ლინა შეინიუსი შვედი თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. კარიერა იმ დროს დაიწყო, როდესაც ფოტოხელოვნების სფეროში ერთ-ერთმა აგენტმა მისი ნამუშევრები აღმოაჩინა და ლინა პოპულარულ ჟურნალში სამუშაოდ მიიწვია.
შეინიუსის ფოტოარქივში ნახავთ არა მხოლოდ მეგობრებისა და ნათესავების ფოტოებს, არამედ თავად მის, მისი შეყვარებულებისა და მოდელების კადრებსაც. დღეს წარმოგიდგენთ ლინა შეინიუსის ინტიმურ ფოტოდღიურს, რომელშიც ასახულია მისი სასიყვარულო თავგადასავლები.