„ძალიან მიყვარს ისეთი ხუმრობების მოფიქრება, რაც მართლა სასაცილოა და თან არავის აზიანებს. ამ ყველაფერში ჩემი უმცროსი და დამეხმარა. თავდაპირველად გვინდოდა ოჯახურ ფოტოებში ნიკოლას კეიჯის თავების მიფოტოშოპება, თუმცა რადგან ფერადი პრინტერი არ გვქონდა, ეს აზრი დავივიწყეთ. შემდეგ გამახსენდა, რომ ფერადი ფანქრები მქონდა სადღაც შენახული და გადავწყვიტეთ, ოჯახური ფოტოები გადაგვეხატა და შეგვეცვალა“, ამბობს კრისტენი.
ფეისბუქის პოსტებში კრისტენი მთელ პროცესს ასე ყვება:
„ამ პროცესმა მთელი 12 დღე წაიღო, თანაც არ ვეუბნებოდით მშობლებს არაფერს, ველოდით, როდის შეამჩნევდნენ ისინი თავად. ყოველდღე ერთ ფოტოს ვხსნიდი და ჩარჩოში ჩემ მიერ დახატულ, უფრო სწორედ, დაჯღაბნილ, ნახატს ვდებდი. ეს ფოტოები საიმედო ადგილას გადავმალე“.
11 დღე დასჭირდათ მშობლებს იმის მისახვედრად, რომ კედელზე, საოჯახო ფოტოკოლაჟის ნაცვლად, გოგონების ნამოქმედარი ეკიდა!
თქვენ კი შეაფასეთ გოგონების ნამოქმედარი და სცადეთ, გამოიცნოთ, რომელ დღეს რომელი ფოტოებია შეცვლილი!
დღე 1
დღე 2
დღე 3
დღე 4
დღე 5
დღე 6
დღე 7
დღე 8
დღე 9
დღე 10
დღე 11
დღე 12
საბოლოოდ კი, მშობლების რეაქცია მხიარულმა დებმა ვიდეოზე ასახეს.