15 ლამაზმანი, წარმოუდგენლად გრძელი ფეხებით!

საკნატუნო ამბები

6 აგვისტო 22:00, 2019 წელი

და ზოგიერთი მათგანი არც მოდელია, არც მოცეკვავე და არც სპორტსმენი!

1. ელინ გოლდინგი



გრძელი ფეხების პატრონები ყოველთვის მოდელები, სპორტსმენები ან მოცეკვავეები როდი არიან. ელინ გოდლინგი ამის ცოცხალი დადასტურებაა! თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ბრიტანელი გოგონა კომპოზიტორია. და უნდა აღინიშნოს, რომ კარგიც!


2. ჯორდან დანი



კიდევ ერთი ბრიტანელი, ოღონდ ამჯერად მოდელი. მისი კარიერა 2006 წელს, ერთი ბედნიერი შემთხვევის წყალობით დაიწყო. როცა ეს გრძელფეხება ლამაზმანი სუპერმარკეტში დასეირნობდა, ის ერთმა სამოდელო აგენტმა შენიშნა. მან მაშინვე შესთავაზა ჯორდანს სამსახური, მოგვიანებით კი გოგონამ ლონდონის ფირმასთან Storm Model Management-თან გააფორმა კონტრაქტი.


3. ია ოსტერგენი



ულამაზესი და ჩამოქნილი ფეხების პატრონი, რომელთა სიგრძე მთელი 108 სმ-ია! და ეს მაშინ როცა გოგონას სიმაღლე 178 სმ-ია. ამ მონაცემების წყალობით ინტერნეტში მას უკვე ეძახიან „სკანდინავიელ ქალღმერთს“.


4. სტეისი კეიბლერი



ამერიკელ მსახიობსა და მოდელს სტეისი კეიბლერსაც აქვს სატრაბახო. წარსულში, ის სწორედ ამ ფეხებით თავდაჯერებული ამარცხებდა რინგზე მოწინააღმდეგეებს. ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს სუსტი აღნაგობის ქერა პროფესიონალი მებრძოლია, რომელსაც „სუპერსტეისის“ ფსევდონიმით იცნობენ.


5. კარლი კლოსი



კარლი 190 სმ-ია სიმაღლეში. თუმცა, მიუხედავად ამისა, გოგონას ძალიან უყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - ის ხომ მას კიდევ უფრო სექსუალურსა და მიმზიდველს ხდის.


2018 წელს საკუთარი გარეგნობის დამსახურებით (მათ შორის, რა თქმა უნდა, ფეხების) კარლიმ $13 მლნ გამოიმუშავა და ამით ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის მეორე ადგილი მოიპოვა.


6. კელი გეილი



შვედი მოდელი თავის უნიკალურ სილამაზეს ინდურ-ავსტრალიურ ფესვებს უნდა უმადლოდეს. ეს განსაკუთრებულობა ერთმა სამოდელო აგენტმა შენიშნა, როცა ის 13 წლის იყო და მას შემდეგ კელი მუდმივად მონაწილეობს ჩვენებებსა და ფოტოსესიებში ჟურნალებისთვის.


7. კენდალ ჯენერი



საეჭვოა, მოიძებნებოდეს ადამიანი, ვისაც კარდაშიანების ოჯახზე არაფერი სმენია. კენდალიც ამ ოჯახის ნაწილია. ამერიკელი სუპერმოდელი პირველი საერთო ქალიშვილია ბრიუს ჯენერისა (ჰო, მართლა ახლა ის კეიტლინია...) და ბიზნესლედ კრის ჯენერის (ადრე კარდაშიანი).


ბოლო სამი წელია პატარა კენდალი ყველა სხვა მოდელზე მეტ თანხას გამოიმუშავებს. მარტო გასულ წელს გოგონას ქონებას $22 მლნ დაემატა. ამაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით კიმ, კორტნი, რებეკა, ქლოი კარდაშიანებს და კაილი ჯენერს, რომელიც მუდმივად აღვივებს ინტერესს ამ ვარსკვლავურ ოჯახზე.


8. ჟიზელ ბუნდხენი



ჟიზელ ბუნდხენი - ლეონარდო დიკაპრიოს ექსშეყვარებული, Victoria’s Secret-ის ყოფილი აგენტი და ერთ-ერთი მაღალანაზღურებადი მოდელი მსოფლიოში. ვფიქრობთ, ეს საკმარისია, რაც ამ ბრაზილიელ მოდელზე უნდა იცოდეთ.


9. მარა ჯეინ ტაიგენი



მარა ტაიგენი - დამწყები კალიფორნიელი მოდელი, რომელსაც ხშირად „ანჯელინა ჯოლის ორეულს“ უწოდებენ. გოგონამ პოპულარობა კაილი ჯენერის სარეკლამო რგოლში «Glosses» გადაღების შემდეგ მოიპოვა. ეს ვიდეო „იუთუბიზე“ 15-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.


10. ანალიზა მაკლახლანი



უკრაინელი მოდელი, ცოტა კოსმიური გარეგნობით. მიუხედავად სიმაღლისა, მას უყვარს პლატფორმები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც კიდევ უფრო გამოკვეთს მის მთავარ ღირსებას - გრძელ ფეხებს.


11. ირინა შეიკი



ირინა შეიკს წარდგენა არ სჭირდება. ამ რუს მოდელს უკვე დიდი ხანია მთელ მსოფლიოში იცნობენ. წელს კი მის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. საქმე ისაა, რომ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ მისი და მსახიობ ბრედლი კუპერის დაშორების შესახებ. ამ წყვილის ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო, 2017 წელს კი მათ გოგონა ლეა შეეძინათ.


12. იოვანა ვენტურა



ლათინოამერიკელები ერთ-ერთ ყველაზე ვნებიან და სექსუალურ გოგონებად მიიჩნევიან, და მოდელი იოვანა ვენტურაც ამტკიცებს, რომ ასე ტყუილად არ ფიქრობენ. ლამაზმანი იმდენად „ცხელია“, რომ მისი ფოტოების ყურებისას მარტო გული კი არა, შეიძლება მონიტორიც კი შეხტეს.


13. როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი



ჯეისონ სტეიტემის გელფრენდი უკვე დიდი ხანია მსოფლიო პოდიუმებსა და მილიონობით თაყვანისმცემლის გულს იპყრობს. სექსუალური ქერა მადისაღმძვრელი ტუჩებით, გამჭოლი გამოხედვითა და მდიდრული აღნაგობით თავისი გრძელი ფეხებითაც გაგაოცებთ.


14. აშიკა პრატი



ახალზელანდიელი მოდელის კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. ძნელია, ვერ შენიშნო მისი ფორმები და ყურადღება არ მიაქციო მის გრძელ ფეხებს...


15. რუსლანა ჯი



ამ ჩამონათვალს ასრულებს პოპულარული ვიდეობლოგერი რუსლანა ჯი. გოგონას „იუთუბიზე“ არხი აქვს, სადაც ამერიკულ ცხოვრებაზე ჰყვება, საკუთარ მოსაზრებას უზიარებს მაყურებელს მოდის შესახებ, ასევე, ჰყვება თავის ცხოვრებაზე. მის ვიდეობლოგებს 1.5 მილიონი მაყურებელი ჰყავს. მაგრამ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რას უყურებენ ისინი სინამდვილეში...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?