როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

საკნატუნო ამბები

8 აპრილი 14:00

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.

 

როგორ გავერთოთ სახლში კარანტინის დროს, თან მაშინ, როცა წიგნების კითხვაც მოგვბეზრდა, ფილმების ყურებაც და არც საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის უნარი შეგვწევს?


გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რასაც შეიძლება, გული გადავაყოლოთ და გავერთოთ კარანტინის დროს.


პიკნიკი სახლში



დღეს ყველას საკმაოდ ბევრი დრო გვაქვს. ასეთ დროს ნებისმიერი საუზმის ან ლანჩის გადაქცევა პიკნიკად არც თუ ისე ცუდი იდეაა: დააფინეთ იატაკზე პლედი, შემდეგ გადააფარეთ ლამაზი სუფრა, გააწყვეთ თეფშებით და მოიწყვეთ პიკნიკი! დამატებით რეკვიზიტებად შესაძლოა გამოგადგეთ ტორშერი, საახალწლო ფერადი ნათურები, ლამაზი ხელსახოცები რომელიც სტუმრებისთვის გქონდათ გადანახული, ლამაზი ჭურჭელი ასევე სტუმრებისთვის და ა.შ. რაც შეეხება თავად კერძებს, როგორც ნამდვილ პიკნიკზე, აქაც უპირატესობა მშრალ საკვებს მიანიჭეთ: ბუტერბროდები, ღვეზელები, მჭადი და ყველი „წაიღეთ“. ხოლო თუ აივანიც გაქვთ, მთელი ეს აქტივობა აივანზე განახორციელეთ, მით უმეტეს, რომ კარგი ამინდებიც ხელს გვიწყობს.


 


კარავი სახლში


კარავისახლში


სახლში ზღაპრული „კარვის“ გაშლა ყველა ბავშვის სურვილია, ხოდა რატომაც არ უნდა ავუსრულოთ ჩვენში მცხოვრებ პატარა ბავშვს ეს სურვილი? ამისათვის დაგვჭირდება ერთი პლედი ძირს დასაფენად, 2-3 სკამი, გამძლე თოკი, რამდენიმე ლურსმანი, 2-3 პლედი კარვის „ასაშენებლად“ და რამდენიც გინდათ იმდენი ბალიში და რბილი სათამაშო დაგვჭირდება. ერთი პლედი იატაკზე დააფინეთ, კედებზე კი აქეთ-იქით ჩაარჭვეთ ლურსმნები, რომელსაც თოკს გამოაბამთ. თოკზე კი პლედები ისე გადაფინეთ (სკამებიც დაიხმარეთ), რომ კარვის სივრცე შეიქმნას. ბოლოს კარავი შიგნით მოაწყვეთ ფერადი ნათურებით, ბალიშებით და რბილი სათამაშოებით. ან უფრო მარტივად: გააკეთეთ ისე, როგორც ქვემოთ მოცემულ ნახატზეა ნაჩვენები:


 


ონლაინ-პარასკევი მეგობრებთან


რატომაც არ უნდა მოვაწყოთ ბარი სახლში? გამოიღეთ დიდი ხნის წინ შენახული, სასმელების ლამაზი ბოთლები (ცარიელი, სავსე, ნახევრადსავსე - არ აქვს მნიშვნელობა), მოათავისუფლეთ თარო და იქ შეაწყვეთ, წინ კი სხვადასხვა ფორმის ჭიქები დაალაგეთ, ისე როგორც ეს ბარშია. საახალწლო ნათურები, მაგიდის ნათურა და ტორშერი დამატებითი განწყობის შესაქმნელად აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. შემდეგ კი დაურეკეთ მეგობრებს აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით და მოაწყვეთ ონლაინ-პარასკევი! ნუ იდარდებთ, რაც უფრო პირნათლად დავიცავთ ახლა იზოლაციას, მით უფრო მალე შეგვეძლება გარეთ გასვლა და ძველებურად გართობა. 


