პანდემიის მძიმე შედეგები ნებისმიერ სფეროზე ნეგატიურად აისახა და გამონაკლისი არც სექსინდუსტრია აღმოჩნდა.
მაგალითად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიქმნა პრეზერვატივების დეფიციტი, დაიხურა სექსსათამაშოების მაღაზიები, სტრიპტიზ კლუბები.
იზოლაციის მიუხედავად, პორნოგრაფიულ ვებ-გვერდებს ნაკლებად სტუმრობენ მომხმარებლები (ყველაფერს ხომ ხასიათი და განწყობა სჭირდება?!).
კრიზისული პერიოდის გადასალახად სექსსათამაშოების მაღაზია „ლელოს“ ახალი ჩანაფიქრი აქვს და მომხმარებლებს სასურველი ნივთის სახლში მიტანის უფასო მომსახურებას სთავაზობს.
#დარჩისახლში და გამოიყენე საკუთარი დრო სიამოვნების აღმოსაჩენად - მოუწოდებს მომხმარებლებს სექსსათამაშოების მაღაზია და თავის ახალ ჩანაფიქრს „ცხელი“ ვიდეორგოლით წარმოადგენს, რომელსაც „ლელოს“ ახალი ერა ეწოდება და ინტიმის ატმოსფეროს ნამდვილად ქმნის!