სამეფო კარის თამაშების“ წყალობით $3 მლნ გამოიმუშავა.


10. აიზეკ ჰემპსტედ-რაიტი (ბრან სტარკი) - $4 მლნ



აიზეკი, სულ რაღაც, 10 წლის იყო, როცა სერიალის მსახიობთა ჯგუფს შეუერთდა. ახლა ის 19 წლისაა და „სამეფო კარის თამაშებმა“ მას $4 მლნ აშოვნინა. უკანასკნელი მონაცემებით, მე-7-8 სეზონში თითო სერიაში აიზეკს $175 ათასს უხდიდნენ.


9. სოფი ტერნეტი (სანსა სტარკი) - $6 მლნ



სანსა სტარკი - სერიალის ერთ-ერთი საკვანძო გმირი და ფანების ფავორიტი. სოფი ტერნერი თითო სერიაში $175 ათასს გამოიმუშავებდა, მაგრამ ბოლო სეზონზე მისი ჰონორარი ერთ სერიაში $210 ათასამდე გაიზარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში სოფიმ მოჰყვა, რომ კიტ ჰარინგტონის ჰონორარი მისას ბევრად აღემატებოდა, მაგრამ ის ნაწყენი არ იყო, რადგან კიტს ბევრად მეტი საეკრანო დრო და ღამის გადაღება ჰქონდა.


8. მეისი უილიამსი (არია სტარკი) - $6 მლნ



მეისი უილიამსიც მოზარდი იყო, როცა გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა. 8 სეზონის მანძილზე მისი ჰონორარი სერიაში $150 ათასიდან $210 ათასამდე გაიზარდა. მეისი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ სულ თავიდან სერიალში აღებული ჰონორარით ნოუთბუქის ყიდვა უნდოდა. ახლა გოგონას შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ყველაზე ძვირად ღირებული ნოუთბუქი შეიძინოს, „სამეფო კარის თამაშებმა“ ხომ მას $6 მლნ მოუტანა.


7. ნატალი დორმერი (მარგერი ტირელი) - $6 მლნ



მარგერი ტირელი სერიალში მეორეხარისხოვანი გმირი იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მსახიობისთვის, ფანების ფავორიტი გამხდარიყო და სერიოზული ჰონორარი გამოემუშავებინა. ის მეორე სეზონში გამოჩნდა და ბოლომდე, მეექვსე სეზონში მის დაღუპვამდე, კაშკაშა პერსონაჟად დარჩა. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ მან ზუსტად იმდენი გამოიმუშავა, რამდენიც სოფი ტერნერმა და მეისი უილიამსმა. საქმე ისაა, რომ  ეს მსახიობები „ბე“ ჯგუფში შედიან. სერიალის შემქმნელებმა გადახდის განსაკუთრებული სისტემა შეიმუშავეს, რის მიხედვითაც მსახიობები სამ ჯგუფად იყვნენ გადანაწილებული. და სწორედ ამის მიხედვით ფორმირდებოდა მათი ჰონორარებიც.


6. რორი მაკანი (სანდორ კლიგანი) - $6 მლნ



სანდორ კლიგანი, მეტსახელად ძაღლი, ასევე, პირველივე სეზონიდანაა სერიალში. ამ პერსონაჟმა სერიოზული ცვლილებები განიცადა და სერიალის ბოლოს დადებით გმირადაც კი იქცა. „სამეფო კარის თამაშებმა“ შოტლანდიელ მსახიობს $6 მლნ-მდე შემოსავალი მოუტანა.


5. ლინა ჰიდი (სერსეი ლანისტერი) - $9 მლნ



ლინა ჰიდი „სამეფო კარის თამაშების“ 5 ძირითად ვარსკვლავს შორისაა და „ა“ ჯგუფის მსახიობად მიიჩნევა. მისი პერსონაჟი - სერსეი ლანისტერი სერიალის მთავარი უარყოფითი გმირია. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ხუთი წლის წინათ მსახიობი თითო ეპიზოდში $150 ათასს იღებდა, შემდეგ კი მისი ანაზღაურება სერიაში $300 ათასამდე გაიზარდა. მერვე სეზონში ჰიდის ჰონორარმა $1.2 მლნ შეადგინა.


4. კიტ ჰარინგტონი (ჯონ სნოუ) - $12 მლნ



ჯონ სნოუ სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირად და მილიონობით გულშემატკივრის ფავორიტად იქცა. თუმცა ეს ყოველთვის ასე როდი იყო. 2014 წლამდე კიტ ჰარინგტონის პერსონაჟი არც ისე პოპულარული გახლდათ და თავად მსახიობმაც სერიოზული ჰონორარების მიღება მხოლოდ მეხუთე სეზონიდან დაიწყო - დაახლოებით $300 ათასი ეპიზოდში. მეშვიდე სეზონში მისი ჰონორარი $500 ათასამდე გაიზარდა, მერვე სეზონში კი, საერთოდაც, $1.2 მლნ-ს მიაღწია.


3. ემილია კლარკი (დეინერის ტარგარიანი) - $13 მლნ



დეინერის ტარგარიანი, იგივე კქალისი, იგივე დრაკონების დედა და ბორკილთა დამამსხვრეველი - „სამეფო კარის თამაშების“ ცენტრალური პერსონაჟია. შეიძლება ითქვას, რომ ემილია კლარკის კარიერა სწორედ ამ სერიალით დაიწყო. ისევე როგორც კიტ ჰარინგტონმა, მანაც შეძლო და საკუთარი ჰონორარი ეპიზოდში $500 ათასამდე გაზარდა. თუმცა ეს მხოლოდ მეშვიდე სეზონში მოხდა. თუმცა ფინალში კლარკმა ერთ სერიაში $1 მლნ-ზე მეტი თანხა მიიღო, ისივე როგორც დანარჩენმა ძირითადმა მსახიობებმა.


2. პიტერ დინკლეიჯი (ტირიონ ლანისტერი) - $15 მლნ



პიტერ დინკლეიჯი, ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელი, ამ სერიალის გამოსვლამდეც საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო. მიუხედავად ამისა, მისი ჰონორარი, ისევე როგორც ლინა ჰიდის, თავიდან ეპიზოდში $150 ათასი გახლდათ. НВО-სთან მოლაპარაკებების შემდეგ ეს თანხა ჯერ $300 ათასამდე გაიზარდა, შემდეგ კი - $1.2 მლნ-მდე თითოეულ სერიაში, ისევე როგორც „ა“ ჯგუფში შემავალი დანარჩენი მსახიობებისა.


1. ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ (ჯეიმი ლანისტერი) - $16 მლნ



ჯეიმი ლანისტერი - კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ფანები პირველივე სეზონიდან ადევნებდნენ თვალს. დანიელი მსახიობის ჰონორარიც რამდენჯერმე გაიზარდა და ფინალურ სეზონზე $1.2 მლნ-ს მიაღწია ერთ ეპიზოდში. დღეისთვის ვალდაუ „სამეფო კარის თამაშების“ ყველაზე მდიდარ მსახიობად მიიჩნევა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?