სახლის კინოთეატრი


ფილმების ყურება არასდროს არის მოსაბეზრებელი - არ  კარანტინის დროს


ზევით კი ვახსენეთ, რომ შესაძლოა ფილმების ყურებაც მოსაბეზრებელი იყოსო, მაგრამ იქნებ, მაინც გეცადათ? მით უმეტეს, რომ ყველა უბნის მაღაზიაში იყიდება სიმინდი, თქვენ თვითონ მოხალეთ, გააკეთეთ ბატიბუტი, ჩაყარეთ დიდ ჯამში და მხოლოდ თქვენ მიირთვით! სახლის კინოთეატრს ის უპირატესობა აქვს, რომ ფილმის დასაწყისში არც ერთი დაგვიანებული მაყურებელი არ გადაგირბენთ ცხვირწინ. მით უმეტეს, რომ უამრავმა ვებგვერდმა ჩვენი საყვარელი ფილმები კვლავ დააბრუნა და მათი ნახვა ისევ შეგვიძლია!


დისტანციური პაემნები



ალბათ თქვენც ნახეთ ის საყვარელი წყვილი, თავთავიანთი კორპუსების სახურავებზე რომ ჰქონდათ პირველი პაემანი. დისტანცია, რაღაც მხრივ, ძალიან რომანტიკულიც კია. ამ დროს შეგვიძლია ვგზავნოთ წერილები და შეყვარებულს სახლის კარში შევუცუროთ; გავატანოთ კურიერებს ჩვენი ხელით დამზადებული ბარათები; თუკი მეზობელი გოგო/ბიჭი მოგვწონს (როგორც ახალი თაობა იტყვის ხოლმე, „ქრაშავთ“), ფანჯარაზე გამოვაკრათ წარწერა, სადაც ჩვენი ნომერი ან ფეისბუქ-მისამართი წერია - მოკლედ, მოიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდნენ წინა თაობის წარმომადგენლები, იყავით რომანტიკულები და მიეცით ფანტაზიას გასაქანი.


 


მოიწყვე ოფისი სახლში



თუკი ჩემსავით თქვენი მყუდრო და კომფორტული ოფისი ძალიან გენატრებათ, აქაც არის რაღაცნაირი გამოსავალი, რომელიც ჩვენნაირმა უცნაურმა ტიპებმა მოიფიქრეს: ამ ბმულზე თქვენ შეძლებთ, არც - მეტი, არც - ნაკლები, საოფისე „ხმაური“ ჩართოთ და სურვილისამებრ აკონტროლოთ, კონკრეტულად რომელი ხმის გაგონება უფრო გსურთ: მოჭორავე თანამშრომლების, კლავიატურის კაკუნის, პრინტერის ბეჭდვის და ა.შ.

NEW

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად და გემრიელად

როდესაც ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, რაც თავში მოგვდის, არის ის, რომ გემრიელ კერძებს უნდა დავემშვიდობოთ. შემწვარ-მოხრაკული, ტკბილეული, სასუსნავები - უნდა ამოვიღოთ თუ არა ეს ყველაფერი ყოველდღიური რაციონიდან?
NEW

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსზე „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ.
დღის ჰოროსკოპი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სად ვიყიდოთ იდეალური კლიმატი?

ჰაერის დატენიანება და იონიზაცია ეს ის ტერმინებია, რომლებსაც იდეალური კონდიციონერის აღწერის დროს აუცილებლად გაიგებთ. მასზე ბევრს ლაპარაკობენ და ჰაერის კონტროლის ტექნიკასაც სწორედ ამის მიხედვით არჩევენ.
დღის ჰოროსკოპი

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მოზრდილებში, 2 თვის და უფროსი ასაკის ბავშვებში სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) სამკურნალოდ მედიკამენტი Evrysdi (რისდიპლამი) დაამტკიცა. Evrysdi (რისდიპლამი) ფარმაცევტული კომპანია Roche-ს წარმოებული მედიკამენტია, რომელიც სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ პირველი და ერთადერთი საშუალებაა, რომლის მიღებაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
FUN-ტესტი

მოკლე სექს-ტესტი - როგორია თქვენი სექსუალური მადა?

თქვენ წინაშეა ფოტო 8 კვადრატით. თითოეულ კვადრატში ერთი ფიგურაა. კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ის ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ, ქვემოთ კი წაიკითხეთ, თუ რაზე მიუთითებს თქვენი არჩევანი. 
დღის ჰოროსკოპი

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